კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მცენარეები – სილამაზისა და ახალგაზრდობის სამსახურში

გსურთ ზედმეტი კილოგრამების მოშორება, სახის კანის ახალგაზრდული ელფერის დაბრუნება და დადებითი ენერგიით დამუხტვა? ამაში თავად ბუნება დაგეხმარებათ, თუ, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, როდის და როგორ მიმართოთ მას და რომელი წესები არ უნდა დაარღვიოთ.
მცენარეული კოქტეილები სხვადასხვანაირად ზემოქმედებს ორგანიზმზე: აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს მადას, ხელს უწყობს წელის არეში ცხიმგროვების დაშლას. ასეთი კოქტეილი შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს აფთიაქში ნაყიდი გვირილა, ცირცელის ნაყოფი და სიმინდის „დინგი“. ცალკე ჭურჭელში გადაიღეთ ამ ნარევიდან 1 სადილის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დილით და სადილის წინ. 1 კურსი – 7-10 დღე  (მოამზადეთ ყოველდღე ახალი ნაყენი).
ასევე, შეგიძლიათ დალიოთ 100 მილილიტრი მწვანე ჩაი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე – ეს სასმელი დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აიძულებს ორგანიზმს, დაწვას ზედმეტი ცხიმები.
დროის „უკან დაბრუნებაში” კი ასკილი დაგეხმარებათ. მისი ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი მადანია. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ეს მცენარე, აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე, აუცილებელია კოლაგენის გამოსამუშავებლად, რომლის წყალობითაც კანი სიმკვრივეს ინარჩუნებს.
ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი) აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს და ნორმაში მოჰყავს რეპროდუქციული ფუნქცია.
მინერალები გჭირდებათ? კი ბატონო! ასკილი შეიცავს რკინას, ბორს, მაგნიუმს, მარგანეცს, კრემნიუმს, კალციუმს. ასეთი შემადგენლობით ასკილის ნაყოფი ეხმარება ქალებს, შესანიშნავადაც გამოიყურებოდნენ და ნებისმიერ ასაკში მხნედ და ახალგაზრდულად გრძნობდნენ თავს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ასკილის ნაყენი უნდა მოამზადოთ შემდეგნაირად: 4 სადილის კოვზი ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დალევამდე მინიმუმ 1 საათი.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ, თუ არ მოიწესრიგებთ კვებას (როგორც პროდუქტებს, ისე კვების რეჟიმს), ყველაზე სასწაულმოქმედ მცენარესაც კი გაუჭირდება ხარვეზების გამოსწორება. მაგალითად, თუ ბევრ ტკბილეულს მიირთმევთ, ჩანს, არ იცით, რომ დიდი რაოდენობით შაქარი შლის ბუნებრივ კოლაგენს – ცილებს, რომელიც პასუხს აგებს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობაზე; შედეგად კი მიიღებთ იმ ავად სახსენებელ სტრიებს, რომლებსაც ყველა ქალი უფრთხის. ეს რომ არ მოხდეს, შეცვალეთ ტორტები, ნამცხვრები და კანფეტები სხვადასხვა ხილის ჩირით (ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ჯობია).
ძალიან ბევრს უყვარს გამაგრილებელი ტკბილი გაზიანი სასმელების დალევა საწრუპელებით და, ჰგონიათ, რომ ეს აბსოლუტურად უვნებელი სიამოვნებაა. სინამდვილეში კი არც მთლად ასე მარტივადაა საქმე. გარდა იმისა, რომ გაზიანი და თანაც ტკბილი სასმელი ვნებს ჯანმრთელობას და ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში, საწრუპელის ხშირი გამოყენება აჩენს მიმიკურ ნაოჭებს პირის გარშემო. თუ თქვენ უკვე გადააბიჯეთ 40 წელს, უნდა იცოდეთ, რომ კანის უჯრედების განახლება უფრო შეფერხებით მიმდინარეობს, ვიდრე ახალგაზრდობისას და ნაოჭების გაჩენა ნიკაპის მიდამოშიც არის შესაძლებელი. ამიტომ, უმჯობესია, უარი თქვათ საწრუპელებზე, სითხის რაოდენობა კი გაზარდეთ, ოღონდ, არა ტკბილი და გაზიანი სასმელების ხარჯზე. თბილი ამინდების დადგომისთანავე, ჩვენი კანი განსაკუთრებით საჭიროებს დატენიანებას, ამიტომ, ჩაისა და ნატურალური წვენების გარდა, უნდა სვათ დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაორმაგებული შედეგი ექნება, თუ დილა-საღამოს თუნდაც 15-15 წუთი ივარჯიშებთ, განსაკუთრებულად ეფექტური კი წყლის პროცედურები და ცურვაა.

скачать dle 11.3