კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ინახავენ საბანკო ანაბრებზე დავით ბაქრაძე და მისი შვილები და რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა დეპუტატის დედა

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით დავით ბაქრაძე 1972 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო და კვალიფიკაციით ელექტრონული ტექნიკის ინჟინერია, მისი სპეციალობა კი არის ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკა და ტექნოლოგია. ამის შემდეგ ცოდნა სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტში გაუღრმავებია (წლები და სწავლის ხანგრძლივობა უცნობია) და სახელმწიფოს მართვის სპეციალისტიც გამხდარა.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1997 წელს დაწყებულა პირდაპირ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერ სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ – უფროსად და, ბოლოს – დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ ან პირიქით. 2002 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში გადასულა, ჯერ – სამსახურის უფროსად, მოგვიანებით – დეპარტამენტის დირექტორად (იქ 2004 წლამდე დაყო). 2007-2008 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო, ხოლო 2008 წელს, მცირე ხნით – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. მას შემდეგ კი, მერვე წელია, საქართველოს პარლამენტის წევრია.
რაკი გრძელი საჩინოვნიკო ბიოგრაფია აქვს, ბ-ნი ბაქრაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტროს განიარაღებასა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსმა. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, შვილები და დედ-მამა. ბაქრაძეების ოჯახის უძრავი ქონების მფლობელები იმხანად იყო ბ-ნი ბაქრაძის დედ-მამა; მამის, ბ-ნი შუქრის საკუთრება იყო ორი ბინა თბილისში (80 000 და 12 000 ლარად ღირებული); დედას, ქ-ნ ლილის კი ეკუთვნოდა სურამში მდებარე აგარაკის მესამედი. სამეწარმეო საქმიანობასაც ბ-ნი შუქრი ეწეოდა, იყო რა 1997 წელს დაფუძნებული „სპექტრი 3-ის“ პარტნიორი, რამაც 1998 წელს მას 1 200 ლარი მოუტანა. ამას გარდა, მისი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტის ხელფასი იყო 520 ლარი; მისი მეუღლის, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებლის – 490 ლარი; ხოლო დავით ბაქრაძის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის – 962 ლარი.
ბ-ნი ბაქრაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, შვილები და დედ-მამა. უძრავი ქონების მფლობელები არიან: დავით ბაქრაძე, რომლის საკუთრებაა ბინა თბილისში, ლარსის შესახვევში (213 კვ.მ.) და იქვე მდებარე ავტოფარეხი (28 კვ.მ.); დედამისი, ქ-ნი ლილი, რომელსაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი თბილისში, ტიბაანის ქუჩაზე (339 კვ.მ.) და საცხოვრებელი სახლი, ასევე, ტიბაანის ქუჩაზე (287 კვ.მ.).
დეკლარაციის თანახმად, დავით ბაქრაძე „თი ბი სი ბანკის“ ანაბარზე ინახავს 40 500 აშშ დოლარს, ასევე, მისი შვილები, ეკატერინე და ნინო ბაქრაძეები, ინახავენ 20 700-20 700 ლარის ოდენობის თანხას თავიანთ ანაბრებზე. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული  მხოლოდ დავით ბაქრაძეს ჰქონდა: 12 000 აშშ დოლარი და 15 000 ლარი. სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ დეპუტატის დედა, ქ-ნი ლილი ეწევა – ის ინდმეწარმეა და ამ საქმიანობამ მას 2014-ში 4 000 ლარი მოუტანა. დავით ბაქრაძემ კი, როგორც პარლამენტის წევრმა, იმავე პერიოდში 84 465 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ჩაჩავას კლინიკის დირექტორის თანაშემწემ მარკეტინგის დარგში – 6 800 ლარი.
დავით ბაქრაძემ, აგრეთვე, შემოსავალი მიიღო ანაბრის დივიდენდის სახით – 1 950 აშშ დოლარი და სახელმწიფო ჯილდოს სახით – 6 000 ლარი, მაგრამ ჰქონდა გასავალიც, კერძოდ: შვილის, ეკატერინე ბაქრაძის სწავლის საფასური 8 000 ლარი დაუჯდა, ფიზიკური პირის ქონების გადასახადი – 1 850 ლარი; მოგზაურობა კი – 20 000 ლარი.

скачать dle 11.3