კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასაკრეჭები

 ანუ კურკური – ფარულად

 

მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო უარზეა რუსეთთან თანამშრომლობისა (თუ გულზე ხელს დავიდებთ, გარეგნულად, თორემ, მშვენივრად ეკურკურებიან ერთურთს ძლიერნი ამა სოფლისანი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან), ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას უვიზო მიმოსვლა შესთავაზა.
ამის შესახებ რფ-ის შორეული აღმოსავლეთის საკითხებში მინისტრმა გალუშკინმა გვაუწყა. ეს შეთავაზება მას ჩრდილოკორეელი ნომერ პირველი დიპლომატის ბაგეებიდან მოუსმენია.
თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერებიან და ეს შეთავაზება თვით პროტოკოლშიც კი ჩაუწერია სამთავრობოთაშორისო კომისიას, არც მეტი, არც ნაკლები, როგორც პერსპექტიული. ოღონდ, ხსენებულმა გალუშკინმა ისიც დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული ექსპერიმენტები ხელს უშლის ამ ორთა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს  (სანქციები მაინც ოხერია?!).
ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოკორეული ვიზის აღება 50 აშშ დოლარი უჯდებათ, ხოლო პასუხს, მაქსიმუმ, ერთ თვეს ელიან.
ამის პარალელურად, საფრანგეთის ელჩსაც შეუთავაზებია მოსკოვისთვის რუსეთის მოქალაქეებისთვის მცირეხნიანი უვიზო მიმოსვლა, მოტივით: რუსეთიდან ემიგრანტების შემოსევას არ ველითო (როგორც ჩანს, კურშაველს ახალი რუსების ფული შემოაკლდა), ხოლო მარტში თვით ესტონეთს – ესტონეთის ტერიტორიაზე სამი დღით უვიზოდ შესვლა-დარჩენა.
თუმცა ყველაზე ფართო პერსპექტივა (რასაკვირველია, უვიზო მიმოსვლისა) რფ-ის მოქალაქეებს მაინც ჩრდილოეთ კორეაში აქვთ, შესაბამისად, მე ის უფრო მაინტერესებს, რუს ვიზიტორებს კორეაში საკუთარი ვარცხნილობებით შეუშვებენ თუ მაინც ადგილზე გაკრეჭენ (მოგეხსენებათ, ჩრდილო კორეაში ქალებსა და მამაკაცებს მხოლოდ განსაზღვრული ვარცხნილობის გაკეთების უფლება აქვთ)?! –

скачать dle 11.3