კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – „ჩვენ ვქმნით ღირსეულ მომავალს”

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეული საგანმანათლებლო კერაა. ეს ის ადგილია, სადაც თანამედროვე საქართველოს  პროგრესული და ინტელექტუალური საზოგადოება იზრდება, მაგრამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არა მხოლოდ ამ ნიშნითაა გამორჩეული. ამ ყველაფერთან ერთად, ეს გახლავთ უახლესი ტიპის უნივერსიტეტი, სადაც, ერთი მხრივ, წარმატებულადაა შერწყმული დასავლეთ ევროპის საგანმანათლებლო პრინციპები და სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ – ტრადიციული, ეროვნული ფასეულობების დაცვა და პოპულარიზაცია. მეტიც, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პატრონაჟით ფუნქციონირებს უნიკალური მარანი, რომელიც ქართული ქვევრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და სადაც ქართველი ახალგაზრდები  მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და  ტექნოლოგიებსაც  ეზიარებიან.
 „ჩვენ ვქმნით ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მომავალს“, – ამბობს  ჩვენთან საუბრისას უნივერსიტეტის კანცლერი, ბატონი ვახტანგ წივწივაძე.

 – ბატონო ვახტანგ, ქვევრის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიგიძღვით. თქვენი  უნივერსიტეტის უშუალო  ძალისხმევით, წლებია, მიმდინარეობს ქვევრის, როგორც ქართული კულტურის  ძეგლის  როლის წარმოჩინება.
– ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა ქართული ღვინის განვითარების ეროვნულ-სტრატეგიული  ცენტრი. აღნიშნული ცენტრის ხუთ დამფუძნებელს შორის  ვართ ჩვენც, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტი. შესაბამისად, ამ იდეის განხორციელების ვალდებულებაც ვიკისრეთ. ამას დაერთო ის ფაქტიც, რომ  ჩვენ დავიწყეთ ქართული ეროვნული მარნის მშენებლობა, რომელიც   სამუზეუმო ექსპონატის დონეზე განიხილება. აღნიშნულ მარანში 62  მოქმედი ქვევრია, რომლებიც შეძენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ძალიან ბევრი მათგანი უნიკალურია, ასწლოვანია. ქვევრს აქვს თავისი საიდუმლო, მისი დამზადების ხელოვნება; თიხის ოსტატობა ჩადებულია სწორედ ამ ჭურჭელში. საკვირველია, რომ ქართველმა გლეხმა იცოდა თიხის საიდუმლო, თუ როგორ უნდა მოეზილა ის, სად უნდა მოეპოვებინა და ასე შემდეგ. ესაა ყველაზე დიდი საიდუმლო. ალავერდის მონასტერში,  მსოფლიოს ბანკის დაფინანსებით, შენდება ქვევრის უნიკალური ქარხანა, ხოლო „იუნესკომ” ქვევრი აღიარა როგორც ქართული ეროვნული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლი და ის მსოფლიოს  დაცულ   ძეგლთა ნუსხაშია.
ქვევრი  განსაკუთრებული ფენომენია საქართველოს ისტორიასა და ცნობიერებაში. ჩვენ უკვე შევქმენით რამდენიმე ტიპის  მარანი: ღია ტიპის, კოლხური, დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ღია ტიპის და იბერიული, აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ქვიტკირით ნაშენები მარანი. ეს ორსაფეხურიანი მარანი არის ჩვენი სიამაყე. ჩვენ შევიძინეთ უნიკალური საწნახელი, რომელიც 200 წლისაა და არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია.  ის ვიპოვეთ საჩხერის რაიონში. ჩვენს მარანში ყველაფერი მოპირკეთებულია მხოლოდ თიხითა და ხით, საერთოდ არაა გამოყენებული არავითარი პლასტმასი ან ლითონის ნაკეთობები. აქ მთელი ინვენტარი და მოწყობილობები თიხისაა და გარემო მთლიანად ესადაგება ტრადიციული მარნის პრინციპებს. ენოთეკა და ღვინის დაძველების ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზე გვაქვს  მოწყობილი. რუის-ურბნისის მიტროპოლიტისა და სხვა ბერების სტუმრობის შემდეგ, ¹10 ქვევრში ჯვარი გამოისახა და  ერთი თვის განმავლობაში ეს ჯვარი არ გამქრალა. ამ ქვევრში იყო საზედაშე ღვინო, რომელსაც იყენებენ ზიარების დროს,  სუფთა ჯიშის „საფერავია“ და უფლის ჯვარიც გამოესახა. სააღდგომო ეპისტოლეში  უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხაზი გაუსვა ქართული ღვინისა და ქვევრის პოპულარიზაციას და ამ იდეით გულანთებულთა შორის ჩვენც მოგვიაზრა, რაც ნამდვილად დიდი პატივია.
მეცნიერული კვლევებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რა შედეგი მოაქვს ქვევრსა და ქვევრში ჩასხმულ ღვინოს; რომ ღვინო ცოცხალი ორგანიზმია; რომ მისი შეხებით თიხასთან და მიწასთან მტკიცდება ის ჭეშმარიტება, როცა უფალი ამბობს ახალ აღთქმაში: „მიიღეთ და შესვით, ეს არის სისხლი, დანთხეული თქვენთვის, საკურნებლად სულისა და ხორცისა!“ უფალმა ღვინო მისცა საქართველოს და  ჩვენ  უნდა გავუფრთხილდეთ მას.
ამიტომაც,  აი, ასეთი სულისკვეთებით ვზრდით  ახალგაზრდებს, რომლებიც  დამოუკიდებლად ატარებენ ცდებს და გამოცდილი პროფესორების ხელმძღვანელობით იმაღლებენ ცოდნის დონეს. თბილისში, ურეკის ქუჩა ¹2-ში მდებარეობს ეს უნიკალური და ულამაზესი მარანი და მისი ნახვისას ყველა განცვიფრებული რჩება.
– ბატონო ვახტანგ, ცნობილია, რომ თქვენს უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის  ფაკულტეტიც ფუნქციონირებს...
– არსებობის 21-წლიანი ისტორიის განმავლობაში უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ხუთი ძლიერი, მაღალპროფესიული აკადემიური კადრებით დაკომპლექტებული და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით, ლაბორატორიებითა და ტელე-რადიო სტუდიებით აღჭურვილი ბიზნესის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტები. უნივერსიტეტისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამატებას.  ცხადია, რომ  მევენახეობა-მეღვინეობას, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინის განვითარებას, დიდი მომავალი აქვს.  ეს კიდევ უფრო გვავალდებულებს, შევისწავლოთ და მეცნიერულად განვავითაროთ ქართული ტრადიციული ქვევრის მეღვინეობა. ჩვენი მთავარი დასაყრდენია პროფესიონალი აკადემიური კადრი და უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მიმაჩნია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესურა უკონკურენტოა!  მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ახლახან მილანის უნივერსიტეტიდან მივიღეთ შემოთავაზება მეღვინეობის დარგში. კსუ-ის ოცდაათამდე სტუდენტი უდინეს უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტო ფანტონის ინიციატივით, ამავე უნივერსიტეტში  უფასოდ გაივლის სასწავლო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით –  ისინი საქართველოს მომავალი პროფესიონალები არიან!

скачать dle 11.3