კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეცა ღალატის გამო ტფილისი

ქართლის მეფე გიორგი მეცხრე, დავით მეათის უმცროსი ძმა,  ბერად შედგა და მეფობა დაუტოვა თავის ძმისწულს, ლუარსაბ პირველს, ღვთისმოყვარე ადამიანს, მტერთა მომსვრელს, უშიშარ მეომარს.
ლუარსაბი დაქორწინებული იყო იმერეთის მეფის ბაგრატ მესამის ასულ თამარზე. ქართლისა და იმერეთის მეფეები ეხმარებოდნენ ერთმანეთს სეპარატისტებისა და უცხოელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განიმტკიცა ხელისუფლება ლუარსაბ მეფემ ქართლში. კათალიკოსი მცხეთისა იყო გერმანე, ტფილელი მღვდელმთავარი – დომენტი, მროველი ეპისკოპოსი – გედევანი.
ცოტა ადრე სპარსეთის მბრძანებელი გახდა შიიზმის მიმდევარი თურქული ტომების, ყიზილბაშების მეთაური, არდაველიდან, შაჰ-ისმაილ პირველი, შეიხ ჰეიდარის ძე, სეფიური ორდენის ჩამომყალიბებლის, შეიხ სეფი ად-დინ არდაველელის შთამომავალი. შაჰ-ისმაილი იყო ძლიერი მეომარი, გამოცდილი სარდალი და ნიჭიერი პოეტი. 1500 წელს მან, ყიზილბაშების (წითელქუდიანთა) თურქული ტომების მხარდაჭერით, დაიპყრო აზერბაიჯანის ნაწილი და ქალაქი ბაქო.
1503 წელს, შარურთან (ნახჭევანში) ბრძოლაში, დედის მხრიდან თავის ბიძაშვილთან, უზუნ-ჰასანის შვილიშვილთან, აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიანთა) მეთაურ, სულთან ალვენდ ხანთან და მის თურქმანებთან გამარჯვებაში ისმაილს დაეხმარნენ ქართლის, კახეთისა და სამცხის სამხედრო ნაწილები, 9 000 ქართველი, (3 000-3 000 თითოეული სახელმწიფოდან), როდესაც ისმაილს, მხოლოდ 7 000 მეომარი ჰყავდა. ქართველებმა და ისმაილმა დაამარცხეს ალვენდ ხანის 30 000-იანი არმია. სამაგიეროდ, ისმაილი ქართველებს შეჰპირდა, რომ გაათავისუფლებდა ხარკისგან, რომელსაც უხდიდნენ აყ-ყოინლუს (აღ-ყოინლუს) სულთანს. შემდეგში ქართველებმა დაამარცხებინეს ისმაილის სხვა ბიძაშვილი, ასევე დედის მხრიდან, აყ-ყოინლუს მეორე ნაწილის მმართველი მურადიც. ამგვარად, ისმაილმა დაიპყრო მთელი ირანი და თავი გამოაცხადა შაჰინშაჰად. მან დააარსა სეფიანთა სპარსეთის დიდი იმპერია, რომლის დედაქალაქი გახდა თავრიზი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა შიიზმი.
შაჰ-ისმაილმა ირანის გარდა, დაიმორჩილა შუა აზიის ნაწილი, ერაყი, სომხეთი, ქურთისტანი – მდინარე ამუდარიიდან ევფრატამდე. თავს აცხადებდა მაჰმადიანთა სარწმუნოების ჩამომყალიბებელი მუჰამედის ბიძის, აბუ თალიბის ვაჟის, მეოთხე ხალიფა – ალის შთამომავლად, რომელსაც ცოლად ჰყავდა მუჰამედის ასული. ამ ვითარების გამო განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდნენ მას ქვეშევრდომები. დედამისი იყო ჰალიმა (იგივე მართა), აყ-ყოიუნლუს, თეთრბატკნიანთა მბრძანებლის, ალვანდისა და მურადის პაპისა - უზუნ ჰასანისა და მისი ცოლის, ტრაპიზონის იმპერატორის იოანე მეოთხის (კალო იოანეს) ასულის, თეოდორას (ეკატერინეს), იგივე დესპინე-ხათუნის ქალიშვილი.
სხვათა შორის, იოანე მეოთხეს პირველ ცოლად ჰყავდა ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე პირველი დიდის ასული (სახელი უცნობია). ამგვარად შესაძლოა დესპინე მისი ქალიშვილიც იყო. ყოველ შემთხვევაში, იოანეს მამას, ალექსი მეოთხეს დედა ბაგრატიონის ქალი ჰყავდა. ანუ ისმაილ პირველის ძარღვებში ბაგრატიონთა სისხლიც ჩქეფდა.
ისმაილმა 1508 წელს დაიპყო ბაღდადი და სუნიტური სარწმუნოების სიწმინდეები შებღალა.
1512 წლიდან ოსმალეთის ტახტზე იჯდა სელიმ პირველი. ის დაუნდობელი მბრძანებელი იყო. უფლისწულობის დროს ცხოვრობდა დაპყრობილ ქართულ მიწაზე, ლაზეთში, ტრაპიზონში. ტახტზე ასვლისას დახოცა ძმები, რათა არ შესცილებოდნენ ხელისუფლებაში. ბრძოლა გამოუცხადა შიიზმს და დაახოცინა აღმოსავლეთ ანატოლიის შიიტი მოსახლეობის დიდი ნაწილი.
შაჰ-ისმაილისა და ოსმალეთის სულთნის, სელიმ პირველის ინტერესები დაეჯახა ერთმანეთს. ისინი ბუნებრივად იყვნენ მტრები, როგორც პოლიტიკურად, ისე სარწმუნოებრივად. ოსმალეთსა და ირანს შორის დაიწყო ომი. 1514 წელს, ჩალდირანში, ისმაილი დამარცხდა სელიმთან ბრძოლაში, რადგან ოსმალებმა 300 ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რაც დიდ უპირატესობას აძლევდა მათ. ისმაილის პირადი ნივთები ხელში ჩაუვარდა სელიმს და ახლაც გამოფენილია სტამბულის თოფქაფის (სათოფე სასახლის) მუზეუმში. ოსმალებმა თავრიზიც კი აიღეს დროებით. ისმაილმა დაკარგა ერაყი, ქურთისტანი, სომხეთი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავდა სეფიანთა სახელმწიფოს დაცემას. ისმაილის იმპერია მაინც გაძლიერების გზაზე იდგა.
ქართველი პოლიტიკოსების წინა თაობებმა, ორი დიდი იმპერიის აღმავლობას დაქუცმაცებული საქართველო შეაგებეს, დაშლილი და ურთიერთბრძოლაში ჩაბმული.
გამოემგზავრა უმადური ისმაილი ქართლისკენ და მივიდა აღჯაყალას ციხესთან (თეთრციხე, გაგისციხე), ქვემო ქართლში.
ლუარსაბმა შეკრიბა ჯარი და გამაგრდა ტფილისში. შაჰ-ისმაილმა გამოაგზავნა თავისი სარდალი ყარაფირი მრავალრიცხოვანი ჯარით. მერე მათ საშველად გამოაგზავნა მისკარბაში (მონადირეთა უფროსი) ელიასბეგი, ასევე მრავალრიცხოვანი ლაშქრით. თვითონაც ვერ მოისვენა, იქნებ ქართველებმა ესენი დამიმარცხონო და თავადაც წამოვიდა, უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით.
ლუარსაბი გამოვიდა ტფილისიდან, მივიდა თელეთის ღელესთან და იქ განალაგა ჯარი. მოვიდა ყარაფირი, დაიწყო ბრძოლა. სპარსთა ქრონიკებში აუწერიათ ქართველების გმირული შემართების შესახებ. მრავალი ყიზილბაში მოსრეს ჩვენმა წინაპრებმა. დანარჩენები გააქციეს. 
გაქცეულ ჯარს წინ შეეგება ელიასბეგი თავის ლაშქრით, გამოაბრუნა გაქცეულები და ახალი ძალით დაიძრნენ ქართველთა ლაშქრისკენ. სასტიკი ბრძოლა გაიმართა კვლავ. დახოცეს უამრავი ყიზილბაში ქართველებმა.
ამასობაში თელეთის მთაზე, ტაბახმელაში ამოვიდა თავად შაჰ-ისმაილი, გადმოხედა და იხილა თავისი ჯარი დამარცხებული და გაქცეული, რომელსაც მისდევდნენ გალაღებული ქართველები. უბრძანა ყარა-ყოინლუს ნაწილებს და შეუტიეს ზურგიდან ქართველებს. დაღლილები იყვნენ ქართველნი ხანგრძლივი ომისგან, დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. დანაკუწებული ქვეყნის ერთი ნაწილის მეომრები რას გაუძლებდნენ სპარსული იმპერიის მრავალრიცხოვანი ჯარების შემოტევას.
წავიდა ლუარსაბი ზემო ქართლში, უნდოდა ახალი ძალების შეკრება და შაჰ-ისმაილთან შებრძოლება კვლავ. ვერ შეძლო, რადგან დაფანტულნი იყვნენ ქართველები.
წამოვიდა შაჰ-ისმაილი და ტფილისის ციხეს მოადგა. სიცოცხლის შენარჩუნებას და დიდძალ საჩუქრებს შეჰპირდა ტფილისის ციხისთავს ირანის შაჰი. წავიდა და ტფილისის ციხეში ჩააყენა თავისი ციხიონი. რომ არ მიეცა ციხისთავს ციხე და მცირე ხანს გამაგრებულიყო, მოვიდოდა მეფე ლუარსაბი და თუ ღმერთი ინებებდა, დიდ ჭირს შეამთხვევდა ირანის შაჰსო, წერს მემატიანე.
გავიდა თუ არა ქვეყნიდან ირანის შაჰი, ქართლის მეფემ დაიწყო სამეფოს გათავისუფლება და კვლავ დაიკავა ქართლი. ტფილისიც გამოგლიჯა მტერს.
მოკვდა შაჰ-ისმაილი და ირანის შაჰი გახდა მისი ძე - თამაზი.
შაჰ-თამაზმა გააგრძელა მამის დამპყრობლური პოლიტიკა. ტფილისი რომ კვლავ დაიბრუნა ლუარსაბ მეფემ და გაამაგრა, გამწარდა თამაზი, რომელიც იმ დროს ყარაბაღში იმყოფებოდა. საიდუმლოდ გამოაცხადა ჯარის მზაობა, ქართლელებს რომ არ გაეგოთ და არ მომზადებულიყვნენ ჯეროვნად. 12 000 ყველაზე გამოცდილი მხედრით საიდუმლოდ დაიძრა ტფილისისკენ.
იმ ხანებში ლუარსაბ მეფე მგლოვიარე იყო, მცირეწლოვანი ვაჟი მოკვდომოდა და მცხეთაში იყო დედოფალთან და თავის საყდრიონთან ერთად ვაჟის დასაკრძალად. იმ ღამეს შაჰ-თამაზი შეუმჩნევლად მიადგა ტფილისს.
ტფილისის ციხისთავმა, გულბაათმა, რომ გაიგო სპარსების მოულოდნელად შემოტევა, შეეშინდა, ლუარსაბ მეფემ არ დამსაჯოსო, რადგან სიფრთხილე ვერ გამოიჩინა და მტრის გადაადგილების შესახებ ცნობები არ მოიპოვა. გამოვიდა ზემოციხიდან და ჩაბარდა შაჰს. ციხის მცველებმა ეს რომ გაიგეს, გაიფანტნენ. ზოგი თამაზთან მივიდა. მან დაასაჩუქრა მოღალატეები და შიიზმი მიაღებინა.
მძვინვარე შაჰმა მოასრევინა ტფილისის  მოსახლეობა.
მეფემ ეს რომ გაიგო, ტფილისისკენ დაიძრა, მაგრამ ჯარის შეკრება ვერ მოახერხა. ვინც სასწაულებრივად გადარჩა, ტფილისიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან გაიქცა და ტყეებსა და მთებს ეხიზნებოდა.
შაჰმა გაამაგრა ტფილისი და კვლავ ყარაბაღისკენ გაემგზავრა. ეს რომ ლევან კახთა მეფემ შეიტყო, დიდი საჩუქრებით ეახლა თამაზს და მორჩილება გამოუცხადა. ეახლა ყვარყვარე ათაბაგის ძე ქაიხოსროც.
ლუარსაბ მეფე დანებებას არ აპირებდა.
შაჰ-თამაზი ნახჭევანს გაემგზავრა, იქაურობაც ააწიოკა და კვლავ დაიმორჩილა.

скачать dle 11.3