კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაქირავებულები და დამქირავებლები

ანუ მონები და იმპერატორები

 მართალია, ჯერ ისიც კი არ ვიცით, რა ბედი ელის ფემიციდის ცნების დამატებას ამ ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში (რათა ქალების მკვლელი მამაკაცები უფრო მკაცრად და სამაგალითოდ დაისაჯონ, ვიდრე უბრალოდ მკვლელები), რომ იგინივემ, ანუ ხალხის რჩეულმა ქ-ნებმა კორძაიამ და ხიდაშელმა (თამარმა) მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა შემოგვთავაზეს, ამჯერად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა გამოცხადდეს სექსუალური შევიწროება, მათ შორის, შრომით ურთიერთობებში და ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დამძიმდება, თუ ხელმძღვანელი ხელქვეითს დაუპირებს სექსუალურ შევიწროებას.
სანქციები კი შემდეგნაირია: თუ გამოამჟღავნებთ სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას (დეფინიციაა, თავს მოგაკვლევინებს!), რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, დაჯარიმდებით 500 ლარით, ხოლო, თუ ერთ წელიწადში იმავეს გაიმეორებთ, საერთოდაც, 1 000 ლარით. ამასთან, თუ ამ უკეთურობის ჩამდენი ხელმძღვანელი იქნება, მას პირველ ჯერზე 2 000 ლარით დააჯარიმებენ, მეორეზე – 2 500-თ.
ინიციატივა ფრიად მისასალმებელია (და ორივე ხელით ვეთანხმები), რადგან ეს ჩვენი შრომის კოდექსი დაქირავებულებს მხოლოდ მონის უფლებებს ანიჭებს, მაგრამ, აი, ის კია საინტერესო, ამ შრომის კოდექსის პირობებში ამ ეგზომ ამაღლებულ მიზნებს როგორ უნდა მივაღწიოთ (ანუ გამოვავლინოთ და დავსაჯოთ თანამდებობისთვის შეუფერებლები): როდესაც დამქირავებელი, ფაქტობრივად, იმპერატორის უფლებებით სარგებლობს და როცა უნდა, მაშინ გამოგაპანღურებს სამსახურიდან?! –

скачать dle 11.3