კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორცეცხლშუა

ანუ საომარი ლელო?!

 თუმცა ჩვენი მასმედია დიდად არ სწყალობს ამ მიმართულებას, მაგრამ ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში მეტად საინტერესო, ერთი ისაა, რომ სისხლიანიც, პროცესები ვითარდება; მეტიც, ამ ჩვენს მეზობელ თურქეთშიც ვერაა საქმე მთლად დალაგებულად.
და თუმცა საომარი მოქმედებები თურქეთის საზღვარზეა, ანუ ჩვენგან შედარებით შორს, თუ გავიხსენებთ, რომ თურქეთი მაინც უშუალოდ გვესაზღვრება, წესითა და რიგით, მთლად არხეინადაც ვერ უნდა დავიგულოთ თავები.
ამის პარალელურად, ეს გაევროპელებული ოსმალეთის ნაიმპერიალი ისევ ისლამურ რელსებზე გადადის (ჯერჯერობით ამის თვალხილული ნიშანი თავსაბურავიანი ქალების მომრავლებაა თურქეთის ცენტრალურ ქალაქებში), ევროპარლამენტმა კი თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ  საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა შეაჩერა.
როგორც ირკვევა, ამის ავტორი ევროპარლამენტის თავმჯდომარეა (მარტინ შულცი) და, იმ მიზეზით, რომ თურქეთს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია (ეს მოთხოვნებია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მონაცემთა დაცვა, ევროკავშირის წევრებთან სასამართლო სფეროში თანამშრომლობა, ევროპულთან თანამშრომლობის გაფართოება, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა).
მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას, თუნდაც, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ და ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ანკარა აპირებს, უარი თქვას მიგრაციული შეთანხმების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი სავიზო რეჟიმს ივნისში არ გააუქმებს.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის არმიცემა თურქეთს კიდევ უფრო დააშორებს დასავლეთს, ის კი ჩვენი ყურის ძირშია, არც კი ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია (ჩვენივე უსაფრთხოებისთვის) თურქეთის თუ ჩვენი საკუთარი ვიზალიბერალიზაცია?! –

скачать dle 11.3