კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თავსა ახლად ვერვინ იშობს…“

ანუ როცა ასეთი სიყვარულია?!

 გასულ კვირას ისეთი ხმაურიანი გაყრის მომსწრენი გავხდით, ლამისაა მარგოსა და თეიმურაზ ხევისთავის კავშირის რღევის სიმწარეც კი გადაგვავიწყდა. რაკი არაფერია მუდმივი ცოდვილ მზისქვეშეთში, ენმ-ს სახემ და ერთ დროს ერთ-ერთმა ლოკომოტივმა გიორგი ვაშაძემ პარტია დატოვა, მოარული ხმებით, ნინო ბურჯანაძის მოტივით: საარჩევნო სიის ათეულში ვერ მოხვდაო, ოღონდ, ცხადია, რომ თავად განდგომილი და პარტია სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ. პრეზიდენტყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა, საერთოდაც, ბიძინა ივანიშვილის ხელი დაინახა გაყრაში.
ამ ალიაქოთის პარალელურად (მოგეხსენებათ, ჩვენს სინამდვილეში ყოფილი თანაპარტიელები ყოფილ ცოლ-ქმარზე უარესად ლანძღავენ ხოლმე ერთმანეთს), „ოცნებელმა“ გედეონ ფოფხაძემ გიორგი ვაშაძე ფრიად დადებითად დაახასიათა და ისიც კი გაგვიმხილა, რომ ის (ანუ ვაშაძე) ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო კამათის დროს.
მეტიც (მოვიხმობ ბ-ნი ფოფხაძის ციტატას): „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვიღაც ტოვებს და აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენ ხელი რატომ უნდა ვკრათ?! ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ადამიანური რესურსი, რომელიც ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე, მის საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, უნდა იყოს ერთად.“
როგორც ჩანს, ბ-ნი ფოფხაძე არ ეთანხმება შოთა რუსთაველს, სადაც ის ამბობს: „თავსა ახლად ვერვინ იშობს, ავსა კარგით ვერვინ შეცვლის“, ხოლო არ ეთანხმება, რადგან ასეთი სიყვარულია?! –

скачать dle 11.3