კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი” თქვენი შვილების მომავალი წარმატების გარანტია

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სკოლაა, სადაც თქვენი შვილები სრულფასოვან განათლებას მიიღებენ.  გარდა ამისა, აქტიურად იქნებიან დაკავებული სხვადასხვა აქტივობებით. სკოლას აქვს სკოლამდელი მოსამზადებელი ჯგუფიც, სადაც პროფესიონალი პედაგოგები ბავშვებს პირველი კლასისთვის ამზადებენ. „მწიგნობართუხუცესის” სწავლების მეთოდებზე, მიღწევებსა და უპირატესობებზე სკოლა-ლიცეუმის დირექტორი დავით კახნიაშვილი გვესაუბრა.

 დავით კახნიაშვილი: „მწიგნობართუხუცესი” დაარსდა 1994 წლის 4 ოქტომბერს. როდესაც 1995 წლის სექტემბერში დავიწყეთ სასწავლო პროცესი, გვყავდა 7 მოსწავლე და 14 მოწვეული პედაგოგი. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ მოსახლეობას კერძო სკოლების მიმართ არც ისე მაღალი ნდობა ჰქონდა, მაგრამ, წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით ნდობისა და პრესტიჟის მოპოვება. მას შემდეგ უკვე ოცი წელი გავიდა და დღეს ჩვენს სკოლაში 1 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. გვაქვს სკოლამდელი მოსამზადებელი ჯგუფებიც.
– რას ითვალისწინებს სკოლამდელი მოსამზადებელი ჯგუფი?
– მოსამზადებელი ჯგუფის გავლის შემდეგ ბავშვის მზაობა პირველ კლასში მისასვლელად გაცილებით მაღალია. ბავშვები არა მარტო გონებრივად ემზადებიან სკოლაში მისასვლელად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ჩვენ გვყავს სპეციალური განათლების მქონე პედაგოგები, რომლებიც მხოლოდ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებთან მუშაობენ. ბავშვები სკოლაში ატარებენ დღის ძირითად ნაწილს – დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 5 საათამდე. გარდა ძირითადი საგნებისა, ბავშვებს აქვთ სიმღერის, ცეკვის, მეტყველებისა და ცურვის გაკვეთილები. ბავშვების განვითარებისთვის პროგრამაში გვაქვს სხვადასხვა ტიპის თამაშები. იმ ბავშვების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ჩვენს სკოლაში სწავლობს მოსამზადებელ ჯგუფში,  პირველ კლასშიც ჩვენთან მოდის.
– რით განსხვავდება „მწიგნობართუხუცესი” სხვა სკოლებისგან?
– ჩვენი პრიორიტეტი, პირველ ყოვლისა, არის მცირერიცხოვანი კლასები. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, კლასში ზის 20 პლუს-მინუს 2 ბავშვი; ხოლო მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით – 10 პლუს-მინუს 2 ბავშვი. მოსწავლეები სკოლაში მუშაობენ საშინაო დავალებებზეც, საგნის მასწავლებლის მეთვალყურეობით. I-VI კლასების ჩათვლით ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. მოსწავლეებს ემსახურებათ მიკროავტობუსი, რომელიც ყოველ დილით მიდის თითოეული მათგანის ქუჩაზე და მოჰყავს ისინი სკოლაში, დღის ბოლოს კი ისინი ისევ სახლებში მიჰყავს. ვფიქრობ, ესეც ეხმარებათ ბავშვებს დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.  დაწყებით კლასებში ჩვენ გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც სახლში ჩანთა არ მიაქვთ. მასწავლებლები ისე მუშაობენ ბავშვებთან, რომ მათ მომავალში რეპეტიტორები აღარ უნდა დასჭირდეთ, თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც. როდესაც მოსწავლე ითხოვს ინდივიდუალურ მეცადინეობას რომელიმე საგანში, ჩვენ აუცილებლად ვუნიშნავთ გაკვეთილს. ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს ისეთ განათლებას, რომ ისინი მსოფლიოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ. სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული სექციები: წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი.
– რა წარმატებები აქვთ თქვენს მოსწავლეებს უცხოეთში?
– წელს ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ გაგზავნა თავისი  მონაცემები, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში და უკვე თანხმობაც მიიღეს ჩარიცხვის შესახებ. როდესაც ისინი დამატებით კიდევ გაგზავნიან სკოლის საბოლოო ნიშნებს, მაშინ გადაწყდება, თუ რამდენპროცენტიან გრანტს მიიღებს თითოეული მათგანი. უნდა აღვნიშნო იმ ბავშვების წარმატებაც, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს – მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეს სტუდენტია, 80 პროცენტს კი მოპოვებული აქვს სახელმწიფო დაფინანსება.
– „მწიგნობართუხუცესს” თუ აქვს კავშირები უცხოეთის სასწავლებლებთან?
– დიახ, რა თქმა უნდა. ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩეხეთის რესპუბლიკასთან, იქ არის ქალაქი ბრნო, საიდანაც ხშირად ჩამოდიან ჩვენთან და ჩვენც ჩავდივართ მათთან. გარდა იმისა, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბავშვები იღებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე, ხდება მათი დამეგობრება.  ასევე,  ჩვენი სკოლა არის ევროკავშირის კერძო სკოლების ასოციაციის წევრი. ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვასწავლოთ ბავშვებს უცხო ენები. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მოსწავლეებს, რომლებმაც უცხოეთში განაგრძეს სწავლა, არანაირი ენობრივი ბარიერი არ შეჰქმნიათ.
– როგორია „მწიგნობართუხუცესის” სამომავლო გეგმები?
– სამომავლო გეგმები დიდი გვაქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ვაპირებთ ერთი ერთზე, ინდივიდუალური სწავლების მეთოდის დანერგვას, რაც საკმაოდ რთული იქნება. ამის მცდელობა სულ რამდენიმე ქვეყანაშია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განათლების სისტემაში. ამისთვის აუცილებლად დაგვჭირდება სხვა, სპეციფიური შენობა. ვმუშაობთ იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვოს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, რათა გაკვეთილები იყოს მაქსიმალურად თვალსაჩინო და ბავშვებს ჰქონდეთ თანამედროვე ტექნიკასთან ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება. გვინდა, რომ  ბავშვმა სკოლაში ამოწუროს კომპიუტერთან თავისი ურთიერთობა და სახლში, უბრალოდ, დაისვენოს.
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის IV მ/რ, ლაპლაპას ქუჩა ¹3.
საკონტაქტო ტელეფონი:
(+995 32) 2 135-135.
ვებ-გვერდი: www. muschool.edu.ge

скачать dle 11.3