კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს“

ანუ ტყე არ შეუნახო შვილებსა?!

 იელის უნივერსიტეტმა გარემოს დაცვის ინდექსი გამოაქვეყნა (მსოფლიოს 180 ქვეყნის მაგალითზე) და ყველაზე მწვანე ქვეყნის საპატიო სტატუსი ფინეთმა მოიპოვა – 90 სარეიტინგო ქულით (ქვეყნები სხვადასხვა ინდიკატორით 100-ქულიანი სისტემით ფასდებოდა).
აღმოჩნდა, რომ დედამიწის სამ-ნახევარი მილიარდი მცხოვრები საფრთხის შემცველი ჰაერის პირობებში ცხოვრობს, თუმცა სასიხარულო ისაა, რომ 550 მილიონამდე შემცირებულა მათი რიცხვი, ვისაც სუფთა სასმელი წყალი არ აქვს.
ზემოხსენებულ 180-თა შორის ჩვენმა საქართველომ 111-ე ადგილი დაიკავა (დაახლოებით, 65 ქულით), ჩვენი მეზობელი სომხეთი 37-ეზეა, აზერბაიჯანი – 31-ზე, ხოლო ყაზახეთი – 69-ეზე. გულისმომკვლელია, რომ „მწვანეობაში“ გვისწრებს ირანიც და ეგვიპტეც.
თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში დედამიწაზე არსებული 52 სახეობის ნიადაგიდან 49-ა წარმოდგენილი და საქართველოს ტერიტორიის 60 პროცენტზე მეტი ტყის მასივია, აშკარაა, დიდი მოხერხება უნდა სამოთხის გაუდაბნოებას.
ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ მიწებსაც ვაცდენთ (იმას გარდა, რომ გარემოს ღორებზე მეტად ვაბინძურებთ), მაგრამ დიდად ვაპროტესტებთ, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ ამ ჩვენი  მიწის ყიდვა-დამუშავებას, გამოდის, რომ იმ ავი ძაღლის როლში ვართ, თვითონაც რომ მშიერია (რატომღაც) და არც სხვას აძლევს დაპურების საშუალებას?! –

скачать dle 11.3