კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

სინდისის მხილება
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემოთ დავინახეთ, რომ, თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილისა და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ჰქვია სინდისის მხილება და ჩვენება? ამისთვის ყოვლადვე დაუმტკიცებელია მარტო სინდისზე მიყრდნობა თვინიერ ღვთის და ჩვენი სულის უკვდავების რწმენისა, რადგანაც ამ შემთხვევაში სინდისის ჩვენება კეთილისა და ბოროტისა უმიზნოა და უმიზნოდ კი ადამიანის ცხოვრება მარადის ცვალებადობის სცენას უგალობს თავის სურვილთა საგემოვნო პიესებით და ეს ცვალება დაუმტკიცებელ უნიადაგო თვითნებლობის ზღვაში მარადის ტალღების გროვა იქნება და მეტი არაფერი. სინდისი თვითმპყრობელი როდია, რომ მასზედ დამოკიდებულება დავიმყაროთ უცვლელ იმედებით, და ან არ შეგვეძლოს გარდახდომა მისი ბრძანებისა, პირიქით, მას აქვს დამოკიდებულება ჩვენს თავისუფლებასთან. ხან წინ უძღვის მოძღვრად ზნეობა-სათნოებას და ხან დუმს უზნეო ბოროტი ცხოვრებით გადალახული. აი, ჩვენი სინდისისა და თავისუფლების ზნეობრივი გზა თუ ვითარ ცვალებადია. ამისთვის ტყუვდება, ვინც გვითითებს მხოლოდ სინდისის სამყაროზე გარდასახლებას თვინიერ ღვთის გადმოცემულ მცნებებით განტკიცებისა, ვინაიდგან სინდისიც, ღვთის რწმენაც, ჩვენი სულის უკვდავების ხედვაც, სჯული და კანონებიც, როგორც აუცილებელი სავსება და სრული წყალობა იცავს ადამიანობის კეთილცხოვრებას. ვიმეორებ, რომ სინდისი არ წარმოადგენს ისეთ მფლობელ ძალას, რომლის ხმის წაყრუება ადამიანს არ შეეძლოს და ასე, უმიზნო და მომავლის უმხედველო სულში სინდისი ნელ-ნელა ანელებს მის სამხილებელ ნათელ ჭეშმარიტებას და ბოლოს უნანელობის ნავით მსოფლიო ზღვაში მცურავი იხრჩობა უპატიოსნების მორევში.
წმიდა ალექსი ბერი


თუ გულში რწმენას ატარებთ...
თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ, არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმიდა მცნებებშია გამოხატული, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ მოშურნეობა ან მცირედ გაქვთ, მაშ არ გიყვართ ან მცირედ გიყვართ იგი. თუ ღვთისადმი თბილი გრძნობა გაქვთ ისე, რომ მისი სახელის ერთ ხსენებაზეც კი თქვენი გული სულიერი სიტკბოთი ივსება, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ, ან მცირედ გაქვთ ეს გრძნობა, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი გულში ღრმა რწმენას ატარებთ, რომ უფალია თქვენი ღმერთი, და თქვენ მისი ხართ, და რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ, არც ამ ცხოვრებაში, არც მომავალ ცხოვრებაში, რწმენას, რომელიც არის სიყვარულის ნაყოფი და შედეგი, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არ არის იგი თქვენში, ან მცირედ არის, მაშ არ გიყვართ ანდა მცირედ გიყვართ იგი. თუ თქვენ მზად ხართ, სიცოცხლე გაწიროთ უფლისათვის და ვერ ითმენთ, როცა ვინმე ღვთის საწინააღმდეგოს ფიქრობს, ამბობს ან აკეთებს; თუკი ზრუნავთ უფლის საქმეებზე, მის წმიდა ეკლესიაზე და ყველაფერზე, რაც საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის, და ცდილობთ, ყოველგვარი ზიანი აშოროთ მას, თუკი გახარებთ დედამიწაზე ქრისტეს სახელის დიდების გაზრდა, მისი ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცება და გავრცელება, ხოლო ყველაფერ ამის საწინააღმდეგო გაშფოთებთ და გაწუხებთ, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ ეს არ არის თქვენი, ან მცირედ არის, მაშ თქვენ არ გიყვართ იგი, ან მცირედ გიყვართ.
წმიდა თეოფანე დაყუდებული

ცოლქმრობის შესახებ
ხოლო, რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს;
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი.
ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე ცოლი – ქმარს.
ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი.
ნუ განეშორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით, რათა ლოცვისა და მარხვისათვის მოიცალოთ, შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.
თუმცა ამას გეუბნებით როგორც ნებართვას და არა როგორც ბრძანებას.
რადგანაც მსურს, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს. მაგრამ თითოეულს თავისი მადლი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასე, ზოგს ისე.
უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი: უჯობთ, თუ ისე იქნებიან, როგორც მე ვარ.
მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებენ, დე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას.
ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს,
მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.
ბოლო დანარჩენთ მე ვეუბნები, და არა უფალი: თუ რომელიმე ძმასა ჰყავს ურწმუნო ცოლი, და ქალი თანახმაა, იცხოვროს მასთან, არ უნდა მიატოვოს იგი.
და ცოლიც, რომელსაც ჰყავს ურწმუნო ქმარი და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
ვინაიდან ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმიდება, და ურწმუნო ცოლი – მორწმუნე ქმრისაგან, თორემ თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში არც ძმა და არც და შეკრულნი არ არიან; ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.
რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?
პირველი კორინთელთა მიმართ, თ. 6-7

скачать dle 11.3