კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოხდა დაპირისპირება მართლმადიდებელ მრევლსა და მღვდლებს შორის საქართველოს სომხურ ქალაქ ანისში და როგორი განაჩენი გამოიტანა საქართველოს პატრიარქმა ეტიფანემ

1218 წელს, საქართველოს სომხურ ქალაქ ანისში ქართული ტაძრების საკურთხებლად ჩავიდა საქართველოს პატრიარქი ეტიფანე (ეპიფანე).
სამეფო ტახტზე იჯდა გიორგი IV ლაშა. ქვეყანა გადაჭიმულიყო შავი და აზოვის ზღვებიდან კასპიის ზღვამდე, კავკასიის ქედებიდან ევფრატის სათავეებამდე და ნახჭევანამდე. საქართველოს ტერიტორიაში შემოდიოდა სომხური მიწების დიდი ნაწილი, მათ შორის ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი – ანისი.
სხვა მეზობლები ქართველი მეფის ყმად აღიარებდნენ თავს ან მისდამი ლოიალურობას გამოხატავდნენ. სახელმწიფოს ძლიერების შესაბამისად ძლიერი იყო ქართული ეკლესიაც. ქართული მრევლი განფენილი იყო მთელი კავკასიის ტერიტორიაზე, მათ შორის არაქართულ ქალაქებში და ამიტომ ქართული ეკლესიის საეპისკოპოსოები მოქმედებდა ვალაშკერტში, ყარსში, ანისში, არზრუმში და სხვაგან.
ქალაქი არზრუმი და მდინარეების - არაქსისა და ევფრატის სათავეები, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, ქართველების ისტორიული საცხოვრისი იყო და იქ ქართველთა არსებობა გასაკვირი არ არის. გარდა ამისა, როგორც ახლა, ძველადაც, ჩვეულებრივი ამბავი იყო სხვა ქვეყანაში ან სახელმწიფოს სხვა პროვინციაში წასვლა რაიმე საქმიანობისთვის და იქ ცხოვრება. ამიტომ საქართველოს სამეფოს სამხრეთ არაქართულ ტერიტორიებზე ბევრი ქართველი ცხოვრობდა. ქართული ეკლესია მათ ვერ დატოვებდა სულიერი საზრდოს გარეშე და ამიტომ მოქმედებდა ზემოთ აღნიშნული საეპისკოპოსოები.
გარდა ამისა, სომეხთა შორის ისტორიულად არსებობდნენ მართლმადიდებელი (ქალკედონიტი) სომხებიც. მეოთხე მსოფლიო კრებაზე, ქალკედონში, დაიგმო მონოფიზიტობა, დამტკიცდა მართლმადიდებლური მრწამსი და დიოფიზიტობა.
სომხების ეკლესია მონოფიზიტობას გაჰყვა, სომეხთა მცირე ნაწილი კი ქალკედონის ერთგული დარჩა. ყოფილა შემთხვევები, რელიგიური დაპირისპირების გამო, სომეხი ქალკედონიტები გადმოსულან საქართველოში და ჩვენთან მოღვაწეობდნენ. დავით აღმაშენებლის მერე საქართველოსთან შემოერთებულ სომხურ კუთხეებში ქალკედონიტ სომხებს უპრობლემოდ შეეძლოთ ცხოვრება და მოღვაწეობა. თამარის პერიოდიდან განსაკუთრებით იმატა სომეხთა შორის მართლმადიდებელთა რიცხვმა. ამას ხელი შეუწყო სომხური მიწების მმართველად ყოფილი მონოფიზიტების – მხარგრძელების დანიშვნამ, რომელთაგან ყველა, ზაქარია მხარგრძელის გარდა, მართლმადიდებლურ, დიოფიზიტურ რწმენაზე გადმოვიდნენ.
არის ცნობაც, რომ საქართველოს ამირსპასალარი და ათაბაგი ივანე მხარგრძელი, ლაშა-გიორგის თანხმობით თუ ბრძანებით, აპირებდა სრულიად სომხეთის ქალკედონურ მრწამსზე გადმოყვანას (ეს ჩვენ არ მიგვაჩნია მაინცდამაინც დადასტურებულ ფაქტად).
სომხეთში ქალკედონ სომხებსა და ქართველებს სრული სარწმუნოებრივი თავისუფლება ჰქონდათ. ისინი, როგორც ჩანს, გაერთიანებულნი იყვნენ ქართული ეკლესიის სომხეთის სამიტროპოლიტოში, რომელიც საქართველოს პატრიარქს ექვემდებარებოდა.
გარდა სომხეთის სამიტროპოლიტოსი, რომელშიც შედიოდნენ მართლმადიდებელი სომხები და ქართველები, საქართველოს ეკლესიას ჰქონდა ხუნძეთის საკათალიკოსოც, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტნის ტერიტორიაზე. სადაც ცხოვრობდა ბევრი ქართველი და ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა.
სომხურ (და ასევე სხვა არაქართულ) ტერიტორიებზე შენდებოდა ქართული ტაძრები, მრავლდებოდა მართლმადიდებელთა რიცხვი.
1910 წელს, გათხრების დროს,  ნიკო მარმა იპოვა ქალაქ ანისში ეტიფანე კათალიკოსის ბრძანებით ქვაზე შესრულებული ქართული წარწერა, რომელიც გვამცნობს 1218 წელს მომხდარ ამბებს და ქართველი კათალოკოსის განაჩენს.
რა თქმა უნდა, დიდ საქართველოში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნებოდა. ადამიანებს ახასიათებთ სისუსტეები და ამიტომ ისინი იწყებენ ხოლმე მომხვეჭელობას. როგორც წარწერა გვამცნობს, მომხდარა დაპირისპირება ანისის მართლმადიდებლურ მრევლსა და მღვდლებს შორის. სახელმწიფო და ეკლესია კი ცდილობდნენ, გადაეჭრათ პრობლემები.
ანისში მღვდლები დიდ გადასახადს ითხოვდნენ ხოლმე ჯვრისწერის, წესის აგებისა თუ სხვა საეკლესიო რიტუალების შესრულებისთვის. ამიტომ მრევლი განაწყენებულა, პროტესტი განუცხადებია და აღარ ესწრებოდა თურმე მათ წირვა-ლოცვას. ხუცესებიც გაბრაზებულან და რიტუალებს აღარ ატარებდნენ თურმე.
მრევლმა საშველად საქართველოს პატრიარქს მიმართა.
ეს დიდი სკანდალი იყო. კათალოკოსს მოუწია ანისში ჩასვლა და საქმის გამოძიება. აღმოჩნდა, რომ მღვდლებს რიტუალებისთვის დაწესებული ჰქონიათ 100 ტფილური დრამა. გარდა ამისა, ითხოვდნენ სხვა საჩუქრებს და საკმაოდ ძვირად ღირებულ ვახშამს რიტუალის ჩატარებისთვის.
ტფილური დრამა იმ დროს საკმაოდ მყარი ფული იყო.  სახელი „დრამა” წარმოქმნილი უნდა იყოს ძველი არაბული ვერცხლის მონეტის, დირჰემის (დირჰამის) სახელიდან. დრამა იჭრებოდა ყოფილ ტფილისის საამიროშიც. შემდეგში დრამა ფულის სახელად იქცა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს გაერთიანების შემდეგ ტფილისში იჭრებოდა როგორც ვერცხლის, ისე სპილენძის ფული. დავით აღმაშენებლის პერიოდიდან, მთელ იმდროინდელ აღმოსავლეთში, იყო ეგრეთ წოდებული ვერცხლის კრიზისი და ამიტომ ვერცხლი ჩაანაცვლა სპილენძმა, თუმცა, სპილენძის მსყიდველობითი უნარი ისეთივე იყო და „ვერცხლადაც“ კი ითვლებოდა.
ეტიფანე კათალოკოსი გაერკვა ვითარებაში, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა მრევლს და დაგმო მღვდლების გაუმართლებელი ქმედება.
საგანაჩენო წარწერაში კათალიკოსი წერდა: „უსასყიდლოდ მიგიღიათ და თქვენც უსასყიდლოდ უნდა მისცეთო“. როცა მაცხოვარმა თავისი მოწაფეები გაგზავნა ადამიანების მოსაქცევად და განსაკურნებლად, უთხრა: „მე უსასყიდლოდ მოგანიჭეთ  ნიჭი და თქვენც ნუ გაჰყიდით ლოცვას ერისთვის“. უფლის ამ მცნების თანახმად, მღვდელმა სასყიდელი არ უნდა აიღოს, – წერდა კათალიკოსი, – მით უმეტეს, ყოვლად უწესო არის თქვენგან გვირგვინის კურთხევისათვის (ქორწინების რიტუალისათვის) და სხვა საეკლესიო მომსახურებისათვის ასი დრამის აღებაო.
კათალოკოსმა იცოდა, რომ ქრისტეს მცნების ცხოვრებაში სრულად გატარება – „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ გასცემდითო“ – შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მღვდლების შემოსავალი მხოლოდ ის იყო, რასაც მას მრევლი აჩუქებდა, მღვდლებს კი ოჯახები ჰყავდათ და მათ რჩენა უნდოდა. მან მღვდლები გაამტყუნა და აუხსნა, რომ ამხელა თანხის გადახდის მოთხოვნა გაუმართლებელი, არაქრისტიანული საქციელი იყო, მაგრამ, მღვდლების მთლად შემოსავლის გარეშე დატოვებაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მრევლი დარჩებოდა საეკლესიო მომსახურების გარეშე, არ ექნებოდა წირვა-ლოცვა, არავინ დასწერდა ჯვარს წყვილებს, არ აუგებდნენ მიცვალებულს წესს, არ მოინათლებოდნენ ბავშვები, არავინ ჩაიბარებდა აღსარებას და არავინ აზიარებდა მრევლს; ეს კი თვითონ მრევლისთვისაც ცუდი იქნებოდა, რადგან საეკლესიო ცხოვრებას მოსწყდებოდა და სულის გადარჩენის შანსი შეუმცირდებოდა.
ამიტომ, ისევ ნაცად გზას უნდა დასდგომოდნენ: მრევლი ინახავს მღვდელს, მღვდელი ემსახურება მრევლს, ოღონდ, ურთიერთშეთანხმების, პატივისცემისა და გონიერების ფარგლებში.
ეტიფანე კათალიკოსი ცდილობდა, შთაეგონებინა მღვდლებისა და მრევლისთვის ურთიერთსიყვარული – „საღმრთო სიყვარული გქონდეთ ერთმანეთის მიმართო“ და სთხოვდა ორივე მხარეს: „მრევლნო, გიყვარდეთ თქვენი სულიერი მამები და მათაც უყვარდეთ, როგორც სულიერი შვილებიო“.
ჩვენმა კათალიკოსმა სთხოვა ანისის მრევლს, „მღვდელთაგან გჭირდებათ ლოცვა და წირვა, არ იწყინოთ მათთვის გარკვეული მისაცემელი, მიეცით მათ გონიერების ფარგლებში სიხარულით, რადგან მხიარულებით გაცემული უყვარს უფალსო“.
ანისის მართლმადიდებლებმაც, რასაკვირველია, იცოდნენ, რომ სრულიად უსასყიდლოდ საეკლესიო მომსახურებაც შეუძლებელი იქნებოდა, ისინი მხოლოდ ნიხრის (გადასახადის) შემცირებას ითხოვდნენ.
ორივე მხარის ინტერესების დასაბალანსებლად, რა თქმა უნდა, კათალიკოსმა გააუქმა 100 დრამის გადასახადი. წარწერის ერთი ნაწილი დაკარგულია – სწორედ ის, სადაც იმაზეა ლაპარაკი, თუ რამდენის აღების უფლება მისცა ეტიფანე კათალიკოსმა მღვდლებს. პატრიარქმა, როგორც ჩანს, ძველი ნიხრის, 100 დრამის მესამედის (შესაძლოა – მეოთხედის) გადახდაზე მეტის მოთხოვნა აკრძალა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ოჯახი ამას შეძლებდა; გააუქმა სავალდებული ვახშამი, რომელსაც მადამოჭარბებული მღვდლები ითხოვდნენ და დააწესა, რიტუალის შემდეგ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე აჭამეთ პური მღვდლებსო. აიკრძალა საჩუქრების (ტყავისა და სხვა) მიცემის ძველი ნიხრი, რომელიც დაწესებული ჰქონდათ ანისელ ხუცებს და მისი მესამედზე მეტის მიცემაც აიკრძალა, ისიც, თუ ოჯახი შეძლებდა.
კათალიკოსს მხოლოდ „ძალისაებრ მისაცემელი“, ანუ შეძლების მიხედვით გადახდა მიაჩნდა მისაღებად. ასე განსაჯა ჩვენმა კათალიკოსმა.

скачать dle 11.3