კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული თხილი – ევროპულ ბაზარზე, კომპანია „SRT“-ს ექსპორტით

ცნობილი მსოფლიო ბრენდების ტკბილეული, როგორც ირკვევა, საქართველოში მოყვანილი და რეალიზებული თხილითაც კეთდება. ექსპორტის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. ევროპასთან და დასავლეთის ეკონომიკურ პროგრესთან ინტეგრაციამ აჩვენა, რომ ქართულმა  პროდუქციამ  მშვენივრად მოახერხა  დასავლურ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება და ადგილის პოვნა, თანაც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქციაც გახდა.  აღსანიშნავია, რომ უცხოეთის ბაზარზე არა მხოლოდ მძლავრი ქართული ბრენდები,  ღვინის ცნობილი მწარმოებლები და მსხვილი ბიზნესგიგანტები იმკვიდრებენ თავს, არამედ  თხილის ექსპორტიორებიც. მათ შორისაა კომპანია „SRT” – ზუგდიდის რაიონში.

 დემურ არდია (კომპანია „SRT”-ს დამფუძნებელი): ქართულ თხილს თავისი კომპონენტები აქვს, რითაც ის მსოფლიო ბაზარზე გამოირჩევა.  კომპანიის საქმიანობა თხილის გადამუშავებასა და ექსპორტს მოიცავს. ჩვენ  ფერმერებისგან და მოსახლეობისგან ვიძენთ ადგილობრივი წარმოების თხილს და ვახდენთ მის გადამუშავებას.  ქართულ თხილზე მოთხოვნა დღეს მზარდია. ევროპაში ქართული თხილი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ გავგზავნეთ და მან საყოველთაო აღიარება  მოიპოვა. ასე რომ არ იყოს, ამდენი წლის განმავლობაში მასზე მზარდი მოთხოვნები არ იქნებოდა.
– ვინ არიან თქვენი პარტნიორები? გვიამბეთ მათ შესახებ.
–  უკვე 19 წელიწადია, რაც ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს იტალიურ კომპანია „STELLIFERI  & ITAVEX-სთან“, რომელიც 19 წელიწადია უკვე ჩვენს თხილს იძენს. მისი ხელმძღვანელი და ჩვენი უცვლელი ბიზნესპარტნიორი გახლავთ ცნობილი ევროპელი ბიზნესმენი პიეტრო სტელიფერი. მისი ვაჟი ყოველ წელიწადს ჩამოდის საქართველოში და პირადად ადევნებს თვალს საწარმოო პროცესს. თანდათან ვვითარდებით და ვიხვეწებით, წარმადობამ იმატა და, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი კომპანია ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორად ითვლება საქართველოში.
– როგორც ვიცი, თქვენ დაგაჯილდოეს კიდევ როგორც  სერიოზული ექსპორტიორი.
–  დიახ, ჩვენ ვართ სერიოზული ექსპორტიორი და, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებითაც, ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ვართ. ამიტომაც ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი. მუდმივად უნდა ხდებოდეს მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღება, რომ საწარმოში იყოს აუცილებელი პირობები სამუშაო სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე  ადამიანი, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში განიხილება მუშახელის რაოდენობის ზრდაც. ეს დამოკიდებული იქნება დაკვეთების სიხშირესა და მასშტაბებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს საწარმოსთან დაკავშირებულია თხილის მომპოვებელი არაერთი მცირე და საშუალო საწარმო, რომლებიც ჩვენი პოტენციური პარტნიორები არიან და რომელთა საქმიანობაც მიბმულია ჩვენი საწარმოს მუშაობაზე.
–  რა აუცილებელი კომპონენტებია საჭირო  რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის? იქნებ ვრცლად მოგვიყვეთ, თქვენი შეხედულება ბიზნესის ხელშეწყობაზე?
– ამ მხრივ ნაბიჯებს სახელმწიფოს მხრიდან ახლაც ვხედავ. ძირითადად,  ეს უნდა განისაზღვროს შემოსავლების სამსახურისა და ბიზნესკომპანიების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით. ეტაპობრივად უნდა  მიმდინარეობდეს  თხილის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხელის შემშლელი ფაქტორის გადასინჯვა და რეგულაციების გონივრულად დაწესება. თხილის კულტურა საქართველოში მართლაც რომ მაღალი სტანდარტისაა, თუმცა, თავად ბიზნესი, პატარა ბავშვივით, ჯერ ისევ განვითარების ფაზაშია. ამიტომაც, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას.

скачать dle 11.3