კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოუთვალა პუტინმა ვარლამ ლიპარტელიანს თავისი ფავორიტი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ

ყაზანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. გარდა ამისა, ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი ჩამოიტანეს და უკვე მერვედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები გუნდურ ორთაბრძოლაში... ვარლამ ლიპარტელიანის წარმატებული კარიერის შესახებ ყველას სმენია, ის ერთ-ერთი საამაყო ქართველი სპორტსმენია. ჩემპიონის მეუღლე ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი – გიული ჭკუასელია. როგორია წყვილის იდილია და მათი სასიყვარულო ისტორია, სტატიიდან შეიტყობთ.
ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგით კმაყოფილი ვარ – მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი. მერვე მედალი მოვიპოვე კარიერაში ევროპის ჩემპიონატებზე. გუნდურს რაც შეეხება, ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრები მოგვიწია.  ყველა შეხვედრა ვიჭიდავე. გვინდოდა, ფინალურ ორთაბრძოლაში ფრანგები გამოსულიყვნენ, რადგან შარშან ფრანგებთან დავმარცხდით და მეორე ადგილი ავიღეთ. საბოლოოდ რუსებს შევხვდით და, თავიანთ ქვეყანაში, თავიანთი გულშემატკივრის წინაშე დავამარცხეთ, საქართველოს ისტორიაში კი მოვიპოვეთ მერვე მედალი გუნდურ ჩათვლაში.
– გიული, როგორც ვიცი, საუკეთესო გულშემატკივარი ხარ. რთულია, იყო ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე?
გიული ჭკუასელი: ძალიან რთულია, რადგან ყველას გვიწევს, ჩვენი ცხოვრება ლიპოს ცხოვრებას მოვარგოთ. ლიპოს იმიტომ ვეძახი, რომ თანაკლასელები ვიყავით და ბავშვობიდან შეჩვეული ვარ. ვიდრე ძიუდოში გავერკვეოდი, საერთოდ არ ვნერვიულობდი და ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მოიგებდა. ეს ნერვიულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც უფრო მეტად ჩვერთე ძიუდოშიც და მის ცხოვრებაშიც. ახლა რომ ვხედავ, რად უჯდება თითოეული შეხვედრა და რამდენ შრომას მოითხოვს ეს ყველაფერი ძალიან ვუფასებ. ოჯახიდან სულ წასულია, წლის განმავლობაში ძალიან ცოტა დროს ატარებს ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, მის თითოეულ შეხვედრას ფასი აქვს ჩვენთვის, მისი თითოეული მედალი ღირებულია.
– როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
ვარლამი: ბავშვობიდან, მეხუთე კლასიდან მქონდა მის მიმართ სიმპათიები. მართალია, მეხუთე კლასში სიყვარულზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ, სულ მქონდა ერთად ყოფნის სურვილი. მოგეხსენებათ, გოგონების მხრიდან როგორც ხდება ხოლმე, ამიტომ, დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ერთად ვყოფილიყავით. თავიდან რომ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, მიპასუხა – რომ დამინახავ, გზის მეორე მხარეს გადადიო. გამიბრაზდა (იცინის).
გიული: იმიტომ, რომ ვმეგობრობდით. დედა სვანი მყავს და, რომ გავიგე, ლენტეხელი გადმოვიდა ჩვენს კლასში, გამიხარდა. თვითონ ახსოვს და მითხრა, რომ, თურმე, მივსულვარ და მითქვამს, დედა მყავს ლენტეხელი-მეთქი.  მოკლედ, მეგობრული დამოკიდებულება რომ მქონდა, ცოტა რთულად გადავიტანე მისგან სიყვარულის ახსნა. პატარაობიდანვე ძალიან რომანტიკული იყო – მეშვიდე კლასში ვიყავით, როცა ყოველდღე ვარდებს მახვედრებდა კართან. ძალიან მრცხვენოდა, მეთქვა, რომ ეს ყვავილები ჩემი იყო, არადა, რომ მომიტანდა, მერე მესიჯებს მწერდა. ჩემი და ამბობდა, მე მიგზავნიან თაყვანისმცემლებიო. (იცინის) მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ თანაკლასელები აღარ ვიყავით, არ იკარგებოდა. შეიძლება, სამი-ოთხი თვე არ შემხმიანებოდა, მაგრამ მერე რაღაცას მომწერდა, თუმცა იყო პერიოდი, როცა დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩნდა. 2008-ში მოიგო მსოფლიო და ტელევიზიით მიუძღვნეს დიდი სიუჟეტი, რომ იყო აღმოჩენა; თან, მოსკოვში პუტინის ფავორიტი დაამარცხა და იქ პირდაპირ თქვეს: პუტინი გაგიჟდა ლიპარტელიანზე და შემოუთვალა კიდეც – გადმოდი და რუსეთის სახელით იჭიდავეო. სხვათა შორის, ვარლამზე ეს სიუჟეტი ნახა დედაჩემმა და დამიძახა – მოდი, ნახე, შენი კლასელიაო (იცინის). ძალიან გამიხარდა, რომ ამხელა წარმატებას მიაღწია. მაშინ მოვძებნე სოციალურ ქსელში და მივწერე, ოღონდ, სამი-ოთხი წელი იყო გასული და, ვერც ვიფიქრებდი, თუ რამე გრძნობა კიდევ ჰქონდა ჩემ მიმართ. მერე, რომ მივულოცე, ისევ დავიწყეთ კონტაქტი და განახლდა ურთიერთობა. თან, მაშინ სტუდენტი ვიყავი და ბევრი დრო არ მქონდა. სადმე წავიდეთო, – მეუბნებოდა ხოლმე, მე კიდევ, არ მეცალა. ბოლოს მითხრა: არასდროს გცალია, დილით გამოგივლი და მე წაგიყვან უნივერსიტეტშიო. ეს რომ მომწერა, მაშინ მივხვდი, რომ ისევ მოვწონდი და კვლავ დისტანციის დაჭერას შევეცადე.
– ვარლამ, საბოლოოდ როგორ მოახერხე გიულის გულის მოგება?
ვარლამი: მაინც დავითანხმე (იცინის). ყველაფერს ვერ მოვყვებით, ძალიან შორს წაგვიყვანს. 12 წელი გრძელდებოდა ეს ურთიერთობა. დიდი შრომის შედეგად, ნელ-ნელა, როგორც სპორტში მოდის წარმატება, ასე მომიწია სიყვარულშიც. გყვავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – დემე და დათი. გამიმართლა – ისეთი ადამიანია ჩემ  გვერდით, ვისთვისაც ყოველთვის მსურდა ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა.
გიული: აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, მაგრამ, ურთიერთობა საერთოდ არ გვქონდა და მაშინ მომწერა – იმიტომ ვიგებ, შენ  რომ გაიგოო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მიმაჩნდა, რომ არ მქონდა სიმპათიები ვარლამის მიმართ, ამ სიტყვებით ძალიან ამაყი ვიყავი. ისე მიხაროდა, ყველას ვუყვებოდი: ხომ იცით, ძალიან მაგარი ვარლამ ლიპარტელიანი რომ არის, ის, თურმე, ჩემ გამო იგებს-მეთქი (იცინის).
ვარლამი: სტიმული იყო ჩემთვის. როცა უკვე ოჯახებმაც გაიგეს ჩვენ შესახებ, 2012 წელს ვჭიდაობდი ევროპის ჩემპიონატზე და ვთხოვე გიულის მამასა და ბაბუს, გიული გამოეშვათ.  თუ გუნდთან ერთად წამოვიდოდა, შევპირდი, რომ ოქროს მედალს ჩამოვიტანდი. შეხვედრა უცხოეთში ტარდებოდა და, წარმოიდგინეთ, მამისთვის რა რთულია გოგოს გაშვება მსგავს სიტუაციაში. მოხდა ისე, რომ შეგვისრულეს ეს თხოვნა. ჩვენ ადრე წავედით, გიული კი შეჯიბრებაზე ჩამოვიდა. როგორც ახლა, მაშინაც, მთლიანმა გუნდმა მოიგო, მეც გავხდი ჩემპიონი და ბიჭებმა გიულის „გუნდის თილისმა” უწოდეს  (იცინის). პირველად მაშინ გახდა ცნობილი, რომ ჩემი შეყვარებული იყო და ჩემი საცოლე ჩემთან ერთად იმყოფებოდა.
გიული: ფოტოც არის – თითს იშვერს მაყურებლისკენ. მე ვიჯექი იქ, მე მომიძღვნა ეს გამარჯვება და თითიც ჩემკენ გამოიშვირა. აეროპორტში ლიპოს დედამ მითხრა – აქამდე სად იყავი, რამდენი ოქრო დაგვაკარგვინეო (იცინის). ერთი ისტორიაა კიდევ, პარიზის „გრანდ სლემი” რომ მოიგო. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და, ბუნებრივია, ვერ წავედი. ჩემთან იყო ჩემი მეჯვარე და ერთად ვუყურებდით. ფინალში, ვიდრე სპორტსმენები ტატამზე გამოვლენ, მანამდე აჩვენებენ, როგორ ემზადებიან. ეს კადრია და, ამ დროს ჩემი მეჯვარე კივის – ქამარზე შეხედეთო და, ეწერა „ლიპოს პლუს გიუ” (იცინის). ეს არ ვიცოდი, ნათქვამი არ ჰქონდა და სიხარულისგან ტირილი დავიწყე.
– გიული, თავად თუ ცეკვავ? ბაბუმ რა გითხრა, როცა გააცანი?
– ძალიან პუტკუნა ვიყავი და ცეკვის მასწავლებელი არ მიღებდა (იცინის). მაგრამ, ისეთი დგომა მქონდა, რომ გაოცებულა და უთქვამს, მოიყვანეთო. ბაბუას არ უნდოდა, რომ მეცეკვა, რადგან, მიაჩნია, რომ საქართველოში არაა ეს სფერო დაფასებული. სწავლითაც კარგად ვსწავლობდი და, მითხრეს – მოდი, რა, ისწავლეო (იცინის). ისე, „ერისიონში” ვცეკვავდი – მამიდაჩემი ცეკვავდა „აჭარულის” სოლოს და მერე მე მომცეს. ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო, როცა ამბობდნენ, ღირესულად ჩაანაცვლა მამიდაო.
ბაბუმ ლიპო პირველად, სამწუხაროდ, დედაჩემის პანაშვიდზე ნახა. ისე, ჩემი ოჯახი ლიპოზე გიჟდებოდა. დედას ძალიან მოსწონდა და სულ სანთელს უნთებდა, როცა ჭიდაობდა. როცა ვამბობდი, რომ ჯერ არ მცალია შეყვარებულისთვის და გათხოვებისთვის-მეთქი, ვინც მხარს მიჭერდა, იყო ბაბუ. სულ ამბობდა: შეეშვით, დაანებეთ თავი, როცა დრო მოვა თავად გადაწყვეტს ყველაფერსო. ესენი კიდევ, ამბობდნენ, ეს ისეთი ბიჭია, ტაციობაა მასზეო. ერთადერთი მხარდამჭერი მყავდა ბაბუ, მამა საერთოდ არ იღებდა ხმას. ლიპო რომ გაიცნო, სახლში მოვიდა და მითხრა: ეჰ, ბაბუ, შენ თავში ტვინი არ გქონიაო (იცინის). მე გავხედე და – შენც, ბრუტუს-მეთქი? (იცინის) ყველას ძალიან გაუხარდა, რომ, ბოლო-ბოლო, გამომტეხეს სიყვარულში.

скачать dle 11.3