კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რა ამტკიცებს იმას, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება გრძელდება და რა ემართება ადამიანს, როცა პარალელურ სამყაროში გადადის

მრავალი საუკუნეა, რაც კაცობრიობა მშვიდობიანად არსებობს პარალელური სამყაროების მცხოვრებლებთან ერთად. არის მომენტები, როცა საზღვრები სამყაროებს შორის გამჭვირვალე ხდება და ერთი მეორეში გადადის. 1954 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჰიუ ევერეტმა, გამოთქვა მოსაზრება პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ. ისინი მჭიდრო კავშირში არიან ჩვენს სამყაროსთან, მაგრამ მათშიც არის გარკვეული განსხვავებები. მაგალითად, ჩვენს სამყაროში მცხოვრები ადამიანი პარალელურ სამყაროში შესაძლოა, დაბადებულიც არ იყოს, ხოლო აქ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანი, იქ უვნებელი ტკბებოდეს ცხოვრებით. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ. ცნობილი იტალიელი მოაზროვნე ჯორდანო ბრუნო ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა არსებობს სხვა სამყაროებიცო. საბოლოოდ, ის მისი შეხედულების გამო, ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა. დღეს მეცნიერებს კოცონზე აღარ წვავენ, თუმცა მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ პარალელური სამყაროს საიდუმლო. ამ თემასთან დაკავშირებით მეტაფიზიკოს, მალხაზ გველუკაშვილს ვესაუბრეთ.

 – ძველი მეცნიერებების მიხედვით, სამყარო შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად, სამ ვიბრაციად: ბგერის, ფერისა და ფორმის. ეს არაა ცალ-ცალკე სამყაროები, ისინი ერთმანეთშია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. თავიდან, ყველაფერი იქმნებოდა ბგერისგან, როგორც საწყისი ელემენტისგან. სახარებაში ნათქვამია: პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთი და სიტყვა იყო ღმერთთან. ანუ, გამოდის რომ ბგერის ვიბრაცია ქმნის ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა თუ არა, მასთან მუდმივი კავშირი გვაქვს. არსებობს გლობალური მატრიცა, ეს იგივეა, რაც ღმერთის კანონზომიერება – აბსოლუტური სული, აბსოლუტური გონება, რომელიც მუდმივად იცავს წონასწორობას. როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, მაშინ, რაც დავარღვიეთ უკან გვიბრუნდება. ამიტომ ვცხოვრობთ ისე, როგორც ვაზროვნებთ და არა ისე, როგორც გვინდა. როცა სამყაროს ეწინააღმდეგები, მაშინ ირღვევა ის ჩარჩო, რომელშიც მოთავსებული ხარ. ჩვენ ხომ სულ წინააღმდეგობაში ვართ სამყაროსთან.  პარალელური სამყაროები და სხვადასხვა სივრცე  კი, მუდმივ კონტაქტშია ერთმანეთთან. ამიტომ, როცა რაღაცას არღვევ აქ, არღვევ იქაც. თუმცა, ასე მარტივადაც არაა. პარალელური სამყარო ზოგადი ფრაზაა და ძალიან ბევრი შეიძლება, არსებობდეს. ეს ფაქტობრივად, მუდმივად მეორდება და ლაგდება, ისე, როგორც ადამიანის ორგანიზმში უჯრედი.  არა მხოლოდ, პარალელური, არამედ იერარქიული სამყაროებიც არსებობს, რომლებიც განვითარების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, რომელიღაც სამყარო ჩვენზე ბევრად განვითარებულია, რომელიღაც ჩამორჩენილია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ვარიანტია კოპირება, ანუ აქ ხარ, მაგრამ იმავდროულად შენი პარალელური „მე-თი” სხვა სამყაროშიც იმყოფები. ეს პარალელური სივრცეები არ აღიქმება იმის გამო, რომ მათი განზომილებათა თანხვედრა არ ხდება. შეიძლება სულ ერთმანეთში გავდივართ და გამოვდივართ, მაგრამ რადგან თანხვედრა არაა, ამას ვერ ვგრძნობთ.  მოკლედ, ეს კანონზომიერებები ძალიან გაწონასწორებულია. ყველას აქვს თავისი ოქროს შუალედი. ადამიანის ჯანმრთელი სხეული რომ განვიხილოთ, ყოველი პროპორცია დაცულია. როგორც კი ირღვევა პროპორცია, ირღვევა სიცოცხლე. ამდენად, ეს სამყაროებიც ასეა ერთმანეთთან განლაგებული და აბსოლუტურ კანონზომიერებაშია მოქცეული.
– თუ შეიძლება ადამიანმა კონტროლი გაუწიოს თავის პარალელურ სამყაროებს ისე, რომ ეს დადებითად აისახოს მის ცხოვრებაზე?
– კი, როგორ არ შეიძლება. თუ, ჩავთვლით იმას, რომ აზრის, სიტყვის, გონების ძალა წყვეტს ყველაფერს, მაშინ შეუძლია. სამყაროს ვქმნით ისეთს, როგორიც ჩვენ ვართ, ანუ რამდენადაც გვიჭრის გონება, ცნობიერება და ზნეობა. ეს სამი ერთმანეთთან კავშირიშია. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რა სამყაროს ვქმნით და რა ცხოვრებაა დღეს დედამიწაზე. ჩვენ ვართ მშენებლებიც და დამანგრეველებიც. ამასთანავე სამყაროს აქვს თავისი კანონები. არსებობს ბუმერანგის პრინციპი, ანუ შენ მიერ დარღვეული ფორმა, თავადვე გიბრუნდება. მორწმუნეებში არის ასეთი მოსაზრება – ღმერთი სჯის. ღმერთი არ სჯის და ვერც დასჯის, რადგან ღმერთი თავისთავად სიკეთე, სათნოება და სიყვარულია. სიყვარული, სიკეთე და სათნოება კი არ სჯის. ადამიანი თავადვე სჯის საკუთარ თავს.  როცა შენ აშავებ, ღმერთი ვალდებულია, სამყარო შენგან დაიცვას და თავადვე გიბრუნებს შენს ნასროლს.
– ამბობენ, პარალელური სამყაროების არსებობა, ღმერთის არარსებობას გულისხმობსო.
– არა, პირიქით. ჩვენი დიდი შეცდომა ისაა, რომ ღმერთი გვესმის – ვინ ან რა პოზიციიდან. ღმერთი არც ვინ არის და არც რა. ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. ეს ძველ, საკრალურ მათემატიკაში ფანტასტიკურად იყო აღწერილი. თუ ავიღებთ ხარისხებს, როგორც სამყაროსეულ მაჩვენებლებს, პირველადი სამყარო, რომელიც თავიდან შეიქმნა, იქნებოდა ნულოვანი ხარისხის. ნებისმიერი პოზიცია ნულოვან ვერსიაში კი, ერთის ტოლია, ამიტომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. ზოგადად, ყველა რიცხვი ჩვენშია, მაგრამ  ნულში ყველა შემთხვევაში ერთის ტოლი ვართ.
– გარდაცვალება გულისხმობს პარალელურ სამყაროში გადასვლას?
– კი. ჩვენ გადავდივართ სხვა განზომილებასა და სივრცეში. თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც ფიზიკურ სხეულს, მაშინ ადამიანი არ არსებობს, რადგან ფიზიკური სხეული კვდება და მეხსიერებაში ინფორმაცია მთლიანად ქრება. სინამდვილეში ადამიანი არის სამშვინველი და არა სული – სული ღვთისაა. სხეული მხოლოდ ტანსაცმელია, გარდაცვალების შემდეგ, ამ ტანსაცმელს იხდი და სუბსტანცია რჩება. ეს სუბსტანცია მატერიალურია მთელი თავისი არსით. სიკვდილის შემდეგ, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში, თუმცა ეს არ ხდება ფიზიკურად.
– რა ემართება ადამიანს, როცა პარალელურ სამყაროში გადადის?
– არაფერი, უბრალოდ ხედავს, გრძნობს და აღიქვამს იქაურობას. უამრავი მაგალითია პარალელურ სამყაროში გადასვლა-გადმოსვლისა და მათ შორის, გაქრობის. საავადმყოფოების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი იყო ფანტასტიკური. უნდა დაედგინათ, შეეძლოთ თუ არა კომაში მყოფ ადამიანებს პარალელურ სამყაროში გადასვლა. კომაში ჩავარდნილი პაციენტებისთვის წარწერებიანი ფურცლები ჭერზე დაკიდეს ისე, რომ ნაწერის წაკითხვა, მხოლოდ, ზემოდან იყო შესაძლებელი. აბსოლუტურად ყველა პაციენტმა წაიკითხა. ანუ, ისინი მართლა იყვნენ გასულები და ზემოდან კითხულობდნენ ტექსტს. ეს უკვე იმასაც ადასტურებს, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.  ფანტასტიკური სიტყვა გვაქვს ქართულში – გარდაცვალება. ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება. თუმცა, ვფიქრობ, ზოგი ადამიანი კვდება საკუთარი სიმძიმის მიხედვით. ვისაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამყარო აღარ ღებულობს და ქრებიან.
– რამდენი ხანი გრძელდება პარალელურ სამყაროში გადასვლა? რას ხედავს ადამიანი ამ დროს?
– ასე ზუსტი დრო არ აქვს.  4-5 წუთით გადადიან ხოლმე და რომ ბრუნდებიან, ჰგონიათ, თითქოს 2-3 წელი გავიდა. ციმბირში სპეციალური საიდუმლო ჯგუფი იყო და მსგავს შემთხვევებს იკვლევდა. მაშინ, პარალელურ სამყაროში გადასვლის 15 000 შემთხვევა დაფიქსირდა.  ერთი კაცი საერთოდ გაქრა თავისი სახლის სარდაფიდან. სამი წლის შემდეგ ეს სახლი გაიყიდა, კაცი დაკარგულად ჩაითვალა და ეს ადამიანი იგივე ადგილიდან ამოვიდა, დაბრუნდა. კაცი შოკში იყო, სულ სხვა სამყაროში მოხვდა და ისევ უკან წავიდა. საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა უკრაინაში. 50-იანი წლებიდან კაცი მოხვდა 90-იან წლებში. ასევე, ამერიკაში გზაზე გადასვლისას კაცს მანქანამ დაარტყა და მოკლა. ეს კაცი, რომ ნახეს, იფიქრეს, რომელიღაც მასკარადიდან იყო გამოსული, რადგან ძველი სამხედრო ფორმა ეცვა. საბუთები რომ ამოქექეს, მე-18 საუკუნის მცხოვრები ყოფილა, რომელიც მოულოდნელად გამქრალა. თუ ამას დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ პარალელური სამყარო კი არა, დრო სივრცეთა პორტალიც არსებობს. პარალელურ სამყაროში გადასვლა ეს არის უბრალოდ ტრანსული პოზიცია და შეგრძნებები გაქვს შემდეგი: გემოს, მხედველობის, შეხების. გგონია ფიზიკურადაც იქ ხარ. აბსოლუტურად უცხო ადამიანების მეტყველება გესმის, შენთვის გაურკვეველ ენაზე. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს 10 წუთით გაიხსნა სივრცე და დაფიქსირდა ბრძოლა, რომელიც ფოტოზეც გადაიღეს.
– არსებობს კომპანიები, რომლებიც ახერხებენ, რომ ადამიანებმა მათთვის არასასურველი, ძვირად ღირებული პროდუქცია შეიძინონ. ეს ჰიპნოზია? როგორ შეიძლება თავის დაცვა?
– ეს ჰიპნოზი არაა, ესეაა ნეიროლინგვისტური პროგრამირება, იგივე ტექნოლოგიური მეთოდიკა, რომლის შესასწავლადაც სპეციალურ კურსებს გადიან. არსებობს კიდევ, სხვა მეთოდებიც. ამას ყველა ვერ სწავლობს. ამ დროს, მეტყველების პროცესში, ადამიანს ითანხმებენ. ისინი პირველივე სიტყვაზე  აწყობენ ყოველ პოზიციას და შენც მიჰყვები, რადგან გაქვს ნდობა.  მათი მთავარი იარაღია სიტყვები, რითაც აბრუებენ ადამიანებს. დაცვის საშუალება საკუთარ თავში უნდა მოძებნო. შეგიძლია მოუსმინო, მაგრამ არ დაუჯერო. ადამიანთა 90 პროცენტი იმიტომ ემორჩილება მათ,  რომ ცდილობენ, უკეთესი მხრიდან დაინახონ და ენდონ. მაგრამ, როგორც კი ეჭვის მომენტი გაგიჩნდება, ვერ დაგაჯერებენ. იმდენად გართულდა ცხოვრება, ხალხი მინიმალურ სიკეთეზე აკეთებს აქცენტს და მას რა მოჰყვება, აღარ ფიქრობს.

скачать dle 11.3