კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ის, რაც აკრძალულია



ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია სწორი სტრატეგიის შემუშავება. არ არსებობს რაღაც კონკრეტული აკრძალვები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ... მით უფრო, როცა საქმე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ეხება.
მაგალითად, არასოდეს „დაარტყათ“ მეუღლეს – საყვარელ ადამიანს „მტკივნეულ ადგილას“. ანუ, თუ იცით, რა აწუხებს მას, კიდევ უფრო არ უნდა გაუმწვავოთ. თუ კაცი მაღალი ტანის არ არის, „ჯუჯაო“ არ უნდა დაუძახოთ. ზოგადად, მამაკაცები მწვავედ რეაგირებენ სიტყვებზე. მათთვის მნიშვნელობა აქვს, რას ეტყვის ქალი... როცა რაღაც არ გამოსდის, არ უნდა უთხრათ, რომ „ხელმოცარული ბოთეა“, ჯერ ერთი, გაბრაზდება... მეორეც – დაკარგავს მოტივაციას, რაღაც გააკეთოს. ბოდიშიც რომ მოუხადოთ, წყენა მაინც არ გაუვლის. აუცილებლად გაჩნდება ურთიერთობაში ბზარი, რომელიც თქვენს ან მის მიერ დაშვებულ კიდევ ერთ შეცდომაზე აუცილებლად გაღრმავდება.
ნდობა ისეთი უნდა იყოს, რომელსაც გადამოწმება აღარ დასჭირდება. თუმცა, ეს ადვილი არ არის. მაშინ შეეცადეთ, ისე მაინც გადაამოწმოთ, არ შეგეტყოთ. ნუ გააღიზიანებთ და ნუ დაანახვებთ, რომ ეჭვიანობთ. შეიძლება, ცდუნებას ვერ უძლებთ და საკუთარი წარმოსახვა მოსვენებას არ გაძლევთ, მაგრამ ისწავლეთ რეალური საფრთხის ილუზიებისგან გარჩევა.
აუკრძალეთ თავს ყველა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ვერ გაუძლებთ და მერე აწუწუნდებით. აგრძნობინეთ მამაკაცს მისი მნიშვნელობა და ის, რომ გჭირდებათ.

რატომაც არა...

ურთიერთობა ცოცხალი ორგანიზმია – ანუ, მუდმივად რაღაც უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი თანაცხოვრება საყვარელ ადამიანთან მოსაწყენი არ გახდეს. მით უმეტეს, რომ მამაკაცებს ძალიან არ უყვართ ერთფეროვნება.
დროდადრო შესთავაზეთ ახალი იდეები, მაგალითად, გამოსასვლელი დღეების შინაარსიანად, განსხვავებულად გატარების თაობაზე. მოიფიქრეთ, სად შეიძლება, ერთად წახვიდეთ, გაერთოთ და დაისვენოთ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ეს თქვენთვის ფუფუნებაა. რატომაც არა?! იცხოვრეთ იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი... გქონდეთ ყოველდღიური პატარ-პატარა სიხარულები... თუმცა, მამაკაცისთვის ამ ტიპის შეთავაზებებს სპონტანური ხასიათი უნდა ჰქონდეს. ანუ, თქვენ მოიფიქრეთ, დაგეგმეთ, მეუღლეს კი ისე შესთავაზეთ, თითქოს ეს იმწუთას გაგახსენდათ და მოგივიდათ აზრად. „მოდი, წავიდეთ...“, „მოდი... გავერთოთ“... ამ ფორმით ქმარსაც მისცემთ საშუალებას, გამოიჩინოს ინიციატივა და გაიფიქროს: „რატომაც არა?!“ ენთუზიაზმი კაცებს უფრო სჭირდებათ, ასე უკეთ დააფასებენ თქვენს იდეებს.
 აუცილებლად უთხარით საყვარელ ადამიანს სიტყვები: „მე შენ მიყვარხარ“. ნუ დაიჯერებთ მცდარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხშირი გამეორება სიტყვებისა – მე შენ მიყვარხარ, ამ ფრაზას მაგიურ ელფერს და ძალას უკარგავს. ნამდვილად არ არის ასე. არც იმიტომ უნდა თქვათ, რომ პასუხად მოისმინოთ – „მეც ძალიან მიყვარხარ“. ეს არ არის დესერტი, რომელიც ცხარე კერძს უნდა დააყოლოთ. გაგიჩნდათ სურვილი ხმამაღლა თქვათ ის, რაც უცებ იგრძენით? რატომაც არა! თქვით და უბრალოდ, დაელოდეთ – ის თავის კვალს დატოვებს და შედეგსაც გამოიღებს.

შეაქე მამაკაცი!

მამაკაცები დიდი ბავშვები არიან და მარტივად შეიძლება მათი მართვა, თუკი მიხვდებით, როდის დაუთმოთ და როდის შეაქოთ. რა თქმა უნდა, დატუქსვაც აუცილებელია, მაგრამ ახლა ამაზე არ გვექნება საუბარი.
თუ გინდათ, მამაკაცს წინსვლის, თქვენი განებივრების მოტივაცია და სურვილი გაუჩინოთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ საყვარელი მამაკაცის გონივრული გადაწყვეტილებები და თუნდაც უმნიშვნელო მცდელობა, რაღაცით გასიამოვნოთ... შეაქეთ, მაგრამ ზომიერად. ბევრი არც ქება ვარგა. დოზირებულად მიაწოდეთ პოზიტივი. ძალიან თუ შეაქებთ და ისეთ თვისებებს მიაწერთ, რომელიც მას დააეჭვებს, არ მოეწონება. ყველა ადამიანი რეალისტია საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში, თუნდაც ამას არ აღიარებდეს და არ იმჩნევდეს. ამიტომ, კაცმა ფარსში არ უნდა „გამოგიჭიროთ“, უბრალოდ, ყოველთვის, როცა მოგეწონებათ მისი საქციელი, ნუ მოგერიდებათ და ნუ დაგეზარებათ, ხმამაღლა უთხრათ ეს... გაგრძელება კი ნებისმიერი შეიძლება ჰქონდეს – უღიმით... ეხუტებით და ლოყაზე კოცნით.
აღნიშნეთ ის თვისებები, რომლებიც მოგწონთ საყვარელ მამაკაცში... მაგალითად, უთხარით: „მომწონს, რომ ასეთი მშვიდი ხარ“, „მიყვარს, როცა ტანსაცმლის შერჩევაში მეხმარები“, „შენი უნარი, ყველაფერს მარტივად შეხედო, ძალიან საჭიროა“... ერთი სიტყვით, თუ მოინდომებთ, აუცილებლად უპოვით ხასიათში დადებით „შტრიხებს“. ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობას ახალ, პოზიტიურ ელფერს შესძენს.

ნდობა და გაგება

ნდობისა და ურთიერთგაგების გარეშე ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ჰარმონიული ვერ იქნება. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, თუ ცოლ-ქმარი ერთდროულად წვება დასაძინებლად და თითქმის ერთდროულად იღვიძებს, მათი ქორწინება ბედნიერია. შეიძლება, გარეგნულად არ ტოვებენ ბედნიერის შთაბეჭდილებას, მაგრამ რადგან ძილი მათ შორის სინქრონიზებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარმონია მიღწეულია... თუმცა, საჭირო ხდება ამ ჰარმონიის შენარჩუნება. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?! ზედმეტად არ უნდა შევიჭრათ თავისუფალ სივრცეში... ანუ, გაგება არ უნდა გულისხმობდეს პარტნიორისგან ინფორმაციის გამოძალვას, იმ ინფორმაციისას, რომლის გაზიარებაც მას თქვენთან არ უნდა. ნუ ეცდებით, დაუახლოვდეთ საყვარელ ადამიანს იმაზე მეტად, ვიდრე მას უნდა, რომ მიგიშვათ საკუთარ პიროვნებამდე. ყველა ეს მცდელობა უკუშედეგს გამოიღებს და პარტნიორი თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავს.
ფსიქოლოგიურ მზრუნველობას, გაგებასა და მეურვეობას შორის განსხვავებაა. მამაკაცს კი მეურვე მაშინაც კი არ უყვარს, როცა ის  საკუთარი დედაა. თქვენ კი დედამისი არ ხართ. მართალია, ახლო ურთიერთობაში ზღვრის შენარჩუნება ძალიან რთულია, მაგრამ ენდეთ ზომიერად და შეეცადეთ მის გაგებას, როცა მას ეს თავად სურს.

скачать dle 11.3