კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოყოჩაღებულები და მიმნდობები

ანუ „უპასუხე უფროსსა“

 მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკური პარტია“ „ქართულ ოცნებას“ გაეყარა, ოღონდაც მისმა წევრებმა თანამდებობები შეინარჩუნეს, ამ ორს შორის კრიტიკულმა ქარცეცხლმაც იმატა (ან გულწრფელმა, ან პათოსისამ: ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო).
ჰოდა, რაკი იმატა და „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წევრმა ეჭვი შეიტანა „ნატო“-საქართველოს სიყვარულის გულწრფელობა-სარგებლიანობაში (რომელთა პათოსს პირადად მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ, სხვა რომ არაფერი, ერთი ერთზე რფ უბრალოდ შეგვახრამუნებს), მაგალითად, „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბ-ნმა ბერძენიშვილმა (დავითმა) ერსა და ბერს განუცხადა: „საზოგადოებას მყისიერი პასუხი უნდა გაეცეს, როგორია „ნატოს“ მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება.“
ამ განგაშის ზარის დარისხების მოტივად კი ის დაასახელა (მომყავს ციტატა): „… რათა მის მიერ ხელდასმულ, მისი პატრონაჟით მოყოჩაღებულ თოფაძესა და მეჭიაურს პროვოკაციების თუ სპეკულაციების საშუალება არ მიეცეთ.“
თუმცა არა მხოლოდ ის ხსენებული ორი, თვით „რესპუბლიკური პარტიაც“ მოყოჩაღებულთა სიაშია, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ივანიშვილისა და „რესპუბლიკელების“ ფრიად მჭიდრო კავშირი აგერ უკვე მეხუთე წელს ითვლის, ვითომ აქამომდე არ დაინტერესებულა მოკავშირის პოლიტიკური პლატფორმით და ბრმად ენდო?! –

скачать dle 11.3