კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ბანკმა“ სრულიად ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა

წამყვანი ბანკი მომხმარებლისთვის ელექტრონული საბანკო პროდუქტების მიწოდების ახალ ტალღას იწყებს

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებითა და საინტერესო პროექტებით. „საქართველოს ბანკმა“ ამჯერად სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ განაცხადა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, www.ibank.ge-ზე 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეასრულოს ყველა საბანკო ოპერაცია. მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი დავით ბირმანი გვესაუბრება.
– უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. პროდუქტზე მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ რამდენიმე დეპარტამენტი და პროდუქტი მთლიანად კომპანიის შიგნით დამზადდა, რაც საქართველოში ხშირად არ ხდება. სამი გუნდის მუშაობის შედეგად მივაღწიეთ ამ წარმატებას. ამ სიახლის წარდგენით ვიწყებთ ელექტრონული საბანკო პროდუქტების ახალ ტალღას ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის და, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სიახლეები მრავლად იქნება.
მნიშვნელოვანი სიახლეები კი შემდეგია: ინტერნეტბანკის დისტანციური აქტივაცია – დღეიდან მომხმარებელი  ინტერნეტბანკის გააქტიურებას ბანკში მისვლის გარეშეც შეძლებს. დისტანციურად  აღადგენს ასევე ინტერნეტბანკის პაროლს. მეტი სიმარტივისთვის მომხმარებელს ახალ ინტერნეტბანკში დახვდება ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა ექნება, ჩაწეროს ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ და მარტივად იპოვოს ის.
ასევე, მარტივადაა შესაძლებელი, მომხმარებელმა მართოს ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით. იმისათვის, რომ არ გამორჩეს გადახდის დღეები, საკმარისი იქნება, კალენდარზე თავად მონიშნოს ან აკონტროლოს ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები; ინტერნეტბანკში მომხმარებელი ასევე ნახავს „საქართველოს ბანკის“ მიერ პირადად მისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, რის შემდეგაც მას შესაძლებლობა ექნება, ინტერნეტბანკშივე გაააქტიუროს საბანკო მომსახურება ან პროდუქტი.

скачать dle 11.3