კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალათებისა და რძის ნაწარმის დიეტა

უკვე იმდენი ხილი და ბოსტნეული შემოვიდა, შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, თამამად გადავიდეთ მსუბუქ და ჯანმრთელ კვებაზე.
უნდა გახსოვდეთ, რომ გაზაფხულზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დიეტის დაცვის დროს, რადგან ამ სეზონზე გაცილებით მეტია ალერგიული პროდუქტი; გარდა ამისა, ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ორგანიზმი გამოფიტულია და ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს საჭირო პროდუქტების შერჩევა, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას.
ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი კარგად „ეგუება“ ერთმანეთს, ამიტომ არ გაგიჭირდებათ მათი ერთმანეთთან შეთავსება. ვინაიდან უმი ხილი და ბოსტნეული მეტ-ნაკლებად იწვევს გაზების დაგროვებას, შეგიძლიათ (ექიმთან შეთანხმებით), ესპუმიზანიც დალიოთ ხოლმე.
დღეს გთავაზობთ ერთი დღის ნიმუშს, რომლის მიხედვითაც ადვილად შეძლებთ, შემდეგი რამდენიმე დღე თქვენი საყვარელი სალათებით გაიხალისოთ.
საუზმე: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი, 1 ცალი ვაშლი ან 1 ცალი ბანანი. 1 ფირფიტა „ხლებცი“.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის სალათა ბევრი მწვანილით; 2 ფირფიტა „ხლებცი“.
სადილი: სალათის ფოთლის, მოწალული ბროკოლისა და ნებისმიერი სხვა ბოსტნეულის (თქვენი სურვილით) სალათა მწვანილით; 100 გრამი უცხიმო ხაჭოსა და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწვნის ნარევი; 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სამხარი: ხილის ასორტი + 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.
ვახშამი: მოხარშული ქათმის ფილე ან თევზი (150 გრამი), თითო კიტრისა და პომიდვრის სალათა, 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი.

скачать dle 11.3