კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცდება ქალი, რომელიც კაცს იცოდებს

ამბობენ, რომ გრძნობას, რომელსაც სიყვარული ჰქვია, არაფერი ცვლის და ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა, რაღაც ეტაპზე ცოლ-ქმარს უსიყვარულოდ უწევს ცხოვრების გაგრძელება. ყველა ვერ ახერხებს დიდი გრძნობის შენარჩუნებას... ზოგ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ წყვილში ერთს გაცილებით ძლიერ უყვარს, ვიდრე მეორეს. ბუნებრივია, დანამდვილებით ამისი თქმა ძნელია. ფაქტია, რომ ზოგს მხოლოდ დიდი სიყვარული სჭირდება და ეს გრძნობა თავისებურად ესმის.

 მარიკო (32 წლის): ჩემი ცხოვრება ძალიან აირია. ვერაფერს ვაკეთებ და ნერვები მეშლება. არასდროს ვყოფილვარ ასეთი დაბნეული და თანაც, უსუსური. საკუთარი უძლურება მაგიჟებს. ვიცი, რომ თავისი სიმართლე აქვს ჩემს მეორე ნახევარსაც. სამი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ურთიერთობა თვალსა და ხელს შუა გვიუარესდება. ნამდვილი კატასტროფაა. არადა, თითქოს ორივე ვცდილობთ, სიტუაცია დავალაგოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის. რა არის ეს, არ ვიცი. სურვილი მაქვს, თუმცა...
– რა ხდება თქვენს ურთიერთობაში?
– მხოლოდ ცუდი ხდება, კარგი აღარაფერი. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ აჯობებს, ცალ-ცალკე ვიყოთ და დამოუკიდებელი პარტნიორები გავიჩინოთ. ხომ უცნაური აზრები გვაწუხებს, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს... ყველაფერი არასწორად დაიწყო.
– ურთიერთობის არასწორად დაწყება რას ნიშნავს? ჩხუბს?
– ჩხუბი რა პრობლემაა. სწორედაც რომ, ჩხუბით არ დაწყებულა. ჩემი მომავალი მეუღლე პირველივე დანახვისას, ძალიან მომეწონა, მაგრამ... ამაზე შორს ვეღარ წავედი.
 – რას ნიშნავს, შორს ვეღარ წახვედით?
– ვეღარ შემიყვარდა. ოღონდ, ეს ასე მარტივად არ ყოფილა. მე გამოცდილი მაქვს სიყვარული. როცა ჩემს მომავალ ქმართან ურთიერთობა დავიწყე, შეყვარებულს ახალი დაშორებული ვიყავი. დავშორდი იმიტომ, რომ მასთან ჩემი ყოფნა არ შეიძლებოდა.
– რატომ?
– აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებების გამო. ძალიან დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ, თუ ერთად ვიცხოვრებდით, ერთმანეთს დავჭამდით. ცხოვრება ომი არ არის. რატომ უნდა გქონდეს ყოველდღიური ბრძოლები? სიყვარულისთვის?! – რა სისულელეა...
– სიყვარული ბრძოლა არ არის...
– თუ ისეთი ადამიანი გიყვარს, რომელიც შენ ვერასდროს გაგიგებს, აუცილებლად გადაიზრდება შენი ცხოვრება ბრძოლაში. მე ამაზე უარი ვთქვი, ბედნიერად ცხოვრება მინდოდა და არა – ომი.  რა გრძნობა მოერევა ყოველდღიურ კონფლიქტს-მეთქი და ამიტომაც დავშორდი. თუმცა, მიყვარდა.
– არჩიეთ, იმ კაცის გვერდით  გეცხოვრათ, ვინც საერთოდ არ გიყვარდათ?
– დარწმუნებული ვიყავი, რომ შემიყვარდებოდა, იმიტომ რომ, მის მიმართ სიბრალულის გრძნობა მაშინვე გამიჩნდა.
– სიბრალული სიყვარულის ალტერნატივაა?
– მეგონა, რომ იქნებოდა. უფრო სწორად, ეს ჩემი სურვილი იყო. მართლა არ მინდოდა, ვინმესთვის გული მეტკინა. მით უმეტეს, იმ კაცისთვის, რომელიც ჩემზე ძალიან ზრუნავდა ნაცნობობის პირველივე დღიდან. კი არ მეუბნებოდა, შენს ყველა სურვილს შევასრულებ, თუ ჩემ გვერდით იქნებიო – რეალურად აკეთებდა ამას, თანაც მუდმივად. არ ეზარებოდა, ეზრუნა ჩემზე.
– ამიტომაც შეიცოდეთ და ცოლად გაჰყევით?
– „შევიცოდე“ ძალიან უხეშად ნათქვამია. მე ძალიან მინდოდა, შემეყვარებინა, მაგრამ არ გამომივიდა და მაშინ გადავწყვიტე, მეთამაშა შეყვარებული ქალის როლი. ისევ მისთვის და მისი ბედნიერებისთვის.
– თამაში გადაწყვიტეთ, რომ კაცს თავი ბედნიერად ეგრძნო? ფიქრობდით, რომ, რადგან უყვარდით, ვერაფერს მიხვდებოდა?
– ჰო, ასე ვფიქრობდი. მაგრამ, შეყვარებული კაცები ძალიან დაკვირვებულები არიან. იმიტომ რომ, გრძნობენ საყვარელ ადამიანს. ქალებიც ხომ ასე ვართ – როცა გვიყვარს, არაფერი გამოგვეპარება. აღმოჩნდა, რომ მას ჩემი სიყვარული არ სჭირდებოდა, საერთოდ არ უნდოდა. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, თავიდან პრობლემები თითქოს არ გვქონია. ეტყობა, პირველ ეტაპზე მასაც უნდოდა, ლამაზი ტყუილი დაეჯერებინა, მეც ვცდილობდი, ხშირად ვყოფილიყავი მის გვერდით. ვუვლიდი... გემრიელად ვაჭმევდი, მართლა ყველაზე ახლობელი და ძვირფასი იყო ჩემთვის. ბავშვის დაბადებაც ძალიან დიდი პოზიტივი იყო, მაგრამ ურთიერთობაში ნელ-ნელა ბზარები გაჩნდა. ძალიან მალე მივხვდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. სიბრალული იყო ის, რამაც საკუთარ პრინციპებზე უარი მათქმევინა.
– რომელ პრინციპებზე – რომ მხოლოდ საყვარელი მამაკაცის გვერდით უნდა იცხოვრო?
– რეალურად ხომ ასეც უნდა იყოს. მაგრამ ცხოვრება წიგნი და რომანი არ არის. ჩვენ როგორც გვინდა, ისე არ გამოდის. მე ხომ მინდოდა, იდეალური ოჯახი მქონოდა – არ გამომივიდა. ის კი არა, ბეწვზეა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა. დიდი შანსია, რომ კრახით დასრულდეს ჩვენი ცოლქმრობა. არ მინდა... ძალიან მეშინია იმის, რომ დავშორდებით და მედა ჩემი შვილი მარტონი დავრჩებით.
– მატერიალურად გაგიჭირდებათ?
– არა მხოლოდ. უფრო სწორად, ამისი პრობლემა არ დგას. მშივრებს არ დაგვტოვებს. მე არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ქმრის გარეშე. არ ვარ ამისთვის მზად და მეშინია.
– დაელაპარაკეთ მეუღლეს?
– დიახ. სწორედ იმ საუბრიდან დაიწყო პრობლემები. მითხრა, არ მინდა, შენი სიბრალული, დამამცირებელია – ჩემი კაცური თავმოყვარეობა ილახება. ასე არ უნდა  მომქცეოდიო. სულელი ვარ, რომ ამდენი ხანი ჩემი გაბრიყვების საშუალება მოგეცი. ახლა ის ყველა წუთი მძულს, შენს ალერსში რომ ვატარებდი და შენ თავს მაჩვენებდი, რომ გსიამოვნებდა. არცერთი კაცი არ აპატიებს ამას ქალს და ვერც მე გაპატიებო. ერთად თუ დავრჩებით, მე შენთან მოკარების სურვილი არ გამიჩნდება. გინდა, ასეთი ოჯახი და ურთიერთობაო?! არ მინდა, რომ მიმატოვოს. ეს ვუთხარი კიდეც. ახლა უკვე მე ვარ მზად, საკუთარ თავმოყვარეობას გადავაბიჯო... ოღონდ არ წავიდეს და შეიძლება, „სხვა“ ქალთან გავლაც კი ვაპატიო. ღმერთო, რას ვამბობ... სადამდე მივედი.
– ხომ არ გიყვართ, რატომ ნერვიულობთ?
– ჩემი ქმარია, ჩემი ნაწილია და ვერ გავძლებ მის გარეშე. უფრო სწორად, არ მინდა მის გარეშე. რა გავაკეთო და როგორ შევაკავო, ვერ ვიგებ.
– თავად რას ამბობს?
– ჯერ არაფერს, დუმს. უცხოსავით მივლის გვერდს და ეს კიდევ უფრო მაშინებს. რამ მათქმევინა, შემეცოდე და ცოლად იმიტომ გამოგყევი-მეთქი... ამას არ მაპატიებს.

скачать dle 11.3