კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ეს ხომ ნამდვილი ფარისევლობაა!
ამ წერილის დაწერა და, მით უფრო, ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნა, შეიძლება, სულაც არ იყო სწორი საქციელი. ბევრი, ალბათ, შემახსენებს, არა განიკითხოო, მაგრამ, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვითმინე და ვარწმუნე საკუთარი თავი, ეს შენი საქმე არ არის-მეთქი. მაგრამ, ის, რაც აღდგომის დღეს ჩემი საკუთარი თვალით ვნახე, ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინების ფიალაში. კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი პირადად მე არ მეხება, მაგრამ ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი – ნატალია, რომელიც ღრმად მორწმუნეობაზე, ეკლესიურობასა და სათნოებაზე დებს თავს, სისტემატურად დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მარხულობს, ეზიარება და ყველა წესს იცავს, სინამდვილეში, ჩვეულებრივი ცრუმორწმუნე და ფარისეველია – მე სხვა სახელს ვერ დავარქმევ ამ ადამიანს, თავისი საქციელიდან გამომდინარე. სულაც რომ არ დადიოდეს ეკლესიაში, 40 წლის ქალს, რომელიც ორ გოგონას ზრდის, იმდენი კი უნდა ესმოდეს, როგორ უნდა მოექცეს მის გვერდით მცხოვრებ მარტოხელა მოხუცს, რომელმაც ქალად აქცია და ორი შვილი გააზრდევინა. დღესაც კი, თუ რამე სჭირდება, ნატალია ისევ იმ მოხუც მეზობელს მიმართავს და ისიც არასდროს არაფერზე ეუბნება უარს, ანუ, ზოგადად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მაგრამ, ერთხელ, როცა ნატალიასთან ვიყავი, შევესწარი ჩემი მეგობრის აბსოლუტურად გაუმართლებელ საქციელს და იმ მოხუცის გაოცებულ სახესა და წყენით სავსე თვალებს. ნატალიასა და იმ მოხუცს საერთო სამზარეულო აქვთ (როგორც კომუნალურ ბინებშია ხოლმე). იმ დღეს (2 იანვარს) ნატალიასთან ვიყავი, სამზარეულოში რაღაცას ვამზადებდით და თან, რაღაცაზე ვსაუბრობდით. ამ დროს იმ მოხუცმა შემოიხედა – ეტყობა, ნატალიასთან რაღაც საქმე ჰქონდა. ნატალია კი კარადას ამოეფერა, ანუ დაემალა. მოხუცმა მე რომ დამინახა, მოერიდა და უკან გაბრუნდა. ნატალიამ მაშინვე ტუჩი აიბზუა და გადმომიჩურჩულა: ამ ქალს ახალი წლის და ბედობის დღეებში ვემალები ხოლმე – არ მინდა, შავებში ჩაცმული მოხუცი ასეთ დროს შემოვიდეს ჩემთანო. მაგრამ, ნატალია უარესად მოიქცა ამ რამდენიმე დღის წინ, აღდგომის დღეს და მეორე დღესაც, როცა მოხუცმა სამზარეულოში შემოიხედა და ნატალიას დაუძახა (ნატა ონკანთან იდგა და ჩაიდანს წყლით ავსებდა), მაგრამ ჩემმა მეგობარმა ვითომ ვერ გაიგონა, ჩაიდანი გაზქურაზე დადგა და თავის ბინაში ისე გავიდა, მოხუცისკენ არც გაუხედავს, ჩუმად კი რაღაც ჩაიდუდღუნა უკმაყოფილოდ. მეორე დღეს სახლის წინ გაუკეთა „ნი ვიჟუ“ – გვერდით ისე ჩაუარა, ლამის მხარით მხარზე შეეხო, მაგრამ, ვითომ ვერ დაინახა.
ერთი გამაგებინეთ, რა აზრი აქვს მის ლოცვა-მარხულობასა და ზიარებას, როცა ემალება მასზე ნაამაგარ მოხუცს (განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ბედობის დღეს – 2 და 15 იანვარს და, ასევე, საეკლესიო დღესასწაულის დღეებში) მხოლოდ იმის გამო, რომ იმ ქალს შავები აცვია და მის ოჯახში რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი? ეს ხომ  მორწმუნეობა კი არა, ნამდვილი ფარისევლობაა?! ასეთმა ადამიანმა როგორი შვილები უნდა გაზარდოს? იმდენად მაღიზიანებს ნატალიას ორმაგი სტანდარტები, რომ მასთან მეგობრობის სურვილიც კი აღარ მაქვს.
ლონდა, 36 წლის.

скачать dle 11.3