კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდათ ყოველთვის ბუბა ჭოღოშვილის სკოლიდან გარიცხვა და ჰქონია თუ არა მას „წამალთან“ შეხება

ლევანიკო მაღალაშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი ახალი პერსონაჟია, რომელიც წინა სეზონზე მხოლოდ სატელეფონო ზარით გამოჩნდა. ახალ სეზონზე კი ერთ-ერთ წამყვან გმირად იქცა. ამ პერსონაჟის გარშემო არსებული თემების აქტუალურობიდან გამომდინარე, ის გამოჩენისთანავე გახდა გარჩევის საგანი, რასაც ლევანიკოს როლის შემსრულებლის, ბუბა ჭოღოშვილის გარეგნობაც დაემატა. ამან კი სამსახიობო ოსტატობასთან ერთად, პირველივე გამოჩენისთანავე მიიქცია მაყურებლის ყურადღება.
ბუბა ჭოღოშვილი: მეთორმეტე კლასში სწავლისას მოულოდნელად მსახიობობა მომინდა. მანამდე უფრო არქიტექტურასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ვფიქრობდი. ერთ ეტიუდშიც კი არ მქონდა მონაწილეობა მიღებული და ცოტა ვნერვიულობდი. საკუთარი თავის რწმენა მაკლდა, მაგრამ გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გავხვდი. ახლა მეოთხე კურსზე, გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვსწავლობ. ნანუკა ხუსკივაძე, რომელიც სერიალში დედაჩემის როლს ასრულებს, სინამდვილეში ჩემი პედაგოგია. ის ჩემი რეჟისორის ასისტენტია. ცოტა ხნის წინ დადგა სპექტაკლი „ანტიგონე“ და მასში მეც დამაკავა. ამ სპექტაკლით ძალიან ბევრი სცენა მოვიარეთ წარმატებით. თურქეთში გავიმარჯვეთ და ლონდონშიც წარმატებები გვხვდა წილად. სერიალამდე სხვადასხვა ეპიზოდურ როლში მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ეს პირველი დიდი როლია. თავიდან მითხრეს, რომ ლევანიკო მხოლოდ სატელეფონო ზარის მეშვეობით გამოჩნდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი ხაზიც განვითარებულიყო და როგორც ხედავთ, ასეც მოხდა. ის უმამო, დედისერთა ბიჭია, რომელიც დედამ ისე გაზარდა, რომ არაფერი მოაკლო. შემდეგ სასწავლებლად გერმანიაში წავიდა, მაგრამ იქ სწავლის გარდა, ყველაფერი გააკეთა. ბოლოს კი გამოადეპორტეს. სახლში დაბრუნებულს ნარკოტიკები შემოაკლდა და „ჩალიჩი“ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანი და უხეში ტიპია, შინაგანად ასეთი არაა და რაღაცეებს ხვდება, რაც თანდათან გამოჩდება.  ნანუკა წლებია, ჩემი პედაგოგია და სერიალში მისთვის გინება რომ უნდა დამეწყო, ცოტა უხერხულობის გრძნობა მქონდა. მაგრამ, როლი როლია და უნდა შეასრულო. მისი პარტნიორობა ჩემთვის მართლა ძალიან დიდი გამოცდაა. ცოტა შიშიც მქონდა, რადგან ნანუკა თვითონ ძალიან მაგარი არტისტია და მისი შეგირდობიდან პარტნიორად ქცევის გამო, ვნერვიულობდი. საბოლოო ჯამში, დადებითად შემაფასა და ამას ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენი ერთ-ერთი ჩხუბის სცენის გადაღება ქუჩაში გვქონდა. კამერა ჯერ არ იყო აწყობილი და რეპეტიციას გავდიოდით. სერიოზული ჩხუბის სცენა იყო და ხალხი გარეთ გამოცვივდა, ზოგი ფანჯრებიდან იყურებოდა. კამერებს ვერ ხედავდნენ და ეგონათ, მართლა ვეჩხუბებოდი. ამასობაში კამერებიც ააწყვეს, გადაღება დაიწყო და ხალხიც დაწყნარდა (იცინის).
– ჰგავხარ რამით ლევანიკოს?
– არ ვგავარ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჩემთვის საშინლად მიუღებელია მისი დედასთან დამოკიდებულება. დედა ჩემთვის ყველაფერია, ისევე, როგორც მამა. ლევანიკო ძალიან უზრდელია. პირიდან ამომივა კი არა, თავში არც გამიელვებს ისეთი სიტყვები, რასაც ის დედას ეუბნება. სერიალი ეთერში რომ გავიდა, ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, უყურებდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ველოდი, ან კარგს მეტყოდნენ, ან შენიშვნას მომცემდნენ. მოხდა ის, რომ მშობლებმა აბსოლუტურად სხვა კუთხით დამინახეს. მართლია, ლევანიკო არ მოეწონათ, მაგრამ უხაროდათ, რომ როლი შედგა და მე ის ვითამაშე.
– თემები – ნარკოტიკები და ქუჩა – შენთან ახლოა?
– „წამალთან“ შეხება არასდროს მქონია. ქუჩას რაც შეეხება, ისევე, როგორც ყველა თბილისელი ბიჭის ცხოვრებაში, ქუჩა და უაზრო ჩხუბები, ჩემთანაც იყო. რამდენიმე წელი, მციოდა თუ მშიოდა, ქუჩაში ვიდექი. ეს ასაკით იყო გამოწვეული. გავიზარდე, ჩემი საქმე ავირჩიე და ახლა მას ვაკეთებ. სამწუხაროა, რომ ზოგისთვის ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. ჩემთვის ეს, სკოლის პერიოდში დამთავრდა. 55-ე სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ, ყველაფრის გამო შეიძლებოდა გვეჩხუბა. თუნდაც, სკოლაში უცხო ბიჭი რომ შემოვიდოდა, იწყებოდა გამოძიება: ვინაა, რა უნდა, ვისთან მოვიდა და ასე შემდეგ. ყველაფერი გასარკვევი იყო და ამას შეიძლება, ჩხუბიც მოჰყოლოდა. თუ ჩვენიანი გოგო მოსწონდა ვინმეს, ხომ საერთოდ, რას ჰქვია, მაგას ჩვენი გოგო მოსწონო და... (იცინის). ერთხელ, გოგოს გამო ძალიან ბევრი ბიჭი „დამეტაკა“. რაღაც უაზრო მიზეზით, ისე მოხდა, რომ ოთხმოცი ბიჭის წინააღმდეგ მარტო აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ დახმარების გარეშე ვერაფერს ვიზამდი. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენც ოთხმოცი გავხდით და დაიწყო „დიდგორის ბრძოლა“ (იცინის).
– ასეთ გარჩევებში, არასდროს დაშავებულხარ?
– კი. ბევრგზის (იცინის). ჩხუბის დროს თავში აგურიც მომხვედრია. თავი არ გამიტყდა, მაგრამ ტვინის შერყევა მივიღე. ვცდილობდი, დედაჩემისთვის დამემალა. სახლში რომ მივედი, არ მინდოდა, შემჩნევა, მაგრამ ვბარბაცებდი. ხომ ამბობენ, დედა ყველაფერს მაშინვე გრძნობსო და მართლაც, ერთი შემომხედა თუ არა, ეგრევე მითხრა: „გცემეს, ხოო?!”კი ვიუარე, მაგრამ... (იცინის).
– სკოლაშიც ამრევი ბავშვი იქნებოდი.
– მართალია. ძალიან ამრევი ვიყავი. ყოველთვის უნდოდათ სკოლიდან ჩემი გაგდება, მაგრამ ვერ მაგდებდნენ. ბებიაჩემი მასწავლებელი იყო და მისი ხათრი ჰქონდათ. ქალი სკოლას აკონტროლებდა, დირექტორიც მოწიწებით ექცეოდა და შვილიშვილის გაგდებას ვერ უბედავდნენ (იცინის).
– ასეთს რას აკეთებდი?
– ყველაფერს ცუდს. გაკვეთილზე შესვლაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. სანამ ცოტა არ დავჭკვიანდი და არ მივხვდი, რომ სწავლა საჭიროა, მანამდე სკოლა ჩემთვის იყო ადგილი, სადაც გასართობად უნდა მივსულიყავი და რაღაცეები გამეფუჭებინა: კარი მომეხსნა, ფეხები დამემტვრია მაგიდებისთვის, მასწავლებლისთვის ჭიკარტი დამედო და ასე შემდეგ. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, სკოლა წარჩინებით დავამთავრე. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ დრო ტყუილად იკარგება. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდიოდი, რაღაცეები უკეთესობისკენ უნდა შემეცვალა და ასეც მოვიქეცი.
– მაყურებლის რეაქციები როგორია?
– მაყურებელმა მე და ლევანიკო გაგვაიგივა. მეუბნებიან, როგორ ელაპარაკები დედას, არ გრცხვენიაო? ძირითადად, გულისტკივილს გამოთქვამდნენ, რომ თბილისელი ბიჭების 90 პროცენტი ასეთია. ეს მწარე რეალობაა და იქნებ, ყველამ საკუთარი თავი ამოიცნოსო. ქუჩაშიც უკვე ვგრძნობ, რომ მაკვირდებიან და ეს ლევანიკო არააო, ამბობენ. რომ არ მოვიტყუო, ძირითადად, გოგონები მწერენ (იცინის).  მეუბნებიან: ძალიან კარგად შეასრულე როლი, მაგრამ იმედია, ცხოვრებაში ასეთი არ ხარო; მომეწონე, ძალიან სიმპათიური ხარ; რომ დაგინახე, რაღაც დამემართა, ძალიან მომეწონე და პირდაღებული ვუყურებდი ამ სერიებს და მომდევნო პარასკევამდე რა გაძლებსო (იცინის). ცოტა მეუხერხულება საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ, ძირითადად, ესაა, რასაც მწერენ. ერთბაშად ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა და რომ ვპასუხობდი, არ მჯერა, რომ პასუხს მწერო, ამბობდნენ. თუმცა, ვერ ვხვდები, დაუჯერებელი რა არის (იცინის).
– შეყვარებული თუ ხარ ან თუ ყოფილხარ?
– ახლა შეყვარებული არ ვარ და სიმართლე გითხრა, არც არასდროს მყვარებია ვინმე. ურთიერთობები მქონია, მაგრამ მოწონებისა და ფლირტის დონეზე. მიყვარხარ-მეთქი – არავისთვის მითქვამს.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– გარეგნობასთან დაკავშირებით არანაირი კრიტერიუმები არ მაქვს. ერთადერთი, მწვანე თვალებზე მაქვს გართულება, მაგრამ ნებისმიერი ფერის თვალებით შეიძლება მომეწონოს. რა თქმა უნდა, გოგო ლამაზი უნდა იყოს და ცოტა განათლებულიც, რომ მასთან ურთიერთობაში შესვლა შევძლო. რომ ჰკითხავ, რამდენი მსოფლიო ომი იყოო, – უფ, უამრავიო, არ უნდა გიპასუხოს (იცინის).

скачать dle 11.3