კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაასამართლეს და მისცეს ექვსი წლით დისკვალიფიკაცია რეზო ესაძეს ფილმისთვის – „ერთი ნახვით შეყვარება“

„თავი იმ მომენტიდან მახსოვს, როცა გავჩნდი და პირველად გავახილე თვალი. გასაოცარი რამაა, ბევრს არ სჯერა, მაგრამ დამერწმუნეთ, ასე იყო. მახსოვს, თვალი რომ გავახილე, ვიღაც ქალბატონმა პირთან კოვზით ჩაი მომიტანა და დამალევინა. როცა გავიზარდე და მოვიკითხე, ის ქალბატონი მართლაც არსებულა და ჩვენი მეზობელი მართა მეგრელაძე ყოფილა...“ – აი ასე, მხატვრულად აღწერს თავის დაბადებას და კიდევ სხვა მნიშვნელოვან ეპიზოდებს  რეზო ესაძე დღიურებში. ის ფიზიკოსობასა და შორეულ ნაოსნობაზე ოცნებობდა, დღეს კი, ავტორია ფილმებისა: „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ქალაქი ანარა“. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი მის დღიურებს.  
ლექსები სხვისთვის...
„შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ. პირველ კლასში მასწავლებელი მიყვარდა – მარუსია დოლიძე. ძალიან ლამაზი, ახალგაზრდა გოგო. გვერდით რომ ჩამივლიდა, ჩაიშრიალებდა, თავბრუ მეხვეოდა. (წყარო: „ლიტერატურული საქართველო“ 2005 წ.) საბავშვო ბაღში ამალიე მიქაბერიძე მიყვარდა. ახლა არ ვიცი სადაა. ჩემი სიყვარული იმაში გამოიხატებოდა, რომ ყოველ დილით მისთვის ვაშლი მიმქონდა... მესამე კლასში მიყვარდა ნონა სვანიძე. ვნახე მერე, ისიც ასევე იგონებდა იმ პერიოდს და იმ ამბებს… მე, უნდა გამოვტყდე, ერთი დიდი უბედურების, მეტიც, დანაშაულის თანაავტორი გახლავართ. მე-19 სკოლის მე-10-11 კლასში უკვე ლექსებს ვწერდი. სხვათა შორის, გურამ რჩეულიშვილთან ერთად ვსწავლობდი. ერთი კლასით უკან იყო ჩემზე. ერთი ქართულის მასწავლებელი გვყავდა – იაშა ბურჭულაძე. შესანიშნავი პოეტი იყო, „ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორად მუშაობდა. ერთ ნომერში, შემთხვევით (თვითონ ავად იყო და ვერ მიაქცია ყურადღება), გადაიტანეს სიტყვა „სტა-ლინი”. ამის გამო მოხსნეს, დახვრეტას გადარჩა, მაგრამ პოეტობას თავი დაანება. მას მერე სკოლაში ასწავლიდა... მე-10-11 კლასში ჩემს მერხზე იჯდა ჩემი ძმაკაცი, ულამაზესი ბიჭი, მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო სპორტში. 23-ე სკოლელი გოგო უყვარდა. გაგიჟებული იყო, მაგრამ გოგო ისეთი იყო… თურმე ერთხელ იმ გოგოს უთქვამს, შემიყვარდები, თუ ლექსს დაწერო. როგორი ლექსი გინდაო, უკითხავს. რეზო რომ წერს, ისეთიო. მოვიდა ეს ჩემი ძმაკაცი, მოკლედ, შეკვეთაა, რომ დავწერო ლექსი. კარგი ლექსი გამოვიდა. მიუტანა გოგოს, როგორც საკუთარი, პირველს მეორე ლექსი მოჰყვა, მეორეს – მესამე. ვწერ და ვწერ ამ ლექსებს… ამასობაში დაქორწინდნენ კიდეც. მერე მე მოსკოვში წავედი. ერთი-ორჯერ იქიდანაც გამოვუგზავნე ლექსი და მერე მომბეზრდა. მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, ქუჩაში ის გოგო შემხვდა. როგორ ხართ, რას შვრებით-მეთქი, გამოვკითხე. ჩემი გაუბედურება შენი ბრალიაო, მითხრა. დღეს შენს ძმაკაცს ვასაფლავებთო. გავშრი. აქ ამბავი დატრიალებულა, მტერს. ქალს ისიც გაუგია, ლექსებს მე რომ ვწერდი. მერე ლოთობა, აყალმაყალი და დაშორებიან ერთმანეთს… სასაფლაოზე ერთად ვიდექით ჯიმშერის სამარესთან...  „ერთი ნახვით შეყვარება”, „ნეილონის ნაძვის ხე”, „ქალაქი ანარა” – სადაც მე მთავარ როლს ვთამაშობ და კიდევ სხვა, ასე მგონია, ყველაფერი თავს გადამხდა.

„ფაშისტი“ და „ვგიკის“ სასამართლო
...რუსეთში ვიმუშავე თხუთმეტი წელი. ექვსი წლით დისკვალიფიკაცია მომცეს ფილმისთვის „ერთი ნახვით შეყვარება”. იქ დისკვალიფიცირებული აქ გადმომიყვანეს და დამსვეს პირველი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელ-მოადგილედ. მაშინ, რაც უფრო მეტად გსჯიდნენ, მით უფრო ფურორში იყავი… „ვგიკმა” უგამოცდოდ მიმიღო. პირველი კურსიდან კი მრიცხავდა, გადავრჩი, არ გამომრიცხა. მერე მივიღე ყველა სახის სტიპენდია, რაც კი არსებობდა. მოსკოვში ერთადერთი ლენინური სტიპენდია იყო და იმასაც მე ვიღებდი, მაგრამ უცებ ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა... დაჭრეს ჩემი საკურსო სურათი, ისე რომ, მისგან კადრიც კი არ დამრჩა. ეს იყო ფილმი „ერთხელ” გივი კვერენჩხილაძის სცენარის მიხედვით. გივი კვერენჩხილაძის ამბები ცალკე მოსაყოლია. მაშინ, როდესაც ლენინურ სტიპენდიანტს ყველა კინოსტუდიაში გზა ხსნილი მქონდა, ჩავდივარ „ვგიკის” „კაჩეგარნიაში”, ვაღვიძებ „კაჩეგარს”, მთვრალს, უნიჭიერეს კაცს, მაგრამ შეურიგებელს. იმ დროში „ფაშისტს” რომ ეძახდნენ, გივი კვერენჩხილაძეს, რომელსაც მანამდე ერთი სიტყვა არ ჰქონდა დაწერილი. თუმცა, უამრავ ადგილას იყო ნამუშევარი და რასაც ყვებოდა, იყო სახეობრივი და საინტერესო. წავიყვანე სახლში, შევაგდე აბაზანაში და იქიდან რომ გამოვიდა, ვუთხარი: შენ დაწერ და მე გადავიღებ-მეთქი. მთელი ამბავია, როგორ დაწერა. მერე მთელი ამბავია, როგორ გაიტანა რომმა და აიძულა „ვგიკი,” ხელი მოეწერა ერთი პირობით – უნდა გადაგვეღო საქართველოში... ლენინური სტიპენდია მომიხსნეს. ჩავედი და გამასამართლეს „ვგიკის” სასამართლოზე. სამ წელიწადს არ გამიშვეს დიპლომის დასაცავად. მერე გერასიმოვმა და რომმა მომკიდეს ხელი და ჩამიყვანეს ლენინგრადში. ერმლერი და ვენგეროვი აყალიბებდნენ მესამე გაერთიანებას და მათ ჩამაბარეს, როგორც შვილი. იქ როგორ მპატრონობდნენ, წარმოუდგენელია. ვცხოვრობდი პირდაპირ სტუდიაში. მაჭმევდნენ, მასმევდნენ, მაცმევდნენ...  დავწერე „ფრო” – პლატონოვის, აკრძალული ავტორის ნაწარმოების რეჟისორული სცენარი. კულიჯანოვს რომ მივუტანე, კინაღამ გული წაუვიდა. მომაშორეთ, რაც უნდა დაწეროს, ვისაც უნდა დააწერინოს, ოღონდ პლატონოვი არ გავიგოო. წამოვედი და ალექსანდრე მაისეევიჩმა მითხრა, მე დაგიწერო. პეტერბურგის ზედა და ქვედა ფენებზე დამიწერე-მეთქი. მივიტანე ისევ სცენარი და კულიჯანოვი ისევ აყვირდა. ეს მომაშორეთ, პლატონოვი ჯობიაო. გავაკეთე პლატონოვი და პირველივე ჩვენებისას, რვა ნაწილიდან სამი ამოჭრეს და იქვე დაწვეს. მესამე გაერთიანებაც მალე დახურეს…
მოკლედ, ასე მივდიოდი: აღიარებას უარყოფა სდევდა, უარყოფას – აღიარება. ბედი მქონდა ასეთი… მსოფლიო რუკაზე წყალი რომ მეტია, ბებიაჩემს ესეც ჩემი ბრალი ეგონა…
ჩემთან პროფესიონალი და არაპროფესიონალი ერთად მუშაობენ, და არაპროფესიონალი არაფრით ნაკლები არ არის პროფესიონალზე. რამაზ ჩხიკვაძე „ერთი ნახვით შეყვარებაში” ფანჩულიძის გვერდით რომ თამაშობდა, თითებს ილოკავდა, მის თამაშს რომ უყურებდა. ფანჩულიძეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა იყო კინოაპარატი, მილიციელობაზე ოცნებობდა... ჩემი ოცნება კი იყო, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვყოფილიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, იგივეა. შეიძლება ეს მეტიცაა... ყველაფერი დიდებულია, საფრენი აპარატი, ხელნაკეთი მანქანა...”

скачать dle 11.3