კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გელით მომავალში?

სანამ ტესტს ბოლომდე არ ჩაამთავრებთ, პასუხებისკენ თვალი არ გაგექცეთ. ეს აუცილებელი პირობაა. ჯერ ყველა კითხვას გაეცით პასუხი. სამაგიეროდ, გაიგებთ, რა გელით ახლო მომავალში...
1. რომელი ფერი მოგწონთ ყველაზე მეტად?
ა) წითელი
ბ) შავი
გ) ცისფერი
დ) მწვანე
ე) ყვითელი.
2. თქვენი სახელის პირველი ასო;
3. თქვენი დაბადების თვე;
4. შავი თუ თეთრი?
5. დაასახელეთ თქვენივე სქესის ადამიანი;
6. თქვენი საყვარელი ციფრი;
7. რა უფრო მოგწონთ – მატარებლით მგზავრობა თუ თვითფრინავით ფრენა?
8. რა უფრო მოგწონთ – ოკეანე თუ ტბა?
9. ჩაიფიქრეთ სურვილი (ან ჩაიწერეთ).

ახლა უკვე ნახეთ პასუხები:
1. თუ აირჩიეთ წითელი – ენერგიული ადამიანი ხართ. თქვენი ცხოვრება სიყვარულით სავსეა.
შავს ირჩევენ აგრესიული და კონსერვატიული ბუნების ადამიანები.
მწვანე აირჩიეთ? – მშვიდი და გაწონასწორებული ხართ.
ცისფერი თუ აირჩიეთ, მოულოდნელობებით სავსე ხართ. გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანები გეფერებიან და გეხუტებიან.
ყვითელი თუ აირჩიეთ, ბედნიერი ადამიანი ხართ, ხალისიანი. არასდროს გეზარებათ, დაეხმაროთ სხვებს, მისცეთ მათ საჭირო რჩევა.
2. თუ თქვენი სახელის პირველი ასო იწყება:
ა-დან კ-მდე: თქვენ ყველაფერი გაქვთ ცხოვრებაში – სიყვარულიც, ფულიც, მხიარულებაც, გყავთ მეგობრებიც...
ლ-დან რ-მდე: ძალიან ცდილობთ, ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით გაამრავალფეროვნოთ. ცოტა ხანში, პირადი ცხოვრება უფრო პოზიტიური იქნება.
ს-დან ჰ-მდე: არავის არასდროს ეუბნებით უარს დახმარებაზე. მომავალსაც იმედით უყურებთ
3. თუ დაიბადეთ:
იანვარ-მარტში – წლევანდელი წელი ბედნიერად და საინტერესოდ ჩაივლის. სიყვარული სულ იქნება თქვენ ირგვლივ;
აპრილ-ივნისში – წელს ძალიან შეყვარებული იქნებით. მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ ეს რომანი;
ივლის-სექტემბერში – გლობალური ცვლილებები გელით. ბევრი საინტერესო სიახლისთვის მოემზადეთ;
ოქტომბერ-დეკემბერში – წლის ბოლომდე ძალიან გაგიმართლებთ. მანამდე პრობლემების დაძლევა მოგიწევთ.
4. თუ აირჩიეთ:
შავი – თქვენი ცხოვრება შეიცვლება. თავიდან იფიქრებთ, რომ პრობლემები მოგემატათ, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდება.
თეთრი – გაგიჩნდებათ ახალი, ძალიან კარგი და ერთგული მეგობარი, რომელიც ბევრ პრობლემას დაგაძლევინებთ.
5. ის, ვინც დაასახელეთ, თქვენი ყველაზე ერთგული მეგობარია.
6. რა ციფრი თქვით? ზუსტად ამდენი ადამიანის იმედი შეიძლება გქონდეთ.
7. თუ აირჩიეთ მატარებლით მგზავრობა – არ გიყვართ ცვლილებები. ხოლო, თუ ფრენა გიზიდავთ, თავგადასავლები ძალიან გიყვართ.
8. არჩევანია ტბა? – მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების ერთგული ხართ.
არჩევანია ოკეანე? – ცვლილებებზე გიჟდებით. გიყვართ გარშემო მყოფების გამხიარულება.
9. სურვილი წელს აუცილებლად აგისრულდებათ.

скачать dle 11.3