კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზიანს აყენებს ორგანიზმს ფრჩხილების კვნეტა და როგორ ბავშვებს ახასიათებთ ეს მავნე ჩვევა

ფრჩხილების კვნეტას, ანუ ონიქოფაგიას, მავნე ჩვევად მიიჩნევენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ნევროზის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია. ბერძნულად „ფაგია” ჭამას, შთანთქმას ნიშნავს, ხოლო ონიქოს – ფრჩხილს. ამიტომაც ეწოდა აღნიშნულ სიმპტომს ონიქოფაგია. ეს ჩვევა, ნერვული ან ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ახასიათებთ. უმეტესობა მას არასერიოზულად აღიქვამს, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ ფრჩხილის მოკვნეტას, ჯანმრთელობისათვის პრობლემების შექმნა შეუძლია. რა ზიანს აყენებს ორგანიზმს ეს მავნე ჩვევა და რატომ იკვნეტენ ფრჩხილებს, ამ თემაზე ექიმი ნინო გოქაძე გვესაუბრა.

 – უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, რა იწვევს ონიქოფაგიას?
– ონიქოფაგია ნერვული აღგზნებადობისთვის დამახასიათებელი სიმპტომია, რომელსაც, როგორც წესი, ამ თვალსაზრისით არავინ აქცევს ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ ეს, მხოლოდ მავნე ჩვევაა. არადა, ეს იმ ბავშვებსა და მოზარდებს ახასიათებთ, ვინც შინაგანად განიცდის რაღაცას. ამ დროს ფრჩხილების კვნეტის სურვილი იმდენად დიდია, ზრდასრული ადამიანებიც კი, ყოველგვარი თვითკონტროლისა და თავშეკავების გარეშე, ნერვული დაძაბულობის მომენტში, უცხო ხალხის გარემოცვაში, გამალებით იკვნეტენ ფრჩხილების თავისუფალ კიდეებს. უფრო მეტიც, ზოგი თავისდა უნებურად, დაუკვირვებლად, მოკვნეტილ მასას ყლაპავს კიდეც. რაც საშიშია და არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება.
– რატომ არის საშიში?
– კვნეტის პროცესში, გარდა იმისა, რომ ზიანდება ფრჩხილები, დიდია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფიცირების საშიშროება. ღრმად მოკვნეტილი ფრჩხილის კიდე, მუდმივი ტრავმირების გამო, ანთებას განიცდის, ზოგჯერ სისხლმდენიც ხდება. ფრჩხილბუდის მოსაზღვრე კანი  ხშირი დანერწყვით რბილდება, სკდება და თავისთავად იქცევა სხვადასხვა ინფექციის საბადოდ. დაზიანებული და დამახინჯებული ფრჩხილის ფირფიტები დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის, რის შედეგადაც ვითარდება ონიქია - ფრჩხილის ეგზემური ცვლილება, დეფორმაცია. ნერვულ ნიადაგზე წარმოშობილი ონიქიის ლიკვიდაცია, ჩვეულებრივ, ძალიან ძნელია, რადგან გართულებულია ძირითადი დაავადების აღმოფხვრა, ავადმყოფის ფსიქიკის კორექცია.
– უფრო კონკრეტულად, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების მოკვნეტამ?
– კვლევების თანახმად, ფრჩხილების კვნეტის ჩვევა ახალგაზრდების 40 და ზრდასრულების 30 პროცენტს ახასიათებს. ამავე კვლევების თანახმად, ადამიანების 40 პროცენტი ამ ჩვევით იზიანებს კბილებს. ალბათ, გსმენიათ, რომ თხილის, ძვლების, ყინულისა და სხვა მყარი სხეულის ჩაკბეჩამ შესაძლოა, დაგიზიანოთ კბილები. იგივე შეიძლება ითქვას ფრჩხილების შემთხვევაში. ფრჩხილი საკმაოდ მაგარი წარმონაქმნია და მისი მოკვნეტით, კბილებზე დიდი ზეწოლა ვითარდება. დროდადრო ფრჩხილების კვნეტა კბილებზე ბზარებს აჩენს, იწვევს მინანქრის  ჩამოტეხას. კბილების მექანიკური დაზიანების გარდა, ფრჩხილების მოკვნეტას შესაძლოა, პირის ღრუში ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების მოხვედრა მოჰყვეს. ექსპერტების აზრით, აღნიშნულმა მავნე ჩვევამ შესაძლოა, ღრძილების ანთება გამოიწვიოს. მომავალში კი, აღნიშნულ დაავადებას მოჰყვება კბილების დაკარგვა და უამრავი სხვა პრობლემა. განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას ახდენს ეს ჩვევა მათზე, ვინც ბრეკეტებს ატარებს. ბრეკეტები ისედაც ზეწოლას ახდენენ კბილებზე. თუ, გსურთ, ამ ზეწოლას კიდევ ფრჩხილების კვნეტა დაუმატოთ, ალბათ ხვდებით, რა სტრესს მიაყენებთ კბილებს. ეს მათ დაასუსტებს და გამოიწვევს ორთოდონტიულ დარღვევას. სხვათა შორის, ფრჩხილის კვნეტის დროს, დაფიქსირებულია ყბის დაზიანების შემთხვევებიც.
– როგორც ვიცი, სოკოვანი დაავადებები და სხვადასხვა ბაქტერიაც იჩენს ამ მავნე ჩვევის დროს თავს.
– დიახ, ფრჩხილების ქვეშ ბაქტერიებისა და სოკოების მთელი პლანტაციაა. როგორც კი თითს პირისკენ წაიღებთ, გახსოვდეთ, რომ ფრჩხილებიდან ისინი თქვენს ორგანიზმში გადაინაცვლებენ.  სოკოებისა და ბაქტერიების  გარდა, ფრჩხილის ქვეშ ჭიის კვერცხებიც გვხვდება, რაც დამეთანხმებით, ყველაზე მეტადაა საშიში. ამ ჩვევით ჭიების გამრავლებას უწყობთ ხელს და ორგანიზმს საფრთხის ქვეშ აყენებთ. ასევე, მოკვნეტის დროს შეიძლება, ღრძილი ან ენის ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ და ინფექცია შეიტანოთ ჭრილობაში. ფრჩხილის ქვეშ არსებულმა სტაფილოკოკებმა კი შეიძლება, სტომატიტი გამოიწვიოს.  მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიები პირის ღრუში მოხვდება, პირიდან არასასიამოვნო სუნს იგრძნობთ, რაც ნებისმიერ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. ტუჩებთან მოხვედრილი ბაქტერია კი, ჰერპესის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ბოლოს, ინფორმაცია ქალბატონებისთვის, ლაკწასმული  ფრჩხილის კვნეტა ორმაგად საშიშია. ლაკების უმეტესობა ფორმალდეჰიდს – შხამიან ნივთიერებას შეიცავს. ამ ნივთიერებით გვამებს ამუშავებენ, რაც ბუნებრივია, კიდევ სხვა პრობლემებს იწვევს ორგანიზმში.
– მკურნალობის გზები არსებობს?
– ონიქოფაგიის მკურნალობის ისტორია მეტად საინტერესოა. უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტებს ურჩევდნენ, მაგარი ძაფისგან ნაქსოვი, ბადისებრი ხელთათმანი ეტარებინათ მუდმივად, ან იმ პერიოდში, როცა მარტო რჩებოდნენ. საფრანგეთსა და ამერიკაში პლასტმასისა თუ სხვა მასალისგან დამზადებული ხელოვნური ფრჩხილების გამოყენება სწორედ, ამ სიმპტომის აღმოფხვრის მიზნით დაიწყეს. ხშირად ფრჩხილებს მწარე ნაყენითაც ამუშავებენ. ცალკეული მეთოდების გამოყენების ფონზე, მკურნალობა ათიდან მხოლოდ 5 შემთხვევაშია წარმატებული.
 ჰიპნოზისა და დამამშვიდებლების ფონზე მკურნალობა ზოგჯერ წარმატებით სრულდება. ონიქოფაგიის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის ჰიგიენას, მისი დაავადებების პროფილაქტიკას.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, რეკომენდებულია ბავშვებთან საუბარი, დიალოგი. მაგალითად, გოგონებს შესაძლოა, ურჩიოთ გაიზარდონ ფრჩხილები, რათა უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ. ბიჭებში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. არსებობს სპეციალური სათითეები, თითებზე რომ კეთდება. ასევე, შესაძლოა ცხარე ხსნარებით ფრჩხილების დამუშავება. ზრდასრულებში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, რეკომენდებულია ფსიქოთერაპია.

скачать dle 11.3