კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰონორარი სიკვდილისთვის

ჯეკ პეტერსონი ურიგო დეტექტივებს არ წერდა, მაგრამ რატომღაც არავინ უბეჭდავდა. საწყალი ყმაწვილი ერთმანეთის მიყოლებით აგზავნიდა თხზულებებს სხვადასხვა გამომცემლობაში, მაგრამ ერთი და იგივე პასუხით ისტუმრებდნენ – ზედმეტად რეალისტურად წერ და მკითხველის ფანტაზიას გასაქანს არ აძლევო... იმედგაცრუებულ ჯეკს ლამის თავის საცოლესთან, მერისთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. მერის და მას ერთმანეთი უყვარდათ და დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ პეტერსონის მწირი ხელფასით, რომელსაც უბრალო კლერკის პოზიციაზე უხდიდნენ, ამას ვერ შესძლებდნენ. თავმოყვარეობა კი იმის უფლებას არ მისცემდა, ცოლის ხელფასზე ეცხოვრა. მერი ყველაზე დიდ საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა ძვირფასი თვლების ექსპერტ-შემმოწმებლად. ჯეკი იმ დროზე ოცნებობდა, როცა, რაღაც  შემოსავალი გაუჩნდებოდა, პატარა სახლს შეიძენდა და ამ წყნარ, საყვარელ არსებასთან ერთად, ოჯახს შექმნიდა.
ერთ დღეს მის მობილურზე ნანატრი ზარი  გაისმა.
– ჯეფრი რაიტი ვარ, გამომცემელი. დეტექტიური თხზულებების გამოცემით დავინტერესტი და თქვენი თხზულებები ძალიან მომეწონა. მინდა, გამოვცე. შეგიძლიათ, ჩემთან მოხვიდეთ?
ჯეკს ლამის სუნთქვა შეეკრა მღელვარებისგან.
– დიახ... მოვალ... მაგრამ, თქვენი გვარი არ მეცნობა.
– ვიცი. იმიტომ რომ, ახალი ვარ ამ საქმეში. მაგრამ ვიცი, რომ თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწევ.
– ანუ, თანამშრომლობას მთავაზობთ? – ყურებს არ დაუჯერა ჯეკმა.
– დიახ. დეტალებს შეხვედრისას გავივლით...
მითითებულ მისამართზე მისულ ჯეკს მასპინძელი კაბინეტში დახვდა. ზორბა მამაკაცი სავარძელში იჯდა და სიგარას ეწეოდა... ჯეკს გულითადად გაუღიმა და სიგარა შესთავაზა.
– მომწონს თქვენი თხზულებები, მაგრამ სრული კრებულისთვის ორ-სამ დეტექტივს კიდევ შეგიკვეთავდით. გავითვალისწინებ იმას, რომ მათზე ბევრი უნდა იმუშაოთ და წინასწარ ავანსსაც გადაგიხდით. პირველი თხზულება, მაგალითად, საიუველირო მაღაზიის ძარცვაზე უნდა იყოს. ხვდებით, რა მინდა? თქვენს თხზულებებში არცერთი არ არის ამ თემატიკის. ყველაზე ძალიან მომწონს ის, რომ ყოველთვის ზედმიწევნით ინფორმაციული და რეალისტური ხართ. ასე განაგრძეთ. სწორედ ეს გამოგარჩევთ სხვებისგან და ვიცი, რომ აღიარება გელით. მე მხოლოდ მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამაში.
ჯეკმა მადლიერებით გაუღიმა და თავი დაუქნია.
– მალე „ირვინგ ბუქსის“ საგამომცემლო სახლს ვიყიდი. ეს ორი ოთახი დროებით მაქვს ნაქირავება. აბა, რას იტყვით?
– შემიძლია, დღესვე დავიწყო წერა.
– ძალიან კარგი. აი, თქვენი პირველი გასამრჯელოც, – გამომცემელმა მოგრძო კონვერტი გაუწოდა, – ერთ კვირაში გელოდებით...
კონვერტში ოცი ცალი ტკიცინა ასდოლარიანი იდო. ჯეკს ლამის გული წაუვიდა სიხარულისგან და მაშინვე მერისკენ გაქანდა. გზად ორმოცდაათ დოლარად ღირებული  ვარდების თაიგული უყიდა. გაოგნებული მერი ინტერესით ისმენდა მის მონაყოლს და თვალები უციმციმებდა.
– ო, ჯეკ!.. თუ ეს სიმართლეა, მალე დაქორწინებასაც შევძლებთ.
– რა თქმა უნდა, საყვარელო. ოღონდ, ცოტა უნდა დამეხმარო. მე არ ვიცი, როგორ არის მოწყობილი დაცვის სისტემები საიუველირო მაღაზიაში... ხომ გამარკვევ ამ ყველაფერში?
მერიმ თავი დაუქნია და ჯეკს მოეხვია. იმ საღამოს ფრანგულ რესტორანში ივახშმეს. მომავლის გეგმებს სახავდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ... ჯეკმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ მოთხრობას საუკუნის ძარცვაზე დაწერდა. მერის საიუველირო მაღაზია პარკ-ავენიუზე, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ძვირფასეულობის სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა. მის საცავებში უიშვიათესი ბრილიანტები და მარგალიტები ინახებოდა. მერიმ დაცვის სამსახურის უფროსისგან ნებართვა აიღო და შეყვარებულს ყველაფერი დაათვალიერებინა. მთავარი სისტემა მთლიანად კომპიუტერით იმართებოდა... ინტერნეტქსელის საშუალებით იკეტებოდა საცავებიც... ჯეკმა ხუთი დღე თავაუღებლად იმუშავა და მისტერ ჯეფრის თხზულება კვირაზე ადრე მიუტანა.
– შესანიშნავია, ჯეკ, შესანიშნავი... – თქვა მან, როცა მოთხრობა წაიკითხა.
– აი, შენ კიდევ ათასი დოლარი და ოთხი დღით ნამიბიაში უნდა გაემგზავრო. იქ ერთ კაცს შეხვდები... იარაღით ვაჭრობის დეტალებზე მოგიყვება. ძალიან საინტერესო თხზულებას დაწერ და პირველი გამოცემისთვის ყველაფერი მზად გვექნება, სრული კომპლექტი. ბილეთს ხვალ აგიღებ. ჯეკს დიდად არ მოეწონა ნამიბიაში ოთხი დღით გამგზავრების პერსპექტივა, მაგრამ ეს კაცი კარგად იხდიდა. საღამო მერისთან ერთად გაატარა. ამჯერად იტალიურ რესტორანში დაპატიჟა საყვარელი ქალი. ბედნიერი იყო, როცა მერის გაცისკროვნებულ სახეს ხედავდა. კურიერმა დილით ბილეთი მიუტანა. ჯეკი აეროპორტში მივიდა და თვითმფრინავში ჩაჯდა. მერისთან ოთხდღიანი განშორება მისთვის უსიამოვნო იყო. თავს იმით იმშვიდებდა, რომ მალე მერის ყველა ნატვრას აუსრულებდა.
სამსაათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა. მგზავრებს გამოუცხადეს, რომ ნამიბიაში საშინელი ქარიშხალი მძვინვარებდა. ამიტომ, სათადარიგო აეროპორტში საწვავს აიღებდნენ და უკანვე დაბრუნდებოდნენ. ჯეკს ცოტათი შეეშინდა, მაგრამ მეორე დღეს მათი თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა ნიუ-იორკის აეროპორტში. ჯეკმა ვეღარ მოითმინა და პირდაპირ აეროპორტიდან დაურეკა მერის. ყურმილი დედამისმა აიღო და საშინელი, ჭკუიდანშემშლელი ამბავი აუწყა – მისი მერი ცოცხალი აღარ იყო... ზუსტად იმ დღეს, როცა ჯეკი ნამიბიაში გაფრინდა, ოთხმა მძარცველმა საიუველირო მაღაზიაში შეაღწია. ისინი უცნაური სიზუსტით მოქმედებდნენ და ყველა დაბრკოლება გადალახეს... როცა მაღაზიას ტოვებდნენ, მერიმ წინააღმდეგობა გაუწია – იშვიათი ბრილიანტების კოლექციის გადარჩენას ცდილობდა და მაშინ ზორბა ბანდიტმა ტყვია პირდაპირ შუბლში დაახალა.
ჯეკი იატაკზე ჩაიკეცა... ის ყველაფერს მიხვდა. მერი იმის გამო მოკვდა, რომ მან, სულელმა დეტექტივების მჯღაბნელმა, ბანდიტებს ყველა ინფორმაცია მიაწოდა და ხელ-ფეხი გაუხსნა. ალბათ, მასაც მოკლავდნენ ნამიბიაში, შემთხვევით ამინდი რომ არ გაფუჭებულიყო. შურისძიების წყურვილმა შეიპყრო. როცა ოდნავ გონს მოეგო, სწრაფად დაიწყო ფიქრი იმაზე, სად შეიძლებოდა, ჯეფრი რაიტი ეპოვა. ოფისში რომ მას ვეღარ ნახავდა, ამაში დარწმუნებული იყო... შეეცადა, გაეხსენებინა თავისი დეტექტივების შინაარსი და ისე გამოეცნო ბანდიტების სამოქმედო გეგმა. აეროპორტიდან ქალაქში ტაქსით დაბრუნდა. ერთ პატარა მაღაზიაში რევოლვერი იყიდა და კერძო აეროდრომისკენ გაემართა. ერთ-ერთ თავის დეტექტივში მას აღწერილი ჰქონდა, ბანკის „გასუფთავების“ შემდეგ, როგორ დატოვეს კერძო, ნაქირავები თვითმფრინავით მძარცველებმა ქვეყანა და მექსიკაში გადავიდნენ.
როცა ჯეკი დანიშნულების ადგილას მივიდა, პატარა თვითმფრინავს ასაფრენად ამზადებდნენ. ღია ტერასაზე მისტერ ჯეფრი სამ თანამზრახველთან – თავისი ბანდის წევრებთან ერთად ვისკის წრუპავდა და სიგარას ეწეოდა. ჯეკის დანახვაზე გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ჯეკმა სწრაფად მიადო რევოლვერი შუბლზე და სასხლეტს თითი გამოჰკრა... ჯეფრის ზორბა სხეულმა ძირს მოადინა ზღართანი. ჯეკმა გაიცინა და მეორე ტყვია საფეთქელში დაიხალა... ვერასდროს აპატიებდა თავს, რომ მისი სიფრიფანა, საყვარელი მერის სიკვდილში ჰონორარი გადაუხადეს.

скачать dle 11.3