კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მოისწრაფიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მოისწრაფა. დროზე ადრე დაბადებულ შვილზე ამბობენ – იჩქარე, ისწრაფე, მოისწრაფეო და აქედან წარმოიშვა ეს სახელიც.
მათ პირველ საცხოვრებლად დაფიქსირებულია ლანჩხუთი.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ წყაროებში.
საქართველოში 567 მოისწრაფიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 134, ბათუმში – 133, ოზურგეთში – 109, არიან სხვაგანაც.
ზანდარაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზანდარი.
დიღმელი ზანდარაშვილები ციციშვილების ყმები იყვნენ. მათი დაბრუნების პირობა ვახტანგ მეფემ იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს 1658 წელს მისცა.
1658 წელს მოიხსენიება გიორგი ზანდარაშვილი, რომელმაც დიმიტრი პაპაშვილს ორი დღის მიწა მიჰყიდა კოლოტაურის ვენახამდე. აღებული თანხით კი თავი დაიხსნა ციცი ციციშვილის ყმობიდან და მეფეს ეყმო.
ზანდარაშვილები ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ.
საქართველოში 288 ზანდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, მცხეთაში – 78, ყვარელში – 56. არიან სხვაგანაც.
თეგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეგი.
ქვემო ქართლში გვარი თეგაძე მოიხსენიება 1721 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, სიამისა და ედიშერის ყმად სოფელ ხოზეთში მოიხსენიება სეხნია თეგაძე.
გადმოცემის თანახმად, თეგაძეების გვარი თელავის რაიონის სოფელ თვალთოდან არის გადმოსული. მათი გვარი შიმშანიაშვილი ყოფილა. ამ გვარის წარმომადგენლები დღესაც სახლობენ იყალთოში. იყალთოს თეთრი გიორგის სალოცავში შავსაყდრელი თეგაძეები დღემდე დადიან სალოცავად.
საქართველოში 95 თეგაძე ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 52, თბილისში – 40, გორში – 3.
პაპულაშვილი
გვარის ფუძეა პაპა. ასევე, გვხვდება ამ სახელის ბევრი ვარიანტი: პაპი, პაპო, პაპია, პეპია, პაპრუა, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპელა, პაპოა, პაპუნა, პაპინა, პაპიტა, პაპუტა, პაპუფა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა და ასე შემდეგ.
ამ საკუთარი სახელებისგან წარმომდგარი გვარებია: პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპავა, პაპავაძე, პაპასქირი, პაპასქუა, პაპაშვილი, პაპიძე, პაპიაშვილი, პაპუაშვილი, პაპალაშვილი, პაპელიშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი, პაპუჩაშვილი და სხვა.
როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, პაპულაშვილები არიან როგორც ქართველები, ასევე, ამ გვარის მცირე ნაწილი ქართველი ებრაელია.
1685 წელს პაპულაშვილები როსტომ მეფემ ალხაზ მაჩაბელს უწყალობა, შემდეგ საბაწმინდის საყდრის „სადაყუდებელი შექმნილიყვნენ“. გიორგი მეფემ მათი წყალობა ისევ განუახლა ალხაზ მაჩაბელს.
1631 წელს, სვერში, პაპულაშვილის მამული როსტომ მეფემ მაჩაბელს უწყალობა.
საქართველოში 160 პაპულაშვილი ცხოვრობს: გორში – 88, თბილისში – 51, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3