კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოატაცებინა და დაახვრეტინა სტალინმა ხრუშჩოვის უფროსი ვაჟი

სტალინის დაუნდობლობისა და სისასტიკის შესახებ არაერთი ისტორია  არსებობს და საბჭოთა ბელადი მათში გამოყვანილია როგორც ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც ლამის ჩვილ ბავშვებსაც კი არ ინდობდა... თუმცა, ობიექტური გამოკვლევები და ისტორიულ ჭრილში განხილული ფაქტები, საპირისპიროზე მეტყველებს და მტკიცდება, რომ სტალინი არც ვამპირი იყო, არც მანიაკი და, იმ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე მოქმედებდა, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამავე  გამოკვლევების მიხედვით, სტალინი გახლდათ მტკიცე, ძლიერი პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი იყო კანონი და, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯებდა, აუცილებლად უნდა დასჯილიყო, იქნებოდა ის რიგითი მოქალაქე, უმაღლესი პარტიული მაღალჩინოსანი თუ მისი უახლოესი ნათესავი... პროფესორი პაველ მენშიკოვი წერს: „ერთი შეხედვით, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სტალინი მთელ საბჭოეთში ყველაზე წესიერი ადამიანი იყო, სხვებისგანაც ამას მოითხოვდა, ეს ყველაფერი კანონმდებლობაში ჰქონდა ასახული და ამიტომაც ვერ ეგუებოდა კანონდარღვევას”...
„ჩვენი კანონები არც ისეთი მკაცრია, მით უმეტეს – სასტიკი, რომ ვერ შეასრულო. ისინი (კანონები) ელემენტარული ეთიკისა და მორალის ნორმებიდან გამომდინარეობს და ვისაც ელემენტარული წესიერების დაცვა არ შეუძლია, დანდობას არ იმსახურებს“, – ამბობდა სტალინი სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსებში ცვლილებების განხილვისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც 1936 წელს გაიმართა და ბელადის რჩევით ამ კოდექსებში მრავალი ცვლილება შეიტანეს. სწორედ სტალინის მითითებით გაჩნდა კოდექსში ცნება „ხალხის მტრები“ და ¹58 (სამშობლოს ღალატი) მუხლში სიკვდილით დასჯა დაფიქსირდა, რომელიც მანამდე არ არსებობდა...
„ხალხი სახელმწიფოს მთავარი სიმდიდრეა. მოღალატე, ხალხის მტერი კი, იქნება ის ჩემი თუ სხვისი ახლობელი, უსასტიკესად უნდა დაისაჯოს...“ – ასე დაასრულა სტალინმა თავისი გამოსვლა იმ ისტორიულ განხილვაზე და მქუხარე ტაშიც დაიმსახურა. მეორე დღეს კი კოდექსში შესაბამისი შესწორება შევიდა და კანონი გამკაცრდა, რასაც მოგვიანებით „დიდი ტერორი“ უწოდეს. ხრუშჩოვმა სწორედ მასზე ააგო, ეგრეთ წოდებული, „სტალინის კულტის მხილება“ 1956 წელს. თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო ტყუილი და ხრუშჩოვის ფარული შურისძიება თავისი მოღალატე შვილის გამო, რომელიც სწორედ 58-ე მუხლით გაასამართლეს და დახვრიტეს...
ნიკიტა ხროუშჩოვს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავდა – ლეონიდი, 1917 წელს დაბადებული. ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურებდა უფროსი ლეიტენანტის ჩინით. 1943 წლის თებერვალში, საბრძოლო მფრინავი – ლეონიდ ხრუშჩოვი და სანიტარი გოგონა – იულია კროტოვა ჰაერში აფრინდნენ, ფრონტის ხაზი გადაკვეთეს და მტრის ტერიტორიაზე დასხდნენ... სამხედრო კონტრდაზვერვა „სმერშის“ (სიკვდილი შპიონებს) საჰაერო დივიზიის განყოფილებამ, სადაც ლეონიდ ხრუშჩოვი მსახურობდა, მალევე დაადგინა, რომ იულია კროტოვა ფაშისტების აგენტი იყო და უფროსი ლეიტენანტი ხრუშჩოვი ნებაყოფლობით გაიქცა მასთან ერთად. ანუ, უღალატა სახელმწიფოს. იმავე საღამოს ეს ინფორმაცია გენერალ აბაკუმოვს მოახსენეს, რომელიც „სმერშის“ მთავარი სამმართველოს უფროსი გახლდათ. აბაკუმოვი კი სტალინთან წარსდგა პატაკით... სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი იხსენებს: „აბაკუმოვი რომ სტალინს ეახლა, მეც კაბინეტში ვიყავი და მისი დავალებით დაცვის შინაგანაწესში ცვლილებები შემქონდა. ამიტომ, სტალინს არ გამოვუშვივარ კაბინეტიდან და მათ საუბარს თავიდან ბოლომდე შევესწარი. გაჯგიმულ „სმერშის“ უფროსს სტალინმა გახედა და უთხრა:
– აბა, მომახსენეთ, რა ხდება. რა გაქვთ ასეთი სასწრაფო და გადაუდებელი?
– ამხანაგო სტალინ, გუშინწინ უფროსი ლეიტენანტი ლეონიდ ნიკიტას ძე ხრუშჩოვი თავისი საბრძოლო თვითმფრინავით ფაშისტების ტერიტორიაზე გადაფრინდა და მათ ჩაბარდა. მას თან ახლავს დივიზიის სანიტარი იულია კროტოვა, – მოახსენა სტალინს გენერალმა აბაკუმოვმა და გაჩუმდა.
სტალინი წამით შეცბა. შემდეგ ულვაშზე ჩიბუხის ტარი ჩამოისვა და გენერალს ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი ზუსტად მასე მოხდა და უფროსი ლეიტენანტი ხრუშჩოვი მოღალატეა?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, აბსოლუტურად. ჩვენი სამსახური ისედაც იკვლევდა იულია კროტოვას კეთილსაიმედოობას და მას ნიკიტა სერგეევიჩის ვაჟი მფარველობდა. ჩვენი არხებით აბსოლუტურად ზუსტად დავადგინეთ, რომ კროტოვა „აბვერის“ (გერმანიის სამხედრო დაზვერვა) აგენტი იყო. როგორც ეტყობა, მან გადაიბირა ლეონიდ ხრუშჩოვი და ერთად გაიქცნენ, – თქვა აბაკუმოვმა.
სტალინს ყვრიმალები გაუთეთრდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბელადი უკიდურესად გაბრაზდა. თუმცა, ეს არ გამოუხატავს და „სმერშის“ ხელმძღვანელს უთხრა:
– სპეცდავალებას გაძლევთ, გენერალო. სამშობლოს მოღალატე, ყოფილი უფროსი ლეიტენანტი ლეონიდ ნიკიტას ძე ხრუშჩოვი მოიტაცეთ და მოსკოვში ჩამოიყვანეთ, ტრიბუნალზე წარსადგომად. თან, ის სანიტარი ჯაშუშიც გამოაყოლეთ...
„სმერშის“ სპეცჯგუფმა ლეონიდ ხრუშჩოვი და იულია კროტოვა ერთი კვირის შემდეგ მოსკოვში ჩამოიყვანა. ჩატარდა ეფექტური, სამართლიანი გამოძიება და ორივეს ბრალი დადასტურდა. სამხედრო ტრიბუნალმა მათი დანაშაული სცნო და ორივეს დახვრეტა მიუსაჯა. პატიმრები ლეფორტოვოს ციხეში, თითოადგილიან სიკვდილმისჯილთა საკნებში გამოამწყვდიეს და სამი დღის განმავლობაში უნდა დაეხვრიტათ...
ლეონიდ ხრუშჩოვის გაქცევიდან მისთვის განაჩენის გამოტანამდე თვრამეტი დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ნიკიტა ხრუშჩოვი რამდენჯერმე შეხვდა სტალინს. თუმცა, შვილზე სიტყვაც არ დაუძრავს და არც სტალინს უხსენებია მისი მოღალატე შვილი... ლეონიდ ხრუშჩოვის დახვრეტის წინა დღეს ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინს პირისპირ შეხვდა და გაფითრებულმა ხმის კანკალით უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ბოდიშს გიხდით ჩემი ნაძირალა, მოღალატე შვილის გამო. ის ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებს, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, სიცოცხლე შეუნარჩუნოთ.
– შენ მთხოვ, რომ მოღალატე დავინდო? – კითხვითვე მიუგო სტალინმა.
– შვილი, ამხანაგო სტალინ. მე თქვენ შვილის სიცოცხლის შენარჩუნებას გთხოვთ. ის ჯერ ოცდაათისაც არაა და გთხოვთ, დაინდოთ.
– შენ, ალბათ, ახლა ფიქრობ, რა დაუნდობელია სტალინი და მამობრივი გრძნობები არ გააჩნიაო, ხომ?
– არა, ამხანაგო სტალინ.
– ფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე ფიქრობ. მამობრივი გრძნობებიც მაქვს და ჩემი შვილიც მიყვარს, რომელსაც არაფერი დაუშავებია და ახლა ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ზის. შენ რა გგონია, არ შემიძლია მისი გამოხსნა? მაგრამ არ ვიზამ! არ დავინდობ შენს მოღალატე შვილსაც. ის არაა ამის ღირსი. სამართლიანი განაჩენი ხვალ აღსრულდება. შენ კი თავისუფალი ხარ.
სტალინმა, რა თქმა უნდა, არ შეიწყალა ხრუშჩოვის ნაძირალა, მოღალატე შვილი, მაგრამ ეს ისტორია სტალინის საკომპრომენტაციოდ ნამდვილად არ გამოდგება“.

скачать dle 11.3