კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ორსულობის დროს და რა არის ექიმ რევაზ სულუხიას ნატვრა

რევაზ სულუხია – ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის  პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  ჩვენი მკითხველებისა და პაციენტების მიერ  პროფესიონალ და გულისხმიერ მეან-გინეკოლოგად დასახელებული.
მინი-დოსიე: ჩაირიცხა ქალაქ რიგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
გაიარა მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე.
დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ლენინგრადის ოტტის სახელობის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალიზებულ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე.
სამუშაო ადგილები: გულრიფშის სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგე;
სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი;
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი;
ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი.               
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით” –  „...მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის; ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის; მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის”.

– ბატონო რევაზ, როგორია თქვენი სამუშაო დღე და არის თუ არა თქვენთვის ეს რუტინა?
– არავითარ შემთხვევაში, ეს რუტინა არ გახლავთ.  მამაჩემი ექიმი იყო და ჩვენს ოჯახში მედიცინა განსაკუთრებულ სიმაღლეზე იდგა. ეს პროფესია მე სიყვარულით ავირჩიე და ჩემს შვილებსაც იმავეს ვურჩევ. შაბათ-კვირასაც რომ ვიმუშაო, ეს პროცესი არ მღლის. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა იცი, რომ ახალი სიცოცხლის დაბადებას უწყობ ხელს, ან ვიღაცას ეხმარები სიცოცხლის შენარჩუნებაში. ორ სულთან გაქვს შეხება და, შესაბამისად, გაზრდილია პასუხისმგებლობაც.
–  როგორ ფიქრობთ,  თქვენი დაკვირვებით,  სტატისტიკურად თუ გაიზარდა მშობიარობა საქართველოში და რამდენად მზარდია ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები?
– მედიცინა ძალიან აქტიურადაა გადაჯაჭვული სოციალურ ფონთან და პრობლემატიკასთან. მაგალითად, ეთნოკონფლიქტების დროს,  როგორც წესი, შობადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საზოგადოების ნორმალური და მშვიდობიანი განვითარების პერიოდში. თუმცა, ამის  მიუხედავად, შობადობა დინამიკაში იზრდება, მაგრამ, ზოგადად, მიგრაციულმა ფონმა, დასაქმების პრობლემამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა შობადობის მკვეთრი კლება საქართველოში. ეკონომიკური დონის ამაღლებასთან ერთად, ბუნებრივია, იზრდება შობადობის რიცხვიც. ანალოგიურადაა მიბმული ამ ფაქტორზე ქალთა  გინეკოლოგიური პრობლემატიკის სტატისტიკაც.
–  რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალბატონებმა ორსულობის პერიოდში, რომ პრობლემებმა არ იჩინოს თავი?
– ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან და მედიცინის სათავეებიდან მოყოლებული, 4 მნიშვნელოვანი ფაქტორია: გენეტიკური ფაქტორები, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და გარემო პირობები. მართალია, დღეს, რატომღაც, მოდაში შემოვიდა ის საკითხი, რომ თითქოს  ორსულისთვის კვებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და, რასაც მოსთხოვს ორგანიზმი, იმით უნდა იკვებოს. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ეპოქის დიდი მკვლევრები და ექიმები ამბობდნენ, რომ ჯანსაღი კვება და ეკოლოგიური საკვები, სწორი რაციონი და დღის სწორად განსაზღვრული რეჟიმი აუცილებელი ფაქტორებია.
– ბატონო რევაზ, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო დროს გახშირდა საკეისრო კვეთით მშობიარობა.
– თუ საკეისრო კვეთის ჩვენება არ არის დედის ან ნაყოფის მხრივ, რასაკვირველია, ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია.
– კონკრეტულად რა ტიპის  ოპერაციები კეთდება თქვენს დეპარტამენტში?
– ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა ტიპის ურთულესი სამეანო-გინეკოლოგიური ოპერაციები. ვინაიდან პერინატალური დეპარტამენტი განლაგებულია მრავალპროფილიანი კლინიკის ბაზაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შეკრება, რომლებსაც აქვთ შერწყმული ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილება.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნატვრა და სურვილი?
– მე სოხუმელი კაცი ვარ და, ვისურვებდი, რომ ჩვენ ყველა ერთად შევხვდეთ სოხუმში და  ინტერვიუ ჩავწეროთ იქ, ძირძველ ქართულ მიწა-წყალზე.

скачать dle 11.3