კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯოხი VS ცხვირსახოცი

ერიდე მამაკაცებს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის ტერიტორიაზე?!

 ამ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში ჩვენივე სარწმუნოების განქიქება და, რაც მთავარია, ქართული ეკლესიის ქილიკი ლამისაა განვითარებულობის სიმბოლოდ აქციონ (მოტივით: რელიგია ხალხის ოპიუმია – ). ჰოდა, რაკი ასეთია რეალობა, „განმანათლებელთა“ ლექსიკა განსაკუთრებით მძიმდება რელიგიური დღესასწაულების დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტებაა, მე რომ ახლა მავანს არ ვუზივარ მეოთხე ცოლად (ჯვარი მწერია!) და თქვენ რომ ქალი ადამიანი გგონიათ (მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც შოთამ დაგვასწავლა, რომ ლეკვი ლომისა სწორიაო), სწორედაც რომ, ამ ჩვენი სარწმუნოება-ეკლესიის დამსახურებაა.
როგორც უნდა იყოს, სულ ახლახან საუდელმა ფსიქოთერაპევტმა ვიდეოგაკვეთილი გამოაქვეყნა და საუდელ მამაკაცებს ცოლის სწორად ცემის ტექნიკა და დანიშნულება აუხსნა (პათოსით: „კითხვა, თუ როგორ უნდა ვცემოთ მეუღლე, რთული და ორაზროვანია, გამოუცდელებს ამ გზაზე მრავალი საფრთხე ელოდებათ“). რა თქმა უნდა, ალაჰის ნებით, მაგრამ წესების დაცვით.
ხოლო ცემის არსი შემდეგნაირია (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მეუღლე უნდა სცემოთ, რათა მან ისწავლოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს“, მაგრამ, რაც მთავარია, უნდა სცემონ აღშფოთებისა და გაბრაზების გარეშე. –
ამიტომაც ურჩევს, რომ ცოლთა წვრთნისთვის მხოლოდ კბილის საწმენდი სპეციალური ჯაგრისი და, ჰა და ჰა, დაკეცილი ცხვირსახოცი გამოიყენეთო (ჯოხი და მაგარი საგნები არ დამანახვოთო!). ცემა კი მეუღლეში კეთილგონიერების გასაღვიძებლადაა საჭირო: რათა მათ თავიდან ამოიგდონ ისეთი საშიში მოსაზრება, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია (ეს ფრიად სერიოზული პრობლემააო!).
სხვათა შორის, საუდელი ფსიქოთერაპევტი ქმრებს ასწავლის, რომ, თავდაპირველად, ცოლი უნდა გააფრთხილონ (პირდაპირ ცემა რა საკადრისიაო?!), შემდეგ – ზურგი შეაქციონ და, თუ ამანაც არ გაჭრა, სხვა ოთახში გადაბარგდნენ დასაძინებლად, ხოლო, თუ ამ უკიდურესმა ზომამაც არ იმუშავა, მისცხონ ცხვირსახოცით.
ზემოთქმულს თუ შევაჯამებთ, ვფიქრობ, ამ ჩვენს თანამედროვე „განმანათლებლებზე“ ასეთი ფსიქოთერაპევტი ალალია, რადგან, ისტორიის ჩარხი ოდნავ სხვანაირად რომ დატრიალებულიყო, ერთ ნაწილს ჰიჯაბის ქვეშ ვიხილავდით (ცემის მოლოდინში), მეორეს კი – კბილის საჩიჩქნი ჯოხით შეიარაღებულს?! –

скачать dle 11.3