კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც ეკლესიაში ლოცვას ვესწრები, შემინიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებული გამომსახველობით ასრულებს საეკლესიო რიტუალს,  მაგალითად, ხელაპყრობილი ლოცულობს, ცრემლი სდის და ასე შემდეგ. რამდენად მისაღებია ასეთი ქცევა სხვების დასანახად?
პასუხი: ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, არ გამოირჩეოდეს მლოცველთა შორის, რადგან, შესაძლოა, ვიღაცამ მოჩვენებით გულმოდგინებად ჩაუთვალოს და ეს ასეც იყოს. უფალი თავად ხედავს ყველას გულს და იმას, თუ ვინ როგორი გულისხმიერებით ლოცულობს.
კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?
პასუხი: ვნებასა და ცოდვას სხვადასხვა არსი აქვს. ვნებებია: გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და ასე შემდეგ, ხოლო ამ ვნებების ზემოქმედება ჩვენზე არის ცოდვა, როდესაც ვინმე მათ აღასრულებს საქმით, ანუ, ადამიანი ხორციელად იმას იქმს, რისკენაც უბიძგებს მას ვნებები. ვნება შეიძლება გქონდეს, მაგრამ მისი კარნახით არ იმოქმედო.
კითხვა: როდის მიუძღვის წვლილი მოყვასის ცოდვაში სხვა ადამიანს?
პასუხი: სხვის ცოდვებზე პასუხისმგებელნი ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგნებულად ვაქეზებთ მოყვასს ბოროტი საქმის ჩასადენად. ასევე, მაშინაც, როდესაც რამე ცუდს ვაქებთ და ამით ხელს ვუწყობთ სხვებს, ჩაიდინონ ჩვენ მიერ მოწონებული ცოდვიანი საქციელი.
კითხვა: როგორ გვიფარავენ ჩვენი მფარველი ანგელოზები?
პასუხი: წმიდა დიმიტრი როსტოველის განმარტებით, „ანგელოზები გვიფარავენ ჩვენს გზებზე, თუ სიკეთე გვსურს და ბოროტი საქმის ჩადენას არ ვეშურებით; თუ საქურდავად და ღვთისგან საძრახის საქმეზე კი არა, კეთილი საქმის საკეთებლად ვისწრაფით სასიკეთო განწყობით“. ანგელოზები ადამიანებს ძილის დროსაც იფარავენ. ანგელოზები გვარიდებენ ეშმაკის ბოროტებებს, რომლებიც ყოველ ჩვენგანს დანთქავდა, მფარველი ანგელოზი რომ არ გვიცავდეს.
კითხვა: დაუდევრობის გამო ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილებს?
პასუხი: თქვენს შვილებს ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. იზრუნეთ იმაზე, რომ შვილები კარგ ქრისტიანებად გაზარდოთ.

скачать dle 11.3