კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსინჯე სიახლეები



გადაწყვიტეთ, ცხოვრება შეცვალოთ? მაშინ ნუ დაგეზარებათ, ჯერ კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ... რა თქმა უნდა, სიახლეებს გემო უნდა გაუსინჯო, მაგრამ პრაქტიკაში მხოლოდ მას შემდეგ გადმოიტანეთ, რაც ბოლომდე გააანალიზებთ.
აირჩიეთ სიახლეებისკენ სწრაფვის ის მეთოდები, რომლებიც ზუსტად შეგეფერებათ. გახსოვდეთ, ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. ზოგი ბუნებით კონსერვატორია და საერთოდ არ სცნობს სიახლეებს – მათ ნუ დაემსგავსებით. გინდათ, ხვალიდან თქვენი ემოციური ბუნება ნაკლებად თვალსაჩინო იყოს და ურთიერთობაში მხოლოდ „ცივი“ ემოციით ხელმძღვანელობდეთ? იყოთ თავდაჭერილი და მოზომილად კონტაქტური? მაშინ, ნელ-ნელა „გადაეწყვეთ“. მთავარია, საკუთარი თავის წინაშე იყოთ გულწრფელი და არ გააკეთოთ ყველაფერი ეს ხელოვნურად. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც უნდა გააკეთოთ... თუ სიტუაცია გაშფოთებთ, თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ, თუ ხვდებით, რომ სიახლეები არ გჭირდებათ, ნუ წახვალთ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მხოლოდ გაგირთულებთ ურთიერთობას როგორც გარშემო მყოფებთან, ისე საკუთარ თავთან...
თუ ხვდებით, რომ სიახლეების სურვილი მაინც გაქვთ და უბრალოდ, ვერ ახერხებთ მის რეალიზებას, დაელაპარაკეთ საკუთარ თავს გულახდილად, რათა დარწმუნდეთ, რომ სიახლეები ნამდვილად გჭირდებათ.

არავითარი
 დრამატიზება!


ვაღიაროთ, რომ ყველა ქალისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მოვლენისა და რეალობის დრამატიზაციას ვახდენთ. ზოგჯერ გვინდა ეს, ზოგჯერ უნებლიეთ გამოგვდის. რა უნდა ვქნათ, როცა ამით ცხოვრებას ვუმწარებთ საკუთარ თავსაც და ჩვენს ახლობლებსაც... თანავუგრძნობთ ქალებს, რომლებსაც ნებისმიერი, უმნიშვნელო პრობლემაც ტრაგედიად ექცევათ ხოლმე. მათ შესაძლოა, სულაც არ უნდათ ეს, მაგრამ არ იციან, როგორ გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციიდან. თითქოს ჩაკეტილ წრეზე მოძრაობენ. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს – წითელი ხაზები და ეს ხაზები საკუთარ თავს იქ უნდა გავუვლოთ, სადაც მათი არსებობა აუცილებლად მიგვაჩნია.
არსებობს აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა დღე დრამატიზმმა ნაცრისფრად გარდაქმნას. დააკვირდით, როდის ახდენთ სიტუაციის დრამატიზებას – როგორც კი საკუთარ თავს იცოდებთ. სწორედ ეს აღარ უნდა გააკეთოთ,  არაფრის დიდებით. პირიქით, ყველა უსიამოვნო და მძიმე სიტუაციაში უთხარით საკუთარ თავს – შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო. თან ის, რასაც იტყვით, გააცნობიერეთ კიდეც.
P.S. გამონაკლისია შემთხვევები, როცა სიტუაციის დრამატიზება კონკრეტული მიზნისთვის გჭირდებათ და ამას ემოციების გარეშე, თეატრალური შემართებით აკეთებთ.

აბეზარი
 ცნობისმოყვარეები


ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს სხვისი ცხოვრება. თანაც, არათუ აინტერესებს, ვერ წარმოუდგენია თავისი ყოფა სხვის პირადულში ცხვირის ჩაყოფის გარეშე. რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეებს ვერც ბრძოლას გამოუცხადებ და ვერც უხეშად შეაქცევ ზურგს – მით უმეტეს, თუკი ისინი შენი ახლობლები და მეგობრები არიან. მაგრამ, სრულიად იგნორირებაც არ შეიძლება, რადგან, თუ ერთხელ მაინც არ მიიღებს ცნობისმოყვარე სათანადო პასუხს, თავს არაფრით დაგანებებთ. დაიწყეთ იმით, რომ შეეცადეთ, გაარკვიოთ – რა ამოძრავებთ ცნობისმოყვარე ადამიანებს. მერე კი ფაქიზად და კორექტულად იმოქმედეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები ენერგოვამპირებიც არიან. ზედმეტ ცნობისმოყვარეობას მზრუნველობის ნიღაბქვეშ მალავენ და სინდისის ქენჯნასაც კი გაგრძნობინებენ, თუ მათ ინტერესს არ დააკმაყოფილებ. სწორედ ეს აღარ უნდა იგრძნოთ... სწორედ ამას უნდა შევებრძოლოთ. მთავარია, არ გაღიზიანდეთ. რადგან ამ შემთხვევაში, თქვენ დახარჯავთ უზარმაზარ საკუთარ ენერგიას. მას შთანთქავს ცნობისმოყვარე, ზიანი კი თქვენ გადგებათ. თუ მსგავსი შემთხვევები ხშირი იქნება, დასუსტდებით. დაიხსომეთ, მოჯადოებული წრე უნდა გაწყდეს – არავითარი ემოციები. არასტანდარტული რეაქცია ცნობისმოყვარეების შეტევაზე მათზე შოკურ მდგომარეობას გამოიწვევს. ანუ, უნდა მოიქცეთ ისე, თქვენგან რომ არ ელოდებიან – ან გაიცინოთ, ან იხუმროთ, ან რაღაც სისულელე თქვათ. მოკლედ, აბეზარი ცნობისმოყვარე უნდა „დაამარცხოთ“.

უხერხული
 შეკითხვები


ნებისმიერი ქალისთვის დაუსვამთ უხერხული შეკითხვა. ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როცა პასუხის ძებნაში თავი უიღბლო წარუმატებელ და შეუმდგარ პიროვნებად გვიგრძნია. მათ კი, ვინც ასეთ უხერხულ შეკითხვებს სვამენ, შესაძლოა, სულაც არა აქვთ მიზნად ჩვენი დაბნევა, დამცირება ან გაბრაზება. მაგრამ, რეალობას ვერ გავექცევით – სიტუაცია არცთუ სასურველია. თითქოს გამოსავალსაც არ გიტოვებს – ან უხეშად უნდა უპასუხო, ან ზურგი უნდა შეაქციო. ყველამ არ იცის, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია უხერხულ შეკითხვებზე. როგორ უნდა მოიქცეს, თავადაც რომ არ დაზარალდეს და უზრდელის იარლიყიც არ მიაწებონ.
ყველაზე უხერხულად ჟღერს კითხვები პირადი ცხოვრების შესახებ. მაგალითად, როგორიცაა „რატომ არ თხოვდები?!“ „ვერავინ იპოვე?“, „რატომ ხარ მარტო ისევ?“.
უხერხულად ჟღერს ერთი შეხედვით თქვენზე ზრუნვით „გაჯერებული“ შეკითხვაც: „რატომ არ გყავს ბავშვი აქამდე?“ ან სამსახურის შესახებ: „რამდენი გაქვს ხელფასი?“
შეიძლება, ფიქრობთ, რომ ვითომ ჩვეულებრივი შეკითხვით ადამიანს არ აწყენინებთ? ცდებით. რატომ იცვამ ასეთ ტანსაცმელს... თმას ნორმალურად როდის დაივარცხნი... აშკარად გჭირდება დიეტა – გეცნოთ, ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა... შეეცადეთ, თავად არასდროს დაუსვათ სხვას ასეთი შეკითხვები. მაგრამ, თუ თქვენ მეგობრები „არ დაგზოგავენ“ – გაუღიმეთ და შეეცადეთ, საერთოდ არაფერი უპასუხოთ – ყველაზე ღირსეული გამოსავალია.

скачать dle 11.3