კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყარაბაღული დილემა

სეპარატისტების მომავალი ამხანაგი

 ყარაბაღის კონფლიქტი ისევ გაყინვისკენ დაიძრა, თუმცა მხარეებმა, სავარაუდოდ, თავ-თავიანთი გაკვეთილები მაინც გამოიტანეს, იმას გარდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმიჯი გაიმყარა (და მართლაც, რატომ ხარჯავ ამდენ თანხას შეიარაღებაზე და რა თავში იხლი მსოფლიო შეიარაღებული ძალების რეიტინგში 64-ე ადგილს, ჩვენ 75-ეზე ვართ მხოლოდ, თუ შენი სეპარატისტული რეგიონის დაბრუნება არ შეგიძლია?!).
მეორე მხრივ, ჩვენი მეზობელი სომხეთი ფრიად განაწყენდა რუსეთის პასიურობის გამო, მეტიც, ამ უკანასკნელს ბაქოსთვის წითელი კვერცხების გორება არც კი შეუწყვიტავს ყარაბაღში გაქანებული ომისას. ამიტომაც ერევანში იმაზეც დაფიქრდნენ, რა ჯანდაბად სჭირდებათ გიუმრის რუსული ბაზა (პირიქით, საშიშროების მომტანია, თურქეთმა თუ გამოიწია, სომხეთს დაბომბავს იმ სარჩულით, რომ რუსულ სამხედრო ბაზას ანადგურებსო).
თუმცა, რაკი სომხეთს ყარაბაღი არ უღიარებია, მით უმეტეს, არც რუსეთს, სამხედრო ხელშეკრულება კი სომხეთსა და რფ-ს შორისაა გაფორმებული, ხოლო აზერბაიჯანმა იერიში ყარაბაღის შემადგენლობაში მყოფ საკუთრივ თავის ყოფილ ტერიტორიაზე მიიტანა და ოფიციალური ერევანი უარყოფს თავისი საჯარისო ნაწილების მონაწილეობას ყარაბაღელების მხარეს, ცხადია, რომ რფ-ს ჩარევის ოფიციალური საბაბი არ ჰქონია, თუმცა უცნაურია, რომ არ დაებადა აზერბაიჯანის მშვიდობისთვის იძულების სურვილი (როგორც ჩანს, აზერბაიჯანული ტყვიები ტკბილ-ტკბილი კანფეტებია, ქართულისგან განსხვავებით).
ასეა თუ ისე, სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს ყარაბაღი და ეს ინიციატივა სომეხ კანონმდებლებს გადაუგზავნა, მოტივით (მოვიხმობ ციტატას): „ყარაბაღი აკმაყოფილებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა პირობას.“
ნაკლებ სავარაუდოა, ერევანი მოსკოვის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს: შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ან აზერბაიჯანს სომხეთის ხელით უტევს (იმის პარალელურად, რომ თავად წითელ კვერცხებს უგორებს), ან თავის მიერ აღიარებული ამ ჩვენი სეპარატისტული რეგიონებისთვის ეძებს მოკავშირეებს; ან იქნებ, სულაც, სომხეთს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარებისთვის აგულიანებს?! –

скачать dle 11.3