კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თედორაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეოდორე, რაც ბერძნულად ღვთის საჩუქარს ნიშნავს. ბერძნული თეოდორედან შემდგომ ქართულში თევდორე გავრცელდა. გვაქვს ასევე, მისგან ნაწარმოები ქალის საკუთარი სახელები თეოდორა და დოროთი.
სახელ თევდორესგან ნაწარმოები გვარებია: თედეიშვილი, თედელური, თედეშვილი, თედოზაშვილი, თედორაშვილი, თედიაშვილი, თევდორაშვილი, თევდორაძე.
„ალისმერეს მცხოვრებ ივანე თედორაძეს ქუთაისის საყდრის ბეგარა ემართა 1558 წელს“.
საქართველოში 2 115 თედორაძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 487, ბათუმში – 226, აბაშაში –  206. არიან სხვაგანაც.
ებალაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ებალა.
ასევე, გვხვდება მეტსახელი ებალა.
1721 წელს ციციშვილის ყმის, ებალაშვილის სახელი მოიხსენიება სამღერეთში.
საქართველოში 96 ებალაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 75, თელავში – 15, თბილისში – 6.
მაწკეპლაძე
წინაპრებს გვარის ფუძედ სიტყვა წკეპლა გამოუყენებიათ. წკეპლა წვრილი ჯოხია.
მაწკეპლაძე – გვარში მა წინსართია (ართრონი). გვარების გასაწყობად გამოყენებულია ართრონები: მე, მა, მო. ამის მიხედვითაა შექმნილი მეწკეპლე – წკეპლის შემრჩევი.
ეს გვარი მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების წყაროებში არ ჩანს.
მაწკეპლაძე იმერული გვარია.
საქართველოში 327 მაწკეპლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 166, ტყიბულში – 131, თბილისში – 30.
კურცხალია
გვარის ფუძედ გამოყენებულია ქართული სიტყვა მკვირცხლი. ეს სიტყვა მეგრულში გამოითქმის კურცხლად, რაც ნიშნავს მკვირცხლსაც და მღვიძარესაც.
გვარის ფუძე იმერეთსა და ქართლშია საძებნელი. სამეგრელოში სულ რაღაც ორიოდე კომლია დაფიქსირებული.
ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება, კურცხალია ფირანი, მოწმე ზაალ წერეთლის მიერ ქაიხოსრო წერეთლისთვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნში, 1680 წელს.
მეთექვსმეტე საუკუნეში ლოგუა კურცხალიას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო გადასახადი.
იმერელი კურცხალიები აზნაურები ყოფილან. ისინი 1840-იან წლებში ცხოვრობდნენ სოფლებში: არგვეთი, ზოვრეთი, მარელისი, საგარა.
რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს აზნაურებად შეიყვანა კურცხალიათა შემდეგი ოჯახები: იოსებ გიორგის ძე, მისი ცოლი და ივანე.
საქართველოში 402 კურცხალია ცხოვრობს: ზესტაფონში – 93, თბილისში – 86, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3