კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ხდება წყლის სმა დაავადებების გამომწვევი


წყლის აუცილებელი ნორმა განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორით: ცხოვრების წესით, ასაკით, კვების სისტემითა და კლიმატით. ვინც ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევს, დღეში 2 ლიტრი წყლით უნდა შემოიფარგლოს; ვინც სპორტს მისდევს, მან უფრო მეტი წყალი უნდა სვას, ანუ, დახარჯული ენერგიის შესაბამისად გაზარდოს წყლის რაოდენობა.
არსებობს მოსაზრება, რომ ბევრი წყლის სმა სასარგებლოა, რადგან, ტოქსინებთან ერთად მას ზედმეტი კალორიებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. მაგრამ, თურმე, ბევრი წყალი ყოველთვის სასარგებლო არ არის. ჭარბმა მაცოცხლებელმა სინოტივემ, შეიძლება, მისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გამოგიმუშაოთ და, ამავე დროს, მოულოდნელი დაავადებების მიზეზიც გახდეს. ამიტომ, საჭიროა, იცოდეთ, რა დალიოთ და რამდენი.
სვამთ თუ არა საკმარისი რაოდენობის წყალს,  ამის განსაზღვრა ძნელი არ არის, უბრალოდ, დააკვირდით შარდის შეფერილობას: თუ ის მუქი ფერისაა, მაშინ მეტი წყალი უნდა დალიოთ.
იმაზე არავინ დავობს, რომ წყალი შეუცვლელია, რადგან ის საკვები ნივთიერებების გამცილებელია, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ოფლის გამოყოფით არეგულირებს ტემპერატურას, პოხავს სისხლძარღვებს, იცავს უჯრედებს გაუწყლოებისგან. მაგრამ, ორგანიზმში სითხის სიჭარბე უჯრედებიდან მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას იწვევს. წყლის ერთი ნაწილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლის შემდეგ თირკმელებში გადამუშავდება, ხოლო ნაწილი შეუსაბამო ადგილებში გროვდება და ტოქსიკოზს იწვევს. სისხლი თხელდება, უჯრედები ფართოვდება და, რადგან თავის ტვინს გაჭიმვა არ შეუძლია, ამიტომ, შესაძლებელია, შიდა ქალის წნევამ საშიშ მდგომარეობას მიაღწიოს. შედეგი უფრო მძიმე იქნება, თუ ჭარბი წყლის მიწოდებისას, ორგანიზმი მარილის მიღებასაც შეწყვეტს. საერთოდ, მარილზე მთლიანად უარის თქმა საშიში შეცდომაა. საქმე ის არის, რომ მასში შემავალი ნატრიუმი უჯრედების შიგნით ნორმალური წნევის შესანარჩუნებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. თუ ნატრიუმის შემცველობა შემცირდება, უჯრედების შიდა ძაბვა შესუსტდება, რაც კრუნჩხვებს, ორგანიზმის დასუსტებას, გულის შეტევას ან ხუთვას გამოიწვევს. წყლის ინდივიდუალური ნორმა რომ დავადგინოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს.
სასარგებლოა ერთი ჭიქა წყლის დალევა გაღვიძებისთანავე, ოღონდ, ყლუპ-ყლუპით, რომ თირკმელებს მუშაობა გაუადვილდეს.
წყალი ჭამის დროს არ დალიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მარილიან ან სანელებლიან კერძს მიირთმევთ, რადგან წყალი კუჭის წვენს ანეიტრალებს და ანელებს მონელების პროცესს. ჩაი, ყავა, წვენები და კომპოტი წყლის შემცვლელად არ ჩაითვლება. მათ მხოლოდ შარდმდენი დანიშნულება აქვთ, რაც ხელს უწყობს მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას, ეს კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.
ასევე, ნუ დალევთ გაყინულ ან ცივ წყალს,  რადგან ის იწვევს ნივთიერებათა ცვლის სწრაფ შენელებას, რაც ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. მიირთვით ოთახის ტემპერატურის წყალი.

გაიწმინდეთ ორგანიზმი მავნე წიდებისგან
ადამიანზე ყოველდღიურად ბევრი უცხო ნივთიერება ზემოქმედებს. ისინი ორგანიზმში სუნთქვის, საკვების, წყლის ან წამლის მეშვეობით ხვდებიან, რომელთაგან ბევრი მათგანი ძალიან მავნე და შხამიანია. ჩვენი ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში წიდები არ გროვდება. თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ორგანიზმში წიდები გროვდება და მისი თვითმკურნალობით გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.
ბევრი ჩვენგანი ორგანიზმიდან წიდების გამოდევნით ცდილობს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ორგანიზმში დროდადრო მაინც გროვდება.
გაცილებით კარგ შედეგს იძლევა დიდი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნა. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღება. სასმელი წყალი კი  უნდა გაფილტროთ და ისე დალიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული კენჭების გაჩენა გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაწლავების მიკროფლორაა დარღვეული. ეს პრობლემა დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას დაემატა ის, რომ ღვიძლიც ცუდად მუშაობს, წიდების დაგროვება გარდაუვალი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლში მოხდება ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას გამოიწვევს. ხშირად ამ დაავადებას ზედმეტად გასუქებაც იწვევს, რადგან ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
როცა ორგანიზმი ტოქსინების ნეიტრალიზაციასა და გამოდევნას ვერ ახდენს, ისინი ილექება და ამ პროცესს ინტოქსიკაცია ეწოდება. ტოქსინების შემოტევებისას ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, უღონობას, უხასიათობას, გულისრევის შეგრძნებას, ნაწლავების აშლილობას, სუნთქვის გაძნელებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას და ასე შემდეგ. ამ დროს თავს იჩენს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც ორგანიზმში ფარულად მიმდინარეობს.
შხამებისა და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდაში მცენარეებიც დაგეხმარებათ:
* ნიტრატები, ქლოროფორმი და ქლორი ორგანიზმიდან კრაზანის, კალენდულას, უკვდავასა და ცაცხვის ნაყენით გამოიდევნება;
*რადიონუკლეიდები – მწვანე ჩაის, ახალგამოწურული წვენების, მრავალძარღვას, ცირცელისა და ორკბილას ნაყენებით და, ასევე, წითელი ღვინის მეშვეობით;
*ტყვიის მარილები ეფექტურად გამოიდევნება ორგანიზმიდან შვიტას, ნახშირისა და ნივრის მიღებით.
შხამები ძალიან აზიანებს ღვიძლს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე კარგია ჭვავის ნაყენი – ის იცავს ღვიძლის უჯრედებს და ააქტიურებს მათ მუშაობას.
იმისთვის, რომ ორგანიზმში შხამები არ დაგროვდეს ან მათი ზემოქმედებისგან   დაიცვათ თავი, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
* რაც შეიძლება დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე; ძილის წინ – მინიმუმ ნახევარი საათი;
* სწორად შეარჩიეთ საკვები რაციონი და ისე იკვებეთ, რომ ნაწლავებში ტოქსინების დაგროვება არ მოხდეს.
* აიმაღლეთ იმუნიტეტი;
* ორგანიზმის გაწმენდის კურსი მცენარეული ნაყენებით პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ჩაიტარეთ;
* მიირთვით ბევრი ახალი ხილი, სეზონური ბოსტნეული, პარკოსნები და მარცვლეული;
* მოერიდეთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებას.

ხშირად დალიეთ ჭარხლის წვენი და მიირთვით კვერცხის გული
დღევანდელი დაძაბული, სტრესული ცხოვრების ფონზე, პოტენციასთან და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრს აწუხებს. თუ ყოველივე ეს სერიოზული ფიზიოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული, იმედი არ უნდა დაკარგოთ. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და მშვიდად მიუდექით ჯანმრთელობის პრობლემებს:
*ადგომისთანავე, უზმოზე,  ყოველ დილით გადაყლაპეთ ერთი ცალი უმი კვერცხის გული.
* 2 ჭიქა წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ დაახლოებით 5-6 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ კარგად გაწურეთ, გახსენით  ერთ მეოთხედ ჭიქა წყალში და დალიეთ თითო ჩაის კოვზი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე. დააკვირდით საკუთარ თავს და დარწმუნდებით, რომ უმოკლეს დროში ძალა და ენერგია გაგიორმაგდებათ.
* ჭარხლის წვენი ღვიძლს, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს, უზრუნველყოფს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას; ასევე, ორგანიზმს ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან პათოლოგიები აღენიშნება.

რა იწვევს მხედველობის გაუარესებას
ის, ვინც სუფთა ჰაერზე დიდხანს შრომობს, უკეთესი მხედველობით გამოირჩევა, ვიდრე ის, ვინც შენობაში გამოკეტილი მუშაობს დილიდან საღამომდე.
თვალები რომ დაასვენოთ, დროდადრო მილულეთ. ამ დროს დუნდება თვალის კუნთები, ქრება საერთო დაძაბულობა. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც, ჩააქრობთ ოთახში შუქს და მაქსიმალურად დაბნელებულ გარემოში მოეწყობით მოხერხებულად, ისე, რომ სხეულის ყოველი ნაკვთი მოდუნდეს. ამ დროს ისუნთქეთ ღრმად. თუ პერიოდულად ხედავთ ვარსკვლავის მსგავს ნათებას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხედველობის ნერვი განაგრძობს მუშაობას. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20 წუთია.
როცა ადამიანის ორგანიზმს სძინავს, თვალი მაინც არ წყვეტს მუშაობას. ამ დროს მიმდინარეობს მხედველობის ნერვის სტიმულაცია. თვალის ნერვი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ, მხედველობის გაუარესების ძირითადი მიზეზი სწორედ გადაღლა და სტრესია.
დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია. ამიტომ, მზიან ამინდში დილით, დადექით ღია ფანჯარასთან და სახე მზეს მიუშვირეთ. თვალები დახუჭეთ და თავი მონაცვლეობით ორივე მიმართულებით ატრიალეთ. დროდადრო კი ხელები თვალებზე მიიფარეთ, რათა მზის სხივები და ჩრდილი ერთმანეთს შეანაცვლოთ.

ნიახურისა და სტაფილოს წვენები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა

კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ, ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური და ორგანული. როცა კალციუმის შემცველი ნებისმიერი საჭმელი იხარშება, ის ავტომატურად არაორგანულში გადადის, უხსნადი ხდება. ამიტომ, ვერ კვებავს უჯრედებს და ადამიანის ორგანიზმი მას ვერ ითვისებს. ასეთი საკვები ახშობს ორგანიზმს და ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, გულის კორონარული დარღვევები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, ქვების დაგროვება ნაღვლის ბუშტში და ასე შემდეგ. ასევე, ორგანიზმში იზრდება გადაუმუშავებელი კალციუმის რაოდენობა, რაც მეტად არასასურველია. სწორედ ასეთ დროსაა აუცილებელი ორგანული ნატრიუმი, რომელიც ათავისუფლებს ორგანიზმს ამ დანალექებისგან. ნატრიუმი, ასევე, დიდ მონაწილეობას იღებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, მაგალითად, სისხლისა და ლიმფის გათხელებაში.
ნიახურის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ ნატრიუმს. იმის გამო, რომ ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს, ეს კი კალციუმის ხსნადობას უზრუნველყოფს, ის ყველაზე სასარგებლო წვენია მათთვის, ვინც ფართოდ მოიხმარს კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს. ნებისმიერი საკვები, რომელიც კონცენტრირებულ შაქარს შეიცავს, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, ნაყინი და ასე შემდეგ, მიეკუთვნება კონცენტრირებული ნახშირწყლების კლასს. ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ორგანიზმს და იწვევს ბევრ დაავადებას. ნიახურის წვენი კი არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას.
ორგანული ნატრიუმის უკმარისობა იწვევს ბრონქულ და ფილტვების დაავადებებს, ნაადრევ სიბერეს.
 ნიახური მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები კი გამოწვეულია, ძირითადად, ორგანიზმში არაორგანული მინერალური ელემენტებისა და დამამშვიდებელი პრეპარატების ნარჩენების დაგროვებით. ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნარევი კარგი საშუალებაა ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად.

скачать dle 11.3