კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკეთესი, ვიდრე ჰომოსოვეტიკუსი

ახალი ჯიშის გამოყვანის მოლოდინში

 იმ მარტივი მიზეზით, რომ რფ-ისთვის ეკონომიკური სანქციები ჯერ ისევ არ მოუხსნიათ, კარგი ცხოვრება კვლავაც დეფიციტია უბრალო მოკვდავი რუსეთის მოქალაქისთვის.
ამასობაში კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რის მიხედვითაც, აიკრძალა მედიკამენტების შეტანა ექიმის დანიშნულების გარეშე.
არადა, აკრძალვის მიზეზი ფრიად კეთილშობილურია (ციტატას მოვიშველიებ): „კანონპროექტით, მომწამვლელი ნივთიერებების არასწორად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ფიზიკურ პირებს აეკრძალოთ პირადი მოხმარებისთვის მედიკამენტების შემოტანა.“
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი ექიმის მიერაა გამოწერილი, რეცეპტში დაწვრილებით უნდა იყოს გაწერილი მიზან-მოტივი და რაოდენობა, ხოლო უცხოურენოვანი დოკუმენტები, საერთოდაც, ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.
თუ გავიხსენებთ, რომ სანქციების დაწესებიდან დღემდე ამ ჩვენს ოკუპანტ რფ-ში გავეშებულები ანადგურებენ უცხოურ საკვებ პროდუქტებს, აწ კი უკვე მედიკამენტებზეც გადართულან, ვითომ ჰომოსოვეტიკუსზე გამძლე ჯიშის გამოყვანას ლამობენ: რომელიც არც ცეცხლში დაიწვება და არც წყალში ჩაიძირება?! –

скачать dle 11.3