კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა პოსტებს იკავებდა საქართველოს მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ათეულის წევრი ოთარ კახიძე

გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრი ოთარ კახიძე, რომელიც ამჟამად უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა, 1983 წელსაა დაბადებული (2012 წლის დეკემბერიდან ის იმავე დროს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ მკვლევარია). თუმცა 2012 წლამდე სახელმწიფო ჩინოვნიკი იყო, მისი ოფიციალური ბიოგრაფია უკვე აღარ იძებნება არცერთ სამთავრობო საიტზე, სამაგიეროდ, მის მიერ შევსებული ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციებია ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას  გვაძლევს, არა მხოლოდ მისი, როგორც ჩინოვნიკის, ქონებრივსა და ფინანსურ მდგომარეობას გავეცნოთ, არამედ – სამუშაო ადგილებსაც (ოღონდ, მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობის დროინდელს, რადგან ყველა რანგის ჩინოვნიკს არ ევალება დეკლარაციების შევსება).  კერძოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ბ-ნი კახიძე გახლდათ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2010 წლით თარიღლება, რომელიც მან შეავსო როგორც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1986 წელს დაბადებული მეუღლე – ანა გაგუა, ორი შვილი: ვალერი და დემეტრე, ძმა  – გიორგი და დედ-მამა: ბ-ნი ვალერი და ქ-ნი ლია. იმხანად კახიძეების ოჯახში უძრავ ქონებას მხოლოდ ოთარ კახიძის მშობლები ფლობდნენ, ერთობლივად და სანახევროდ. მათი საკუთრება იყო ბინა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში (70 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის ხეივანში (500 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი თერჯოლაში (9 000 კვ. მ.). ბ-ნი ვალერი იყო ერთი შპს-ის პარტნიორი (საიდანაც 2009 წლის განმავლობაში 3 000 ლარის შემოსავალი მიიღო)  და მეორე შპს-ის დირექტორი (ხელფასი – 80 ლარი). ასევე, ოჯახის ექიმიც, რამაც მას 6 000 ლარი მოუტანა.
სამეწარმეო საქმიანობას ქ-ნი ლიაც ეწეოდა და 2009 წლის განმავლობაში, როგორც შპს-ის პარტნიორმა – 3 000 ლარი აიღო, როგორც დირექტორმა, 300 ლარი. თავად ოთარ კახიძემ კი 2009 წლის განმავლობაში, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა, 5 000 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – 25 200 ლარი.
2011 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ოთარ კაძიხე უკვე მარტო ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია. რაც შეეხება შემოსავლებს: მან, როგორც ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, 2010 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 58 000 ლარი აიღო; ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც „ჯი პი სის” ადამიანური რესურსების შეფასების მენეჯერმა – 15 750 ლარი. 2010 წელს ოთარ კახიძეს „თი ბი სი ბანკიდან“ 15 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი გამოუტანია, „რესპუბლიკა ბანკიდან“ – 4 320 აშშ დოლარი, თუმცა მალევე დაუბრუნებია. რაც შეეხება გასავლებს: 2010-ში ბინის დაქირავება 1 200 აშშ დოლარი დაუჯდა, ავტომანქანის შეძენა – 8 200 ლარი. იმავე წელს 1 540 ლარად შეიძინა „ლეპტოპი“, ჰონორარის სახით კი 30 000 აშშ დოლარი მიიღო.
 2012 წელს შევსებული დეკლარაცია გვამცნობს, რომ ბ-ნმა კახიძემ შეიძინა ავტომანქანა  BMW – 11 000 აშშ დოლარად ღირებული. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში, როგორც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, 60 597 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს უფროსმა – 17 600 ლარი. 2011 წელს ბ-ნმა კახიძემ დამსაქმებლისგან საჩუქრად 850-ლარიანი ტელეფონიც მიიღო.

скачать dle 11.3