კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავის უყურო...



დიახ, არავინ არის თქვენნაირი და არავის არ უნდა უყუროთ. თქვენ ინდივიდუალური, ყველასგან განსხვავებული ხართ. თქვენი ნაკლი თქვენი ნაკლია და, შესაბამისად, თქვენი ღირსებებიც გამორჩეულია... მაშ, რატომ ადარებთ თქვენს თავს სხვას?! არ ჯობია, განავითაროთ პრინციპი – ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, წარმოაჩინოს თავისი საუკეთესო მხარეები?! ძალიან მომგებიანია საკუთარი თავის შედარება... საკუთარ თავთან. დროდადრო გააკეთეთ „რევიზია“ და ნახეთ, რა ისწავლეთ დაშვებულ შეცდომებზე, რა წარმატებას მიაღწიეთ მოკლე ხანში. ყოველთვის აღნიშნეთ პატარ-პატარა გამარჯვებები – ეს მოგცემთ სტიმულს, იაროთ წინ.
ხომ გინდათ, ყველას ხიბლავდეთ? – აუცილებელია ახალ დღეს გამოძინებული, ენერგიითა და პოზიტივით აღსავსე შეხვდეთ. როცა ხშირად ხართ გამოუძინებელი, ტვინის ჰიპოკამპის ფუნქცია მოშლილია, მისი ცუდად მუშაობის შედეგი კი ნეგატიური ფიქრებია.
მაქსიმალურად მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ. არსებობენ ისეთი მეგობრები, რომლებსაც აქვთ უნარი, გადმოგდონ თავიანთი ცუდი განწყობა. არავინ გეუბნებათ, საერთოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა ამ ტიპის ადამიანებთან, მაგრამ თავდაცვა აუცილებელია, მით უფრო, თუკი ადვილად ექცევით ზეგავლენის ქვეშ. შეზღუდეთ მათთან კონტაქტი, მინიმუმამდე დაიყვანეთ. ემოციური თანადგომა საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ენერგეტიკულ რესურსს მოითხოვს თქვენგან. შეიძლება, თავიდან ვერ შეამჩნიოთ ნეგატიური გავლენა, მაგრამ, თუ უნებლიე გადაღალას იგრძნობთ, მიზეზზე ბევრი აღარ იფიქროთ – ის თქვენ წინაშეა და აქვს სახელი და გვარი. ისწავლეთ, გაემიჯნოთ ნეგატივს და არავის უყუროთ. გახსოვდეთ: თქვენ ინდივიდუალური ხართ!

ეს ბედისწერაა

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც თქვენთვის შექმნა განგებამ და რომელსაც ყველაზე, ყველაზე მეტად ეყვარებით... ზოგჯერ, მამაკაცის ჭეშმარიტად კარგად გასაცნობად, მასთან ერთად ჭერქვეშ ცხოვრებაა აუცილებელი. თანაც არა ერთი და ორი დღე. თუმცა, არსებობს რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რომელითაც შეაფასებთ თქვენს მომავალ პარტნიორს მომავალი ურთიერთობისთვის.
* უპირველესად, უნდა გაიგოთ მისი აზრი ქალების შესახებ – მაგრამ ჯერ თქვენ ჩასწვდით ამ ყველაფრის არსს. თავდაჯერებულ მაჩოებს და სნობ-ინტელექტუალებს არაფრად მიაჩნიათ ქალის მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. სუსტი სქესის მიმართ მსუბუქად „აგდებული“ დამოკიდებულება აქვთ.
* დააკვირდით, რას ნიშნავს მისთვის ფული – თუ მიდრეკილება აქვს ფულის მუდმივად ეკონომიურად ხარჯვისკენ, ის ძუნწიც იქნება. რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენს შოულობს (გამოიმუშავებს) პარტნიორი, არამედ, როგორ ხარჯავს ფულს (რაში ხარჯავს და რამდენს). აუცილებელი არ არის „ხარჯვის ნაწილში“ სრულიად ეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მთავარია, თქვენთვის მიუღებლად არ ხარჯოს ფული.
* უნდა იცოდეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს რჩეულს საქმის, თავისი სამსახურის მიმართ. მთავარია, არ იყოს არასერიოზული, არასტაბილური და უპასუხისმგებლო... ზუსტად ისეთივე იქნება თანაცხოვრებაშიც.
* იზიარებთ მის ინტერესებს? გაქვთ საერთო ჰობი? არ გაღიზიანებთ მისი ახირებები? მზად ხართ არ გაუწიოთ კონკურენცია მის „უწყინარ“ გართობებს? მაშინ ყველაფერი წესრიგშია... ის თქვენი ბედია!
რატომ ხდება?

რატომ შორდებიან ერთმანეთს, როცა, ჯერ კიდევ გუშინ, ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ... რატომ ხდება ეს, როდის ხდება და ვინ არის დამნაშავე გაუცხოებაში?!
რამდენიმე ფსიქოლოგმა, მთელი რიგი კვლევების შემდეგ, მეტ-ნაკლებად ახსნა, რატომ მიდიან განქორწინებამდე შეყვარებულები.
როგორც აღმოჩნდა, განქორწინება ზოგჯერ ერთადერთი გონივრული გამოსავალია შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, შეცდომაა, რომელსაც მერე ორივე ნანობს. შესაძლოა, ამას არც აღიარებდნენ. პირველად და მეორე შემთხვევაშიც, განქორწინება სერიოზული ტრავმაა. ადამიანები, როცა ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ ერთმანეთი და ქორწინდებიან, წინასწარ არ გეგმავენ განქორწინებას – შესაბამისად, არასდროს არ არიან მზად ამისთვის... სამწუხარო ფაქტია, რომ სიყვარული ზოგჯერ ქრება. რა თქმა უნდა, განქორწინებას სხვა მიზეზებიც აქვს და ყოველთვის სიყვარულის დეფიციტს მას ვერ დავაბრალებთ.
არ არის ადვილი, გააკეთო ყველაფერი პარტნიორთან ურთიერთობის გადასარჩენად. მით უმეტეს, თუკი არ იცი, ეს როგორ ხდება. ამიტომ, სირთულეების დადგომისთანავე ათიდან შვიდი ადამიანი ფიქრობს, რომ გაყრა ერთადერთი გამოსავალია.
იმ მიზეზებს შორის, რაც კლავს სიყვარულს და აახლოებენ კრიზისს, პირველი ადგილი პარტნიორის მიმართ უყურადღებობას უჭირავს. ქალები წუხან, რომ მეუღლისთვის მზარეულ-მოსამსახურეებად იქცნენ, ურთიერთობაში აღარ დარჩა რომანტიზმი, აღარც ერთგულების განცდა. პრეტენზიები მამაკაცებსაც აქვთ – ვნების ნაკლებობა, ცოლის ხასიათის ცვლილება (რაც, მათი მიზეზით არის ინსპირირებული). ორმხრივ იმედგაცრუებას წყვილი სრულ გაუგებრობამდე და გაუცხოებამდე მიჰყავს. სხვათა შორის, ფინანსურ პრობლემებს განქორწინების მიზეზთა შორის, მხოლოდ მერვე და მეცხრე ადგილი უკავია.

скачать dle 11.3