კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედიების გადატანა მოუწია პატარა ასაკში მალიბუ ტუღუშს და როგორ გახდა ის გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას დაპირისპირების მიზეზი

„X ფაქტორის“ მონაწილეს, მალიბუ ტუღუშს ცხოვრებაში არაერთი წინააღმდეგობა და სირთულე შეხვედრია, ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ეს ყველაფერი მას ბრძოლის ჟინს უფრო მეტად ჰმატებს.
მალიბუ ტუღუში: ბათუმიდან ვარ და დაახლოებით ერთი წელია, თბილისში მარტო ვცხოვრობ. ზოგადად, დამოუკიდებელი ტიპი ვარ, მელომანი. ერთი გამორჩეული მიმდინარეობა არ მაქვს, თუმცა ნაკლებად ვუსმენ პოპს. იშვიათიად, პოპს მოვუსმინო, ისიც, თუ კარგია და აცანცარებული ვარ, რაც მართლა იშვიათად ხდება – მაშინ, როცა ძალიან ცუდ ხასითზე ვარ, სტრესი მაქვს, თუმცა ეს უკვე აცანცარება არ არის, გარეკვაა.
–  როგორია გარეკილი მალიბუ?
– ამ დროს არავინ არ უნდა შემეჩეხოს, ვინც მიყვარს, ის – მით უმეტეს. ზოგადად, რთული ხასიათი მაქვს, უაზროდ რთული, რის გამოც ბევრი მეგობარი არ მყავს. მე შემიძლია, მარტივად გავუგო სხვას, მაგრამ იშვიათია ადამიანი, ვინც მე გამიგებს. შეიძლება, ისეთი რაღაც მომეწონოს ან არ მომეწონოს, რომ სხვას გაუჩნდეს კითხვა: რატომ? ეს არის, ალბათ, იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ. ქვებით რომ ჩამქოლონ, ვიტყვი: არ დაიღალეთ?! ახლაც საქართველოს მოუშორებელი ჭირი გავხდი, მაგრამ ვერც მომიშორებენ. ეს ხალხი, ალბათ, იმიტომ არის ჩემ მიმართ აგრესიული, რომ დამოუკიდებელი ვარ. არასდროს მაინტერესებს, ვინ რას ამბობს ჩემზე, ვინ რას ფიქრობს.  ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს, რასაც მე მივიჩნევ საჭიროდ. სამწუხაროდ, ჩემი ასაკის გოგონები ხშირად ვიღაცაზე არიან დამოკიდებულები და იმას აკეთებენ, რაც სტერეოტიპებში შედის. მე, პირიქით, მიყვარს ის, რაც არასტერეოტიპულია და ეს ხალხს აგიჟებს. გენდერული თანასწორობაც რომ ავიღოთ. გოგონები, ქალები ყოველთვის იჩაგრებიან და რატომ? როცა შეგვიძლია, მეც, სხვასაც, ყველას: მოდი, შენ დაიჩაგრე და მე ვიქნები მაგარი ტიპი. ვერ ვხვდები, რით ვართ მამაკაცებზე ნაკლები? ალბათ, ეს უფრო ქალების ბრალია, რადგან არ სჯერათ საკუთარი თავის. როცა საკუთარი თავის გჯერა, ძალიან ბევრ რამეს გააკეთებ. როცა საქმე შენს ცხოვრებას, შენს კარიერას ეხება, სხვამ, მამა იქნება ეს თუ დედა, ბებია, არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეიძლება, 10 წელი გავიდეს, რაღაც არ გავაკეთო, ვიჯდე და ვინანო: რატომ არ გავაკეთე-მეთქი. თუ მაინც უნდა ინანო, არ ჯობია, გააკეთო ის, რაც გსურს და თუ ასე გინდა, მერე ინანე. როცა რაღაცას ვაკეთებ, შეიძლება, არ გამომივიდეს, მაგრამ იმ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ქალებისგან მოდის ძალიან დიდი აგრესია. მართლა საშინელი კაბა მეცვა, არ იყო ჩემი სტილი. მაგრამ, სულ შიშველი რომ გამოვიდე სცენაზე, ეს მე ვარ, ჩემი სხეულია და თუ რამე დამიშავდება, მე დამიშავდება, შენ რატომ ნერვიულობ. მეც არ მომწონდა ეს კაბა, მაგრამ გამოვედი და ვიმღერე, ცუდი არაფერი გამიკეთებია. რატომ გაუჩნდა ამ ხალხს ეს აგრესია. სახლში რომ მივედი და „ფეისბუქში“ შევედი: ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი კომენტარებს: ეს უბედური, რა აცვია, რა უნდა...
– გიორგი გაბუნიასთვისაც მოგიწია იმის დამტკიცება, რომ იმსახურებდი კიდევ ერთ შანსს.
– ეს იყო დამოუკიდებელი გოგოს თავდაცვა. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც იმდენი დაბრკოლება და იმედგაცრუება ჰქონია ცხოვრებაში, რამდენიც მე, ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის შეეცდება დაიცვას თავი. იქ, რაც მოხდა, ეს იყო იმ სიტუაციისა და განვლილი ცხოვრების ბრალი. 
– რას გულისხმობ განვლილ ცხოვრებაში, წინააღმდეგობებში?
– მთავარი, რამაც ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა, ეს არის უმამობა. ერთი წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა. ვხედავდი, დედა რამდენ რამეს აკეთებდა ჩემთვის, კაპიკს კაპიკზე ადებდა, პური რომ გვეყიდა. ეს ყველაფერი იმდენად ჩამიჯდა გონებაში, რომ ვფიქრობდი: მე უნდა გამეკეთებინა ბევრი რამ, დედას უნდა დავხმარებოდი, დავდგომოდი გვერდში. 14 წლიდან დავიწყე მუშაობა. 10 წლის ასაკში მამიდა გარდამეცვალა. დედა ისეთი ტიპია, ემოციურობის გამო ვერ მიყვებოდა მამაზე ვერაფერს. სამაგიეროდ, მამიდა მასზე ყველაფერს მიყვებოდა, ბევრს მესაუბრებოდა. ის რომ გარდაიცვალა, საშინელი სტრესი მივიღე – მეგონა, მასთან ერთად მამა მეორედ დავკარგე. ერთი თვე სახლში ვიყავი გამოკეტილი, ლოგინში ჩავწექი...
– 14 წლის ასაკში სად დაიწყე მუშაობა?
– ერას მოედანზე პატარა ჯიხური იდგა და იქ, გამყიდვლად დავიწყე მუშაობა. ზამთარი იყო, საშინელი სიცივე, ვიყინებოდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ხალხს ისეთი საშინელი ემოცია ჰქონდა, მეკითხებოდნენ: რატომ მუშაობ? მეც ვპასუხობდი: მინდა და იმიტომ-მეთქი. სულ ვამბობ, რომ დამჭირდეს ქუჩას დავგვი, ნაგავს გადავყრი ვიღაცისთვის, რადგან მე მჭირდება და მორჩა! იმხელა აგრესია წამოვიდა ახლობლებისგანაც: რატომ მუშაობს... საშიშიც იყო, ხშირად ყოფილა ჩხუბი, ბაბულიკა ბიჭები რომ მოსულან. თან, მეც განსხვავებული იმიჯი მქონდა. სულ ქაჯანა ბავშვი ვიყავი. ვეუბნებოდი: თქვენ თქვენი გზით წადით, მე ჩემი გზით წავალ-მეთქი. მერე ნათესავები ეუბნებოდნენ დედას, რატომ ამუშავებო. დედაზე ამან იმოქმედა და მითხრა, არ გინდაო... ძალიან გავბრაზდი, რადგან ცუდს არაფერს ვაკეთებდი და გავაგრძელე მუშაობა. თუმცა, ძალიან მიჭირდა. მერე 16 წლისამ ბარში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მანამდე, ასე ვთქვათ, პირველი „ლაივი“ რომ მქონდა, იმხელა სტრესი მივიღე, ისე ცუდად ვიყავი: ფუ, ეს ყრუ, ვინ არისო... ამის მერე ერთი თვე არ მიმღერია. მერე მივხვდი: რას ვაკეთებ-მეთქი და ავდექი და დავიწყე ბარში სიმღერა. კიდევ უფრო ადრე გიტარა მაჩუქეს და ერთ დღეს ისე დავწერე სიმღერა, მეც გამიკვირდა. თავიდან ბოლომდე ვიმღერე ჩემთვის. მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი.
– რატომ წამოხვედი თბილისში?
– იმიტომ წამოვედი, რომ დავიღალე ფიზიკურად, სულიერად. ერთ დღეს დედას ვუთხარი: მივდივარ-მეთქი და ჩამოვედი გიჟივით. ბინაც არ მქონდა. კერძო სახლში პატარა ოთახი ვიქირავე და მოვაწყვე ჩემი გემოვნებით. მერე სამსახუროს ძებნა დავიწყე. ყველგან ვრეკავდი, მაგრამ ყველგან უარი იყო. ბოლოს ბარში დავიწყე მუშაობა. ერთი გიტარისტი გავიცანი და მან შემომთავაზა: ბარში ბარმენად ვმუშაობ და ერთი დღე, მოდი, იმღერეო. როცა სიტუაცია არ ვიცი, თავიდან სულ კომპლექსი მაქვს: რომ არ მოვეწონო. რომ მოსწონთ, მერე ვიხსნები. მახსოვს, იმ დღეს რომ ვიმღერე, ყველა ფეხზე წამოდგა, შოკი დამემართა.
– ორშაბათს შენი გამოსვლა სერიოზული განხილვის საგანი გახდა, ნიკას და გიორგის დაპირისპირების მიზეზად იქცა, რაც საბოლოოდ, ნიკას ჟიურიდან წასვლით დასრულდა. ნიკა გვარამიამ ალეგროვასაც შეგადარა.
– მანამდე არ ვიცოდი, ვინ იყო ალეგროვა. რომ ვნახე, ძალიან გამეცინა. ნიკასგან ასეთ შეფასებებს არ ველოდებოდი, რადგან პირველ ტურზე იმდენად დამეხმარა საკუთარი თავის წარმოჩენაში. ალბათ, ამანაც, ანუ იმედგაცრუებამაც გამოიწვია ჩემი ცრემლები. არასდროს მიმღერია რესტორანში.  ირინა ალეგროვა ხარო, რომ მითხრა, მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ გავჩუმდი. გიორგის მხარდაჭერამ ძალიან გამაბედნიერა, სტიმული მომცა. თუმცა, ნიკას არ მოეწონა გადაწყვეტილება და ცოტა ხნით დატოვა სცენა. ახლა მეცინება ამაზე, მაგრამ ორი დღე ძალიან ვინერვიულე. ვიცი, ბოლომდე ვიბრძოლებ, ასეთი რაღაცეები ვერ შემიშლის ხელს. ადრე, იცი, როგორი გოგო ვიყავი – სულ ვიცინოდი, ბედნიერებას ვაფრქვევდი და ტიპებმა ჩამდეს მიწაში, ოღონდ, რატომ? – არ ვიცი. ამ ყველაფერმა უაზროდ შემცვალა. მეც არ მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, რადგან ძალიან უხეში გავხდი, რთული ხასიათი მაქვს.

скачать dle 11.3