კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს იტალიური სახლი ონიაშვილის 25-ში

სრული იტალიური დიზაინით, რემონტითა და იტალიური ავეჯით გაწყობილი ყველა ოთახით!

ბეჟან წაქაძე სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი ერთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და თუმცა კომპანია 2010 წელს დაფუძნდა, ქართულ სამშენებლო ბაზარზე 16 წელზე მეტია, მუშაობს. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით დედაქალაქში 25 შენობაა აშენებული, მონაწილეობით კი – დაახლოებით 50-ზე მეტი.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი ერთის“ ანგარიშზეა 12 საცხოვრებელი კორპუსი (საერთო ჯამში, 250 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი) დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. კერძოდ:  ინგოროყვას 19 ნომერში მთლიანი კვარტალი; ჩიტაძის 3 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი; სახლი გაგარინის ქუჩაზე; ასევე, ფიზკულტურისა და ნუცუბიძის ქუჩებზე; ორი საცხოვრებელი კორპუსი ბაგებში; ვაკეში, აბაშიძის 70 ნომერში მდებარე სახლი, ორი კორპუსი ავლაბარში და ერთიც – დიდუბეში. კომპანიის სავიზიტო ბარათია უმაღლესი ხარისხი და მომსახურების მოქნილი სისტემა, მაგრამ ის, რასაც ონიაშვილის N25-ში სთავაზობს მომხმარებელს „ჯი დი ჯი ერთი“, სცილდება ყველაზე თამამ ოცნებასაც კი: საცხოვრებელი ბინები სრული რემონტითა და იტალიური ბრენდული ავეჯით გაწყობილი  ყველა ოთახი, რა თქმა უნდა, სააბაზანო და სამზარეულოც, კონდიცირებითა და ცენტრალური გათბობით. თუ რა ღირს იტალიური სახლი ონიაშვილის 25-ში და რატომ უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი სწორედ „ჯი დი ჯი ერთის“ მიერ აშენებულ სახლებზე, ბატონ ბეჟან წაქაძისგან შეიტყობთ.

– რა განასხვავებს თქვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს სხვებისგან?
– „ჯი დი ჯი“  იყენებს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს და ჩემი კომპანიის ხელწერაა ის, რომ ჩემს მიერ აშენებული ყველა საცხოვრებელი კორპუსი სადარბაზო, კიბის უჯრედი და ჰოლი მოპირკეთებულია ბუნებრივი მარმარილოთი. გარე ფასადი მოპირკეთებულია ან ბუნებრივი ქვით ან გერმანული „მიუნჰენით“. მეტალოპლასტმასის ფანჯრები უმაღლესი ხარისხის გერმანული „რეჰაუს“ ნაწარმია და შიგა სამუშაოები შესრულებულია უცხოური სამშენებლო მასალებით. მკითხველს შეუძლია, შეამოწმოს და თავისი თვალით ნახოს, როგორი ხარისხისაა ჩვენ მიერ აშენებული შენობები, რადგან ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხზე.
– ქართული სამშენებლო ბაზრისთვის უპრეცედენტო შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენი ნოვაცია?
– საბურთალოზე, ონიაშვილის ქუჩაზე შევიძინეთ 1 000 კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც ვაპირებთ 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. საერთო ფართი, 4 000 კვდარატული მეტრი. დაახლოებით, 40 ბინით. საცხოვრებელი კორპუსი პირველ სართულზე დიდი ჰოლით, 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის, რომელიც იქნება არა ტიპური, არამედ განსხვავებული სადარბაზო. რას ნიშნავს განსხვავებული? არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სახლში არ უნდა სტუმრის მიღება, ამიტომ მას შეეძლება, სტუმარი მიიღოს სადარბაზო-ჰოლში, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი იტალიური ავეჯით – მოსასვენებელი სავარძლებით, გაუმასპინძლდეს ყავით ან ნებისმიერი რამით. ესეც ჩვენი კომპანიის ხელწერაა, რაც უკვე განვახორციელეთ აბაშიძის 70-ში. ცხადია, კორპუსი იქნება დაცული მასიური კარით, ხოლო უკანა მხარეს კი გაშენდება სარეკრეაციო ზონა – ძალიან კარგი ეზო, 1 000 კვადრატული მეტრიდან ნახევარს მოვახმართ ეზოს, თანამედროვედ მოწყობილს. რაც მთავარია: ბინები იქნება ბოლომდე გარემონტებული და ავეჯით სრულად შევსებული.
– ვთქვათ, არ მინდა თქვენი რემონტი და ავეჯი.
– ეს თქვენი არჩევანია, ბინას მივიყვანთ თეთრ კარკასამდე. მეტიც, შეგიძლიათ, მოგვაწოდოთ თქვენი დიზაინი და იმ დიზაინით მიგიყვანთ ბინას თეთრ კარკასამდე ან რემონტსაც მივიყვანთ ბოლომდე და ეს არ აისახება ფასზე. თუმცა მომხმარებელს ვუტოვებთ არჩევნის თავისუფლებას, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ბევრს მოუნდება, რომ ჩვენ მივუყვანოთ რემონტი ბოლომოდე და ბინა ბოლომდე შევუვსოთ ავეჯით.
– როგორც მივხვდი, თქვენ ლაპარაკობთ არა მხოლოდ მოწყობილ სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახზე, არამედ ყველა ოთახს შეავსებთ ავეჯით?
– რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებლებს მხოლოდ სამზარეულოს, გაზის ქურასა და გამწოვს. საუბარია მთლიანად ბინის ავეჯზე. მაქვს კომპანია „ლა გრანდე დიმორა“, რომლის ოფისი და შოუ-რუმი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანში. ავეჯისა და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების, კაფელი, მეთლახი და სხვა, მწარმოებელ 50-მდე იტალიურ კომპანიასთან მაქვს გაფორმებული ექსკლუზიური, ხელშეკრულება. ამას წინათ ვიყავი იტალიაში, სადაც, ასევე, ექსკლუზიური ხელშეკრულება დავდე იტალიურ ავეჯის მწარმოებელ კომპანია „ნატუცისთან“, რომელიც შედის იტალიის ბრენდული ავეჯების სამეულში და მსოფლიო ბრენდების ათეულში. მათი ავეჯის შოუ-რუმის მოწყობას ვაპირებ „ლა გრანდეში“, რომ მომხმარებელმა ნახოს და აარჩიოს თავისთვის სასურველი ავეჯი. იქვე იქნება მოსაპირკეთებელი მასალებიც, საშხაპე, კაფელი, უნიტაზი, მოკლედ, ყველაფერი, რაც სჭირდება სახლის კეთილმოწყობას. და ყველა მასალა იქნება საკუთრივ იტალიური. მომხმარებელი აარჩევს და ჩვენ უკვე გამზადებულს დავახვედრებთ ახალ სახლში.
– რატომ უნდა არჩიოს მომხმარებელმა თქვენ მიერ შეთავაზებული ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები? იქნებ თავად უფრო იაფად ყიდულობს?
– საცხოვრებელ ბინას ჩავაბარებთ სრულად: მოწყობილ მისაღებს, საძინებელს, „ზალა-სტუდიოს“, მაცივრით, სარეცხი მანქანით, კონდიციონერით, გათბობით, ფარდებითაც კი. ადამიანს შეუძლია, გააღოს კარი, შეიტანოს თეთრეული და იცხოვროს ამ ბინებში. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა და ვაპირებთ, რომ ყველა ჩვენი შემდეგი პროექტი ამ პრინციპით განვახორციელოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეზღუდვებს ვუწესებთ და აუცილებლად ჩვენი ავეჯითა და მოსაპირკეთებელი მასალებით უნდა გავუწყოთ სახლი. თუ სურვილი ექნებათ, მხოლოდ თეთრ კარკასამდე მივუყვანთ; რემონტს გავუკეთებთ ავეჯის გარეშე; მხოლოდ სამზარეულოს შევიტანთ და ეს აისახება ფასზეც. მომსახურების ისეთ მოქნილ ფორმას შევთავაზებთ, როგორიც მათთვის იქნება მისაღები და ხელმისაწვდომი. მაგრამ ისინი ვერ იშოვიან იმ ხარისხის ავეჯსა და მოსაპირკეთებელ მასალებს იმ ფასად, რა ფასადაც ჩვენ შევთავაზებთ. ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი და მოქნილი სისტემა გევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
P. შ. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:  (+995 32) 255-55-44; (+995) 555-88-00-44.
„თბილისელების“ მომავალ ნომრებში კი შემოგთავაზებთ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ იტალიური ბინა ონიაშვილის 25-ში, რატომ არ დააწვება მისი ფასი თქვენს ჯიბეს და როგორ შეიძლება, აქციოთ შენაძენი კაპიტალდაბანდებად. 

скачать dle 11.3