კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაგეგმა რძალმა დედამთილის მკვლელობა

61 წლის  ნინელი შ-ძე ოჯახური კონფლიქტის დროს რძლების მსხვერპლი გახდა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, რძლები ცდილობდნენ, ქალის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად  გამოეცხადებინათ და ყალბ ჩვენებებს აძლევდნენ სამართლადამცველებს,  გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირდა და დანაშაულში  ეჭვმიტანილი რძალი, 40 წლის მადონა ვ-შვილი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა.
რა მოხდა  ბინაში, სადაც დედამთილი ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი გახდა გარდაცვლილი ქალის მეზობლებისგან გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მოწმის, მარინა ბ-შვილის ჩვენების მიხედვით, ის იყო პირველი, რომელმაც გარდაცვლილი ქალი ნახა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ნინელი ჩვენი ოჯახის ნათლიაა. ძალიან ადრეულ ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი მარტომ გაზარდა. რამდენიმე წლის წინ უფროსი ბიჭი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მეორე კი – ციხეში მოხვდა. გაიტანჯა ქალი. არც რძლებში გაუმართლა – ორივე ამწარებდა, მთელი ოჯახი ნინელის კმაყოფაზე იყო, მაგრამ მაინც ცუდად ექცეოდნენ. უფროსი რძალი ალკოჰოლის მოყვარულია, უმცროსიც აიყოლია და ოჯახში გაუთავებელი კონფლიქტები ჰქონდათ, ხან რაზე ჩხუბობდნენ, ხან-რაზე. ნინელიმ შემომჩივლა, ნეტავ, სადმე მქონდეს წასასვლელი, აუცილებლად წავიდოდიო. ცოტა ხანი უფროსი რძალი, მადონა თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. არც იქ ივარგა და უკან დაბრუნდა. უმცროსი რძალი სახლიდან აგდებდა, დიდი ჩხუბის შემდეგ შერიგდნენ – ნინელი, რძლები და ბავშვები ერთ ეზოში, სხვადასხვა ბინაში ცხოვრობდნენ.   იმ დღეს, როცა ნინელის მკვლელობა მოხდა, ის დილით ადრე ვნახე – ბაზარში მიდიოდა საყიდლებზე. ნინელი სოფელში ვაჭრობდა და საქონელს დილაობით იღებდა. საღამოს, ალბათ, 7 საათი იქნებოდა, მეზობლების ბინიდან ჩხუბის ხმა შემომესმა. საერთო კედელთან ახლოს მივედი და ნინელი რა ხდება-მეთქი, გავძახე. არ მიპასუხა. ეზოდან უცნაური ჩოჩქოლი ისმოდა, ღრიჭოში გავიხედე და დავინახე, მადონა და მზია დაფეთებულები მირბოდნენ ეზოს ერთი კუთხიდან ცალკე მდგომი საერთო სამზარეულოსკენ. მზიას თასით წყალი მიჰქონდა. ვერაფრით მივხვდი, ეზოში რა ხდებოდა და ქუჩის მხრიდან მივადექი მეზობლებს. მადონა შუა გზაში გადამიდგა და ეზოში არ შემიშვა. ნინელი სახლში არ არისო – არა და ნახევარი საათის წინ დავინახე, რომ ნინელი დაბრუნდა. მადონა მთვრალი იყო და საკმოად უხეშად დამელაპარა. შენი შიშით ეზოში ვეღარ უნდა გავიაროთო, – მითხრა. უკან გამოვბრუნდი, ალბათ, ნახევარი საათი იქნებოდა გასული, მზიამ კედლიდან გადმომძახა: მარინა დეიდა, დაგვეხმარეთ, ნინელი დაეცა და თავი გაუსკდაო. მეზობლების ეზოში რომ შევედი, დავინახე, ნინელი ეზოში, მიწაზე იწვა. თავი რკინის ნაჭერზე ედო, რომელიც სისხლიანი იყო. მადონა   მასთან ახლოს დაჩოქილიყო და პულსს უსინჯავდა. მე მადონას და მზიას ვუთხარი, სასწრაფო გამოგვეძახებინა, რაზედაც უარი მივიღე. უკვე გარდაცვლილიაო. მერე  ვუთხარი, პოლიცია გამოვიძახოთ-მეთქი. ამაზე ჩხუბი ამიტეხეს. მე მაინც მოვახერხე, მეზობლების დახმარებით, სასწრაფოს გამოძახება. მათ კი შეთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.”
მომხადრ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებისთვის თავიდანვე  ცხადი გახდა, რომ ქალი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ იყო. რძლების ვერსია, რომ წაიქცა და თავი რკინის მორს დაარტყაო, მოგონილი იყო მათივე დანაშაულის  დასაფარად. ამაზე მეტყველებდა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი კვალი. რკინის ნაჭერი ისეთ ადგილას ეგდო, სადაც შემთხვევით არ უნდა ყოფილიყო დაგდებული. ეზოს დიდ ტერიტორიაზე მოჩანდა სისხლის კვალი, რომელიც ცხედრის ადგილსამყოფლის შეცვლის მცდელობისას დარჩა. ამაზე რძლები აცხადებდნენ, რომ  გარდაცვლილი დედამთლის სახლამდე გადატანა სცადეს, მაგრამ შემდეგ ისევ იმ ადგილზე დააბრუნეს, სადაც რკინას თავი დაარტყა. რძლების ჩვენებით, მათ ნინელი   შ-ძესთან კონფლიქტი არ ჰქონდათ, თუმცა მოწმეთა ჩვენების მიხედვით, ისინი დედამთილთან ხშირად ჩხუბობდნენ. ჩხუბის ხმა მათი ეზოდან მკვლელობის საღამოსაც ისმოდა. მადონა ვ-შვილმა და მზია ბ-შვილმა გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. ისინი ჯერ ერთხმად აცხადებდნენ, რომ ქალი შემთხვევით წაიქცა და თავი რკინას დაატყა, რომელიც იქ „შემთხვევით” ეგდო. მოგვიანებით კი, მზია ბ-შვილმა განაცხადა, რომ, როდესაც დედამთილი დაბრუნდა, ისიც და მისი რძალი მადონაც ნასვამები იყვნენ, რის გამოც მადონასა და მის დედამთილს შორის  კამათი მოხდა. მადონა   ვ-შვილმა ეს ინციდენტი უარყო და გამოძიებას მისცა ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მან ცოტა ხნით დატოვა მზია ბ-შვილი დედამთილთან, შემდეგ კი უკან დაბრუნებულს დედამთილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  მოგვიანებით, რძლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დედამთილის მკვლელობის ფაქტს ერთმანეთს აბრალებდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა მზია ბ-შვილმა, რომ მადონა დედამთილის მოკვლას ადრეც ცდილობდა. ქალი ამტკიცებდა, რომ  მას  დედა- მთილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც ის ჩხუბში გამოიწვია და რკინის ნაჭერიც, წინასწარ ჰქონდა მომზადებული. საქმის მასალების მიხედვით, რაც ბოლოს აღიარა  გარდაცვლილი ქალის უფროსმა რძალმა, მკვლელობა მადონა ვ-შვილმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „დედამთილთან  დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ერთი პერიოდი, შვილებთან ერთად, გარდაცვლილი ქმრის კუთვნილი ბინიდან გამაგდო და ნათესავებთან ვცხოვრობდი. მერე შევრიგდით, მაგრამ  ეს ფაქტი ვერ ვაპატიე. იმ დღეს ნინელის მოკვლა გადაწყვეტილი არ მქონდა. მზიამ შეგნებულად დამათრო და  წამაქეზა. მითხრა, ნინელი  შენზე ამბობს, თუ დალევას და აქეთ-იქით სიარულს თავს არ დაანებებს, სახლიდან უნდა გავაგდოო. ისედაც აგრესიულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მზიას სიტყვებმა დანაშაულისკენ მიბიძგა. როდესაც ნინელი სახლში მოვიდა,  წავიჩხუბეთ. აღელვებული ვიყავი, თავი ვერ შევიკავე – რკინის ნაჭერი ავიღე და მთელი ძალით თავში ჩავარტყი. ნინელის თავი გაუსკდა და სისხლმა იფეთქა. შიშისგან სრულიად გამოვფხიზლდი. მზიას ვთხოვე, ნინელის სახლამდე გადატანაში დამხმარებოდა. სისხლიან ქალს  მიწაზე მივათრევდით. მივხვდით, რომ გარდაცვლილი იყო და უკან დავაბრუნეთ. რკინის ნაჭერზე ისე დავამხე, თითქოს თავი დაარტყა. მე და მზიამ მოვილაპარაკეთ, რომ, რაც მოხდა ამის შესახებ არაფერს იტყოდა. ამის შემდეგ მეზობელს დავუძახეთ და დახმარება ვთხოვეთ. ვთქვით, რომ თითქოს ნინელი თავისით, ბუნებრივად იყო გარდაცვლილი.”  
სასამართლომ მადონა ვ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას დედამთილის მკვლელობისთვის, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 4  წლით პატიმრობა შეეფარდა გარდაცვლილი ქალის მეორე რძალს, მზია ბ-შვილს, რომელიც   ცრუ ჩვენებით   გამოძიების მცდარ კვალზე  დაყენებას ცდილობდა.

скачать dle 11.3