კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-20(803)

 ლევანმა თვალის ერთი შევლებით შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ სამანტა ვერ იყო გუნებაზე, რასაც არც მალავდა და, სახეაწითლებული, წყრომით გადახედავდა ხოლმე მაქსისა და დენის. ნანა ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა და რობერტოს გაუღიმა:
– ჩემი კოქტეილი მომიმზადე. რა ხდება ამ საღამოს, ჩვენს სტუმრებს მოეწონათ აქაურობა?
რობერტომ ხმამაღლა გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა. ლევანს მოეჩვენა, რომ ეს ღიმილი რაღაც უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო კეთილგანწყობას... დაიძაბა და დაიბოღმა. ნანამ შენიშნა ქმარში მომხდარი ცვლილება, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაიცინა და მისთვის მომზადებული კოქტეილი ხარბად მოსვა...
– დედა, ბარში ასეთ დროს დადიხარ ხოლმე? – ჰკითხა დენიმ.
– ზოგჯერ დავდივარ, მით უფრო, როცა აქ ასეთი მხიარული კამპანია მეგულება. თუმცა, როგორც ვხედავ, არც ისე კარგად მხიარულობთ... დენი, მაქს, ისე გამოიყურებით, თითქოს იჩხუბეთ...
– არა, უბრალოდ, შენი ვისკი ზედმეტი მოუვიდა და ცოტა მოვიწყინეთ. სამანტას ცეკვა უნდა...
– ჰო, მინდოდა, – ტუჩები წყენით გაბუსხა გოგომ და ნანას მიუბრუნდა, – რომ იცოდეთ, როგორი მოსაწყენები არიან... სერიოზული სახეებით სხედან და დაუსრულებლად ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ... საერთოდ, რატომ წამომიყვანეს?
– ჰო, კაცები ძალიან უცნაურად იქცევიან. მათსავით მარტივად უნდა იაზროვნო, თუ გინდა, რომ გაუგო. ჩვენ ვიცეკვოთ, – ნანამ კოქტეილი ბოლომდე გამოსცალა და ადგა. სამანტამაც მას მიჰბაძა და მალე ბარის ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში ორივე ცეკვავდა. მათი სხეულები ირწეოდნენ, იკლაკნებოდნენ, თითქოს რაღაცას ამბობდნენ...
დენიმ ლევანს შეხედა.
– ჰო, დედაშენის ქმრობა ადვილი არ არის, – თავი დაუქნია ლევანმა და ვისკი თვითონ დაისხა ჭიქაში.
– ცხოვრების თანამგზავრებს ჩვენ ვირჩევთ, ამიტომ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამას გავაკეთებთ.
– მართალი ხარ. მე დავფიქრდი, სანამ დედაშენზე გავაკეთებდი არჩევანს.
– ჰო?! მე ყველაფერს სხვანაირად ვხედავ და, უფლება მაქვს, თქვენს ურთიერთობაზე ჩემი აზრი მქონდეს.
– ძალიან არ მოგწონვარ, ასეა? – დამცინავი ღიმილით ჰკითხა დენის ლევანმა.
– თავდაცვის რეჟიმში ხართ, მე კი არ გებრძვით. რა მნიშვნელობა აქვს, მომწონხართ თუ არა? ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვისაუბრებდით მე და თქვენ საქმეზე.
– საქმეზე? – ლევანმა ეჭვით შეხედა მეგობრულად მოღიმარ დენის, – გამახსენდა, ნანამ რაღაც მითხრა ამის შესახებ.
– „რაღაც“ ყველაფერი არ არის... საინტერესო წინადადება მაქვს, თქვენს ამბიციებსაც დააკმაყოფილებს.
– მე არ მაქვს ამბიციები. მით უფრო ისეთი, რომლებსაც შენთან ერთად განვიხილავდი, დენი...
დენიმ გაიცინა და ლევანს მხარზე დაადო ხელი.
– ნუ იძაბები, მოეშვი.
თავის ფიქრებთან მარტო დარჩენილი მაქსი, რომელიც დენის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, მოულოდნელად წამოხტა და ვისკით სავსე ჭიქა გადააყირავა. მუქი ოქროსფერი სითხე ბარის დახლის გაპრიალებულ ზედაპირზე დაიღვარა და ჯადოსნურად ალაპლაპდა...
– რა დაგემართა? – დენიმ მაჯაში სტაცა მეგობარს ხელი და შეაჩერა.
– უნდა წავიდე. გაბრიელა უნდა ვიპოვო...
გაბრიელას ხსენებაზე ლევანი გაფითრდა და დაძაბულობის დასაფარად ჭიქას დაუწყო წვალება.
– მოიცადე, ამ შუაღამისას სად უნდა წახვიდე? მთვრალი ხარ, ახლა გონებით ვერ იმოქმედებ.
– „გონებით ვერ იმოქმედებ“... – გამოაჯავრა მაქსმა, –  მერე, ვინ გითხრა, რომ გონებით მოქმედება მინდა? რობოტი კი არ ვარ. ვცდილობდი, მართლა ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა – არ შემიძლია მის გარეშე!
– მთვრალი ხარ, – დენი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
– შენ რა იცი? სულ ასე აკეთებ – როგორც კი გაბიზე ლაპარაკს ვიწყებ, მაშინვე ცდილობ, ისეთი რაღაც მითხრა, რაც თავს იდიოტად მაგრძნობინებს. აღარ მინდა, გესმის? აღარ მინდა! ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. თავად გადავწყვეტ, გამოვეკიდო ჩემი ოცნების ქალს თუ აქ დავრჩე და დავლიო! – ხმას აუწია მაქსმა და თვალები ავად აუელვარდა...
– ნუ ყვირი, – დენიმ მაქსს მხარზე დაადო ხელი, –  რა დაგემართა? ამდენი არ უნდა დაგელია.
– აი, კიდევ... იდიოტი გგონივარ? ახლავე მომშორდი!
– არ შემიძლია... სისულელეს არ გააკეთებ, არ მოგცემ ამის უფლებას.
– ორივე ხმამაღლა ლაპარაკობთ, – ლევანი, რომელიც მანამდე ჩუმად ადევნებდა ორივეს თვალს, იძულებული გახდა, საუბარში ჩარეულიყო, – ვერ გავიგე, რა ხდება, მაგრამ მივხვდი, რომ შენს მეგობარს საყვარელი ქალის ნახვა უნდა. რატომ არის ეს პრობლემა?
– იმიტომ, – მოუჭრა დენიმ და კვლავ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ მაქსმა ხელი აუქნია, – აი, ვის ესმის ჩემი... ჰო, რატომ არის პრობლემა, თუ მე საყვარელი ქალის ნახვა მინდა?! უპასუხე შეკითხვაზე, რატომ გავჩერდე? – მაქსი დენის წარბშეკრული მიაჩერდა, – ახლა ავდგები და წავალ. იმიტომ წავალ, რომ კითხვაზე პასუხი ვერ გამეცი.
– გონს მოდი, მაქს... სად წახვალ ასეთ მდგომარეობაში?
– შენი საქმე არ არის, – შეუბღვირა მაქსმა, – მანქანაზე დავჯდები და წავალ.
– მარტო?
– ჰო, მარტო... თუმცა არა, მაგაში გეთანხმები – მარტო არ უნდა წავიდე, რადგან ცოტა დავლიე... აი, ეს წამომყვება, იმიტომ, რომ ჩემი ესმის...
მაქსმა ბარის დახლს ხელი გაუშვა და ლევანს მკლავზე მოებღაუჭა, – ხომ წამომყვები?
– მაქს, დამშვიდდი... წამოგყვება, ოღონდ ახლა ხელი გაუშვი ცოტა ხნით, კარგი?
მაქსმა ამღვრეული მზერა შეავლო მეგობარს. სასმელი ნელ-ნელა უფრო ეკიდებოდა, თუმცა ახლა გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა.
– ჰო, კარგი, ცოტა ხანს დავიცდი, მაგრამ წასვლას ვერ გადამაფიქრებინებ, იცოდე...
– არც ვაპირებ, – ღიმილით მიუგო დენიმ, ლევანი გვერდზე გაიხმო და სთხოვა: – შეძლებთ, რომ გაჰყვეთ? საჭესთან დაჯდებით და წინააღმდეგობას არ გაუწევთ. ეგ გზაში დაიძინებს და მალე უკანვე დაბრუნდებით, მთავარია, ისეთი არაფერი უთხრათ, რომ ისევ გადაირიოს.
– მე წავიყვანო? კი მაგრამ, წარმოდგენა არ მაქვს, ეგ... ქალი სად ცხოვრობს, სახელი ვერც კი დავიმახსოვრე, – იცრუა ლევანმა და გაფითრდა.
– გაბრიელა. მეც მარტო სახელი ვიცი, არასდროს მინახავს. დენი მპირდებოდა, ქორწილამდე აუცილებლად ჩაგიყვან მისი მამის მამულშიო, მაგრამ მოულოდნელად გოგომ მიატოვა...
ლევანმა ხელისგულით მოიწმინდა შუბლზე მომსკდარი ოფლი და მძიმედ ამოიოხრა:
– მდაა... ცუდ დღეში ყოფილა შენი მეგობარი. სად მისდევს ქალს, რომელმაც ქორწილამდე მიატოვა?
– საქმეც ეგაა. აქამდე მეგონა, მიჯერებდა, მაგრამ, ხომ ნახე, რა დღეშია... გაჰყვები? გააკეთე ეს ჩემი ხათრით.
– კი მაგრამ... – ლევანი შესამჩნევად გაფითრდა, მაგრამ, შეეცადა, არ შეემჩნია.
დენიმ მხარზე მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია:
– ნანასი ნუ გეშინია, მე მოვიფიქრებ რაღაცას და ვეტყვი.
– ეგ რა შუაშია... ნანას მეც დაველაპარაკები, მაგრამ, რანაირად გავყვე ძიძად ამხელა კაცს? ცოტა უხერხულია...
– ბევრი დალია. მე არ გამიყოლებს. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რამე რომ დაემართოს. ლევან, ეს ჩემი მეგობრული თხოვნაა – გაჰყევი...
– ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობთ? მაინც ვერ გადამაფიქრებინებთ! – დაუძახა მაქსმა.
– არც ვაპირებ, – დენი მისკენ შებრუნდა, – მე არ წამოვალ, რომ ზედმეტად აღარ ინერვიულო.
– ძალიან კარგი, არც მჭირდები, – მაქსმა ხმამაღლა გაიცინა, – ჩემი გაბრიელა რომ დაინახო და შენც შეგიყვარდეს, საუკეთესო მეგობარს ხომ ვერ გაგიმეტებ?
დენიმ ნაძალადევად გაუღიმა ახითხითებულ მაქსს და ლევანს ხმადაბლა გადაულაპარაკა:
– როგორც შევთანხმდით: შეეცადე, გზაში დაიძინოს. ყველაფერი კარგად იქნება, მალევე დაბრუნდებით.
ლევანმა თავი დაუქნია.
ნანა და სამანტა ისევ ცეკვავდნენ. ლევანმა მათკენ გაიხედა. სამანტას არ უნდა გაეგო, სად მიდიოდნენ.
– ნანას გამო ყოყმანობ? – მიუხვდა დენი.
– არ მინდა, იცოდეს, სად მივდივართ მე და მაქსი. მისი ხასიათი რომ ვიცი, აუცილებლად იეჭვიანებს, მე კი აღარ მინდა, ვუმტკიცო, რომ ცდება. იმედია, გესმის ჩემი...
 – ჰო, მესმის, – დენიმ სერიოზული გამომეტყველებით დაუქნია თავი, – ნანა ვერ გაიგებს, სად გაჰყევი მაქსს.
– ეს იმას ნიშნავს, რომ სამანტასაც არაფერი ეცოდინება.
დენიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი და მასაც მოცეკვავეებისკენ გაექცა მზერა.
– ისინი კარგად ერთობიან...
– ჰო, – მექანიკურად მიუგო ლევანმა. ის ახლა გაბრიელაზე ფიქრობდა. დენის ვერსია, რომ მაქსი გზაში დაიძინებდა და გზიდან უკან მობრუნებას შეძლებდა, სარწმუნოდ არ მიაჩნდა. მაქსი ისეთი მთვრალიც არ იყო, რომ მანქანაში ჩასძინებოდა, მაგრამ, უკანდახევის ალტერნატივაც აღარ ჰქონდა.
– კარგი, წავედით!
დენიმ მანქანის გასაღები გაუწოდა...
***
თეონამ ჩაძინებული ბავშვი ფრთხილად ჩააწვინა საბავშვო ეტლში და კახას გაუღიმა.
– როგორი წყნარი და მშვიდია, საერთოდ არ გვაწუხებს. უკვე უზომოდ მიყვარს...
– ჰო, მეც მიყვარს. გუშინ ხელში ავიყვანე და გამიცინა.
– რა თქმა უნდა, შენც თავისიანად მიაჩნიხარ. ვატყობ, როგორ მოსწონს, როცა ხელში იყვან და ელაპარაკები... ჯერ პატარაა, მაგრამ, უკვე ყველაფერს გრძნობს და ესმის.
– მაგას მეც ვხვდები... – კახამ ცოლს თავზე გადაუსვა ხელი.
– რა მოხდა? – დაიძაბა ქალი, – რაღაცის თქმა გინდა და ვერ მეუბნები?
– არა, საიდან მოიტანე?
– რა ვიცი, ბოლო დროს ისეთი მზერა გაქვს ხოლმე, რომ მეშინია.
– მშობიარობისშემდგომი დეპრესია გაქვს და გეჩვენება, – გაუღიმა კახამ ნაძალადევად.
– ეგ საიდან მოიტანე? რა იცი, მშობიარობისშემდგომი დეპრესია რას ნიშნავს?
– ინტერნეტში წავიკითხე.
– კიდევ რა წაიკითხე ინტერნეტში?
– ბევრი საინტერესო რამ; მაგალითად, ის, რომ დედის განწყობა ბავშვზე მომენტალურად აისახება, ამიტომ, უნდა ეცადო, რომ კარგ გუნება-განწყობაზე იყო.
– შენი დახმარება მჭირდება ამისთვის, – თეონამ საყვედურნარევი მზერა მიაპყრო ქმარს.
– ასე რატომ მიყურებ, რამეს ისე არ ვაკეთებ? რით დავიმსახურე ასეთი საყვედური?
– არ გსაყვედურობ. უბრალოდ, ზოგჯერ შენც დაძაბული ხარ... იქნებ ყველაფერი გვეთქვა ერთმანეთისთვის?
კახამ მხრები აიჩეჩა:
– რამე დაგვრჩა უთქმელი? ვფიქრობ, პრობლემა სხვა რამეშია.
– რაში? – ცნობისმოყვარედ შეხედა თეონამ და პასუხის მოლოდინში ოდნავ გაფითრდა.
– ლევანი... – თქვა კახამ და გაჩუმდა.
თეონამ ამოიოხრა.
– ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი. ვერაფრით ივიწყებ, რომ მისი ცოლი ვიყავი და ბავშვიც მისგან გავაჩინე.
კახა გაწითლდა:
– ეგ რა შუაშია? ასეთი იდიოტი გგონივარ?
– არა? მიზეზი ეგ არ არის?
– რა თქმა უნდა, არა. მე ჩემი არჩევანი შეგნებულად გავაკეთე, არ ვნანობ და არც არასოდეს ვინანებ... ბავშვიც ჩემად მიმაჩნია და მეორედ მსგავსი აღარაფერი მითხრა.
– მაშინ, რა ხდება?
– უნდა სცოდნოდა...
– ვის? – ვერ მიხვდა თეონა, – რას გულისხმობ?
– ლევანს უნდა სცოდნოდა ჩვენი ამბავი.
– მე ასე არ ვფიქრობ, – თავი გააქნია თეონამ, – ჩვენ მის წინაშე ვალდებულები არ ვართ, თვითონ წავიდა და მიმატოვა.
– ჰო, შენ მიგატოვა, მაგრამ მე? ძმაკაცები ვიყავით, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი...
– ხედავ? გამოდის, რომ მაინც ნანობ, – ხმა აუთრთოლდა თეოს და თვალები ცრემლით აევსო.
კახამ მაშინვე ინანა ნათქვამი, ცოლს ხელი მოხვია, მკერდზე მიიხუტა და სახე დაუკოცნა.
– თეო, მაპატიე, საყვარელო, არ უნდა მეთქვა, მაგრამ მაგას არ ვგულისხმობდი და მართლა არაფერს ვნანობ, შენს თავს გეფიცები...
– როგორ მინდა, მაგის მჯეროდეს... – ამოიოხრა თეომ და ქმარს ორივე ხელით შემოეხვია...
***
ლევანს ნელა მიჰყავდა მანქანა. მის გვერდით სავარძელზე მჯდარი მაქსი საკმაოდ ფხიზლად აკვირდებოდა გზას.
– იცი, სადაც მივდივართ? გზა ხომ არ შეგვეშალა? მე ჯერ კარგად ვერ შევეჩვიე აქაურობას, – ჰკითხა ლევანმა.
– საკმაოდ თავდაჯერებულად მართავ... აშკარაა, რომ ეს საქმე კარგად გესმის.
– ჰო, საჭეს რაც შეეხება, ამაში ბადალი არ მყავს... საკმაოდ დიდი ხანია, მანქანას ვმართავ და უმნიშვნელო ავარიაც კი არასდროს მომსვლია... თან, ისეთ მოძრაობაში ვარ მანქანის ტარებას შეჩვეული, ეს იმასთან არაფერია... ამერიკაში მანქანით სიარული ძალიან ადვილია.
– კიდევ რა არის ამერიკაში ძალიან ადვილი? – დაინტერესდა მაქსი.
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– გააჩნია, რას გულისხმობ.
მაქსმა ჩაიცინა:
– ქალებს. მოდი, ქალებზე ვილაპარაკოთ. საკმაოდ დიდხანს უნდა ვიაროთ და ცოტას გავერთობით.
– ანუ, გასართობ ქალებზე უნდა ვილაპარაკოთ? – გაიცინა ლევანმა.
– არა, ეგ არ მაინტერესებს. ზოგადად, ქალებზე ვილაპარაკოთ, მაგალითად, იქ როგორი ქალები არიან, საიდანაც შენ ჩამოხვედი, ადვილია მათთან ურთიერთობა?
ლევანმა ამოიოხრა:
– იცი, რას გეტყვი? ქალი ყველგან ერთნაირია და მასთან ურთიერთობა არც ამერიკაშია ადვილი, არც საქართველოში...
– აჰა, როგორც მივხვდი, საქართველოშიც გყავდა ქალი...
– მაქს, შენ რა გაინტერესებს, ვიყავი თუ არა ქალთან ნამყოფი, სანამ შენი მეგობრის დედას შევირთავდი ცოლად? – მოულოდნელად გაღიზიანდა ლევანი.
– კარგი, ნუ მიბრაზდები, – მაქსმა მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი, – შენთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის – შუაღამისას ადექი და გამომყევი... მაგრამ, ხომ გესმის, ვნერვიულობ... გაბრიელამ ისევ რომ უარი მითხრას?
– ჰო, ეგ არ ვიცი... – გაბრიელას ხსენებაზე ლევანს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3