კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქ, სადაც დუმან ქვემეხები…

ანუ ზენას მიერ დალახვრულები

 გასულ კვირას ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთთან რუსი ოკუპანტებით სავსე ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ექვსი რუსი ოფიცერი დაიღუპა, ხოლო თექვსმეტიოდე დაშავდა.
ზემოხსენებული ოკუპანტები ავტობუსით შეკრებისთვის შერჩეულ ადგილას გადაჰყავდათ, თუმცა ვერ შეძლეს ზემომოყვანილი მიზეზით: ავტობუსი გადაიჩეხა (ავარიის წინასწარ მიზეზად სამუხრუჭე სისტემის დაზიანება დასახელდა).
დაშავებულები ცხინვალის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო, რაკი, როგორც ჩანს, დიდად არ ენდობიან ჩვენი სეპარატისტი მედიკოსების მზრუნველ ხელებს, მოსკოვიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გამოუფრენიათ – თვით მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მედასისტენტებით დახუნძლული.
ცოდვა გამხელილი სჯობს და, ამ ფაქტს მაინცდამაინც არ დავუმწუხრებივარ, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ ჩვენ ვერაფერს ვუხერხებთ, არც ისაა ურიგო, თუ ოკუპანტებს ზენა დალახვრავს ჩვენივე უფსკრულების ხელით. –

скачать dle 11.3