კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რატომ შეარქვეს ჯანო იზორიას „კოკაინი“ და რატომ ეძახიან მას „აზიორსკის“

პოზიტიური, ენერგიული და ნიჭიერი მსახიობი ჯანო იზორია საზოგადოებამ ფილმებიდან, სერიალებიდან და ახლა უკვე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ მან დღემდე არაერთი საინტერესო როლი და პერსონაჟი შექმნა, ამ პროექტის შემდეგ უფრო გაიზარდა მისი გულშემატკივრების რიცხვი. იმისთვის, რომ პოზიტიური, ნიჭიერი ჯანო დიდხანს დარჩეს პროექტში, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95 335.
ჯანო იზორია: სტრესი საერთოდ არ განებებს თავს. პირველი ცეკვის დროს, ნახევარი ისე ვიცეკვე, საერთოდ არ ვიცოდი სად ვიყავი. ნარკოზი მაქვს ადრე გაკეთებული, სტუდენტობის დროს რაღაც ოპერაცია გავიკეთე და – ერთი, ორი სამი, რომ დაგათვლევინებენ... და ჰოპაა, წავიდა!.. სადღაც დაფრინავ – აი, ასეთი შეგრძნება მქონდა. ურთულესი ამბავია, ძალიან შრომატევადი, ეს არ ეხება მხოლოდ მონაწილეებს, არამედ ყველას. მეწყვილეშიც სასწაულად გამიმართლა – „ინტერნეიშენი“ წყვილი ვართ: ის უკრაინელია, მე – ქართველი. რამხელა კონტრასტია: ის ულამაზესი, მე – რას ვგავარ, კი მხედავ. აფხაზეთში, სოფელში რომ მივდიოდი, ეკალ-ბარდები იყო და ყოველ გაზაფხულზე ამ ეკალ-ბარდებში ვარდი ამოფეთქავდა და აძლევდა ელფერს, ასე ვართ მე და კარინა.
– მითი, უკრაინელი ქალები ქართველ კაცებზე გიჟდებიანო, მართალი ყოფილა?
– უპირველეს ყოვლისა, მეუღლე მყავს. ჩვენ, გარდა იმისა, რომ პარტნიორები, წყვილი ვართ, ცეკვის დროს იმ მდგომარეობაში უნდა ჩავდგეთ, რასაც ის ცეკვა მოითხოვს. კარინას ვეუბნები: შეგიყვარებ წუთნახევრით... თუ რამდენ ხანსაც ვცეკვავთ – ამას ჩემი ცოლი გაგებით ეკიდება. ჩემთვის კარინა, რაც უნდა მოხდეს, მეგობარი იქნება. რამდენჯერმე ვეჩხუბე და მერე რომ გადავხედე, თურმე, მხოლოდ მე არ მჭირს ასეთები. ზოგჯერ სწყინს, მაგრამ მე იმაზე უფრო ვბრაზდები, რომ ვაწყენინე. რეპეტიციის შემდეგ რაღაცას რომ გავაკეთებ, კატასავით მივეგლასუნები: „ხომ გამომივიდა?!” საერთოდ, ადამიანმა ზღვარი უნდა დაიცვას. რომ ამბობენ: მსახიობები არიან, აბა რა... არ არის ასე. ალმადოვარი თუ გამხდის – გავიხდი. დანის პირზე გავლა, როგორ, იქ არაფერი ხდება?.. სულიც, თვალიც, ქმედებაც და წარმოიდგინე სუნიც კი, უტყუარია ასეთ დროს, ქალსაც შეატყობს ამას და კაცსაც, რომ რაღაც არ, ან ვერ არის ისე.
– და ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს?
– ვფიქრობ, მშვიდად და წყნარად უნდა მოგვარდეს, არანაირი ნგრევა, მტვრევა, ფანჯრების ლეწვა, „წადი შენი“... სულის ტანჯვა მგონია, როცა საუკუნეები ცხოვრობენ ერთად და მერე წამოყვედრებებია: ვითმინე მთელი ცხოვრება. ვის სიამოვნებს ნგრევა, ღმერთმა დამიფაროს. ტრადიციულებიც ვართ მე და ნინო და ვუგებთ კიდეც ერთმანეთს. იცის, საქმისთვის, შრომისთვის გადადებული რომ ვარ და სხვა რამ არ მამოძრავებს. თუ წარმატება იქნება – ეს მისი წარმატებაც იქნება. სულ მინდა, ჩემი ნინო ყველგან იყოს. უბრალოდ, პატარა ბავშვი რომ გვყავს – ევა-გაბრიელა, ლაივებზე ვერ დადის.
– არც ეჭვიანობს? და როგორი შემფასებელია?
– არა. თუმცა შეფასებები აქვს ისეთი, სახლში მისვლის მეშინია. ჩემთვის მისი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია, შიშით ველოდები ხოლმე, რას მეტყვის. ფორმა სწორად აქვს ნაპოვნი, თორემ ვიღაცამ შეიძლება, ისე გითხრას, პროფესიაზეც აგაღებინოს ხელი და საერთოდ: წადი შენიო და წახვიდე სახლიდან. ნინოს პროფესიონალურად აქვს გათვლილი, რაც უნდა მითხრას.
– რაც შენი შვილი დაიბადა, სულ დაკავებული ხარ და გააცნობიერე უკვე მისი არსებობა?
– მგონია, რომ ბავშვი სახლში მოგვიყვანეს, დაგვისვეს და ვზრდით. სასწაულია, იმდენად მაგარია, თან მე ისეთი მოფერება ვიცი – ჩემი პატარა ქოქოსისთავა, მინდა ჩავბღუჭო. ველოდები იმ დროს, გოჭი რომ გახდება და ხელში ჩავიგდებ. თუ ახალ მანქანაში ჩავიგდებ ან ბინაში – ძალიან მაგარი იქნება.
– რომელი უფრო მეტად გინდა?
– გულწრფელი მინდა ვიყო ინტერვიუში და ამით არც მაყურებლის გულის მოგებას ვცდილობ – ვინც მე მიცნობს, იცის ეს. ყველას, ვინც კი, მთელი სტუდენტობის განმავლობაში, სანამ ფილმები, სერიალები, საქმე გამოჩნდებოდა, ღამე გამათევებინა, ხელი შემიწყო, მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან რთული პერიოდი იყო, მორიდებული ვარ და ზოგჯერ ბიძაშვილთან მისვლაც მერიდებოდა. იყო ქუჩაში ღამე დარჩენაც, ბევრი რამ, მაგრამ ყოველთვის მიმართლებდა, რადგან კარგ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. ნათესავებზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ, მაინც შენი გინდა ადამიანს. როგორც ყველას, მეც ჩემი სიგიჟეები მაქვს. ჩემი სამყარო მინდა მქონდეს. იმდენი რამ მაქვს დაგროვილი – აფიშები, სურათები, ნივთები, მინდა, კედელზე მივატყეპნო.
– ამჟამად არ გაქვს შენი სახლი?
– ფოთში მაქვს, სადაც დედა, მამა, ძმა, რძალი, შვილები ცხოვრობენ – ღმერთმა ამრავლოთ. აფხაზეთი ჩემი ძირია, მაგრამ ფოთში გავიზარდე, ბებია ფოთელი იყო, მამა – მეზღვაური. ზაფხულობით აფხაზეთში გადავდიოდით. ნესვის, საზამთროს სუნი მახსოვს დღემდე, ბებია რომ თესავდა. საშინლად მენატრება. 2008 წლამდე უფრო თავისუფლად გადავდიოდი, ახლა გადავიპარებით ხოლმე. დედა და მამა დაუჭერიათ. არასასიამოვნოა, როცა შენს ეზო-კარში ვიღაც გაკავებს, თორემ შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. როცა ნინო ცოლად მოვიყვანე, გამგეობაში საბუთები გავაკეთეთ და ოფიციალური ხიდით გადავედით. მამამ ტალავერის ქვეშ დიდი სუფრა გაშალა.
– მეზღვაურობა არასდროს გდომებია?
– მამიდაჩემის უბანში დღემდე მეძახიან „აზიორსკის“. პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა შუაში იყო. მამიდაშვილის ქორწილში მამაჩემის ძმაკაცმა, რომელმაც ეს სახელი დამარქვა, მითხრა: მოდი, ბიძია, უკვე დიდი ბიჭი ხარ, მოგიყვები ამბავსო. მამაჩემი მეზღვაური იყო. ერთ დღესაც გემი ფოთში, შუა ზღვაში რეიდზე იდგა. ამ დროს ერთი კვირის განმავლობაში არ შეუძლია ნავსადგურში შესვლა. კატარღის რომელიღაცა წევრი დატვირთავდა კატარღას წყლით, სურსათით და მიდიოდა გემზე. მამას დედა ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლად. ძმაკაცმა დედაჩემს მოჰკიდა ხელი: კატერში ჩასვლა და გემზე მიუყვანა მამაჩემს. იყვნენ ერთად 3-4 დღე. გემს დიდი ასოებით ეწერა „აზიორსკი“ და მაღადავებდნენ – ზღვაში შეგქმნესო. ისე, რომ ვაკვირდები საკუთარ თავს, მეგობრებიც, ნაცნობებიც რომ მიყურებენ: ბიჯო, როდის იღლებიო... პროექტის საპროდიუსერო გუნდში ერთი ადამიანია და „კოკაინს“ მეძახის.
– ნარკოტიკები მიგიღია როდესმე?
– არა, ნარკოტიკებისგან შორს ვარ. სისხლში არაფერი მაქვს  გაკარებული და აწი რაღა გამომაშტერებს – შვილი მყავს, ჩემი საქმე მაქვს. ნებისყოფა აღმომაჩნდა ძალიან მაგარი, რადგან ისეთი პერიოდები მქონდა, განსაკუთრებით სტუდენტობის დროს... მაგრამ მოდი, ახლა გავიბრუებ თავს ან ახლა – ეს მომენტი არ მქონია. მარიხუანა მომიწევია და შემიძლია მოვწიო დღესასწაულზე, დაბადების დღეზე... მაგრამ პროცესია რომ მიდის, კუბოს მიასვენებენ, იმ დროს რა დამაბოლებს? ან საქმე რომ მაქვს, თუნდაც ცეკვის დროს რა მომაწევინებს?! ღვინოსაც არ ვეკარები, არადა მიყვარს. ფოთში, ზაფხული რომ მოდის, მიყვარს ბადის აღება და სათევზაოდ წასვლა... ფოთი მიყვარს ძალიან, ჩემი ფოთის თეატრი. სანამ ახალი თეატრი აშენდებოდა, პატარა ფართი გვქონდა და იქ ვაკეთებდით ყველაფერს. იქ ახლაც ვთამაშობ, ჩემი ნინოც მიიწვიეს და მერე მეც მივიწვიე სახლში. დღეს მაგარი თეატრია, სცენაც, აკუსტიკაც, მაგრამ იცი რას დაემსგავსა? – ჩავარდნილ ბისკვიტს. უხარისხო ამბებია, რემონტს  საჭიროებს უკვე. ამის გამო ადამიანიც დაგვისახიჩრდა, სცენის მემანქანე. დეკორატიული ლიფტი მოწყდა და ხერხემალი დაუზიანა 43 წლის კაცს.
– როდესაც „ტიფლისში“ თამაშობდი, შენს გმირს ძალიან ბევრი ლანძღავდა, ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი...
– ძალიან მიხაროდა. პირადში არავინ გადმოვა და თუ გადმოვა, „ფეისბუქში“ არ დავუწყებ ბოდიში და როგორც იტყვიან – „კაჩაობას“. პერსონაჟს ვერ იტანდნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის მომკლავდნენ და მე ეს მომწონდა. მაგრამ ახლა, უფრო მაგარი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, ცეკვების შემდეგ მეუბნებიან: როგორი სხვანაირი ყოფილხარო. თავში არ უნდა ამივარდეს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.

скачать dle 11.3