კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იყენებდნენ თამაზ ჭეიშვილის ნიჭს საიდუმლო ლაბორატორიაში პარაფსიქოლოგიურ იარაღად

ტერმინი „ფსიქოტრონული იარაღი“ ბევრს სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა. ძირითადად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს არის გასაიდუმლოებული იარაღი, რომელსაც, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული ამერიკით, ყველა სახელმწიფო იყენებს მასების სამართავად და რომელზეც საიდუმლოდ მუშაობენ მეცნიერები. ამ იარაღის შესახებ გვესაუბრება ცნობილი ექსტრასენსი, მწერალი, ჟუნრალისტი, მსოფლიოში აღიარებული პარაფსიქოლოგი თამაზ ჭეიშვილი, რომელსაც ახალგაზრდობაში უშუალოდ მოუწია მუშაობა ლაბორატორიაში, სადაც ქმნიდნენ ფსიქოტრონულ იარაღს. ბატონი თამაზისგან ბევრ საიდუმლოს შევიტყობთ, რომელიც ამ იარაღს უკავშირდება.
თამაზ ჭეიშვილი: ფსიქოტრონული იარაღი არის მასებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალება, რათა შეიქმნას ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როგორიც იარაღის პატრონს სჭირდება. გათვლა მარტივია – ხალხის ქმედება ამ ჯგუფის ინტერესების თანმხვედრი უნდა გახდეს. ყველაფერი, რაც გამიზნულია ადამიანის, ცოცხალი ორგანიზმის ფსიქიკაზე ზემოქმედებისთვის, ამ ადამიანის მტრულად და ფარული მიზნებით გამოყენებისთვის, არის ფსიქოტრონული იარაღი. ფსიქოტრონული იარაღი მრავალმხირივი და მრავალწახნაგოვანია. ეს არის არა რვაფეხა, არამედ ასფეხა, რომელსაც ყოველი ფეხის მოჭრაზე ორი ახალი ამოსდის. ეს არის ზესაიდუმლო იარაღი; შეუძლებელია, მასზე სრული ინფორმაცია ყველას ჰქონდეს. ამ იარაღს იყენებენ ტელევიზიით, ინტერნეტით. დააკვირდით, ქართული საინფორმაციო გადაცემების კორესპონდენტები როგორი დაძაბული ტონით საუბრობენ, როგორ უარყოფით ინფორმაციებს ავრცელებენ, საინფორმაციოს ქუდებს როგორი დაძაბული, საგანგაშო მუსიკა აქვს. თუ  ხმას დაუწევთ, უკვე ზემოქმედების ერთი შემადგენელი კომპონენტი შორდება, ჯაჭვი წყდება და იმდენად აღარ მოქმედებს ფსიქიკაზე. სულ უარყოფითი ინფორმაციები გადის. ასე არაა ევროპულ არხებზე. სუკი ყოველთვის ცდილობდა, უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ადამიანები თავის სამსახურში ჩაეყენებინა და ფსიქოტრონული იარაღის დეტალებად ექცია.
– ბატონო თამაზ, საბჭოთა უშიშროება თქვენი ფენომენით როდის დაინტერესდა?
– იყო ასეთი პარაფსიქოლოგი ედუარდ ნაუმოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ატარებდა ლექციებს ჟურნალისტებისა და მეცნიერებისთვის. თურმე, „კაგებეს“ პოლკოვნიკი ყოფილა, რასაც საერთოდ ვერ შეატყობდით, ისეთი სათნო და ინტელიგენტი ტიპი იყო. 1984 წელს თბილისში იყო ჩამოსული  და ჟურნალისტებისთვის დახურული ლექცია ჩაატარა გამომცემლობა „სამშობლოს“ 500-კაციან დარბაზში. მან შემომთავაზა, ახლა შენი ნიჭი უნდა გამოვიყენოთ პარაფსიქოლოგიის შესასწავლადო. მე პატარა ვიყავი და გამიხარდა – მოსკოვში ვიცხოვრებ, რადიოტექნიკის ინსტიტუტში ვიმუშავებ-მეთქი. თურმე, ეს არის არა რადიოტექნიკის ინსტიტუტი, არამედ, დახურული ტიპის ლაბორატორია, სადაც ქმნიდნენ ფსიქოტრონულ იარაღს. ამ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა მსოფლიო რადიოლოკაციის „მამა“, აკადემიკოსი იური კობზაროვი. იქ რომ შეხვიდოდი, ჩვეულებრივი სამოთხე იყო აუზებითა და რესტორნებით, ოფიციანტები გვემსახურებოდნენ. რაც მსოფლიოში საჭმელია, ყველაფერი იყო. შავ და წითელ ხიზილალას კოვზებით ვჭამდით. იმდენად გულუბრყვილო ვიყავი, ახლა მეცინება, როგორ ვერაფერს მივხვდი. ამ ინსტიტუტში რომ შემიყვანეს, სამი ჩხრეკა გავიარე თავიდან ფეხებამდე, რაღაცეებით შემამოწმეს და ხელწერილი დამაწერინეს, რასაც აქ ვნახავდი, არსად არ უნდა მეთქვა „საბჭოთა პარაფსიქოლოგიის მეცნიერების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა საზიზღარმა კაპიტალისტებმა ჩვენ რამე ზიანი არ მოგვაყენონ...“ მოვაწერე ხელი და დავიფიცე. იქ დავყავი ორი კვირა. მე ვიყავი საცდელი ვირთხა, საცდელი ობიექტი. მერე გავიგე, თურმე სად ვმუშაობდი, მანამდე არ ვიცოდი.
– რა გასაიდუმლოებული ცდები ტარდებოდა იმ ლაბორატორიაში და თქვენ თუ გამოგიყენეს ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ფსიქოტრონულ იარაღად?
– ისეთი არაფერი არ ხდებოდა. აი, მომიტანდნენ, მაგალითად, ფოტოს, სადაც იყო გამოსახული სამი ვირთხა. ეს ვირთხები იყვნენ ლენინგრადში. ახლა შენ უყურე ამ ფოტოს და წარმოიდგინე, რომ ეს ვირთხები არიან შენი მტრები და შენ ისინი უნდა დახოცო. წარმოიდგინე, რომ გაუხსენი მკერდი და გული გაუჩერეო. მეც დიდხანს ვუყურე ფოტოს, გული ამიჩქარდა, ტემპერატურა მომემატა. წარმოიდგინეთ, რა დონის სპეციალისტები იყვნენ, რომ, ისე კარგად ამიხსნეს და ისე კარგად წარმოვიდგინე, რომ ის ვირთხები მართლა დისტანციურად დავხოცე ლენინგრადში, რაც მერე გავიგე. ასე მომაკვლევინეს ორი ბოცვერი. ადამიანებამდე არ მისულა საქმე, თუმცა ადამიანებზე დისტანციურად მომიხდენია ზეგავლენა. ფსიქოტრონული იარაღის მიზანიც სწორედ ეს არის – ადამიანებზე დისტანციურად ზემოქმედების მოხდენა. მექანიზმის არსი შემდეგშია: რამდენიმე ადამიანისგან ირჩევენ ერთ ოპერატორს, რომელსაც სვამენ ეკრანის წინ და აძლევენ კონკრეტულ დავალებას. დავალების მთავარი დანიშნულება ოპერატორმა არ იცის. პირდაპირ ეთერში მაჩვენებდნენ ტერიტორიულად შორს მდებარე აუდიტორიაში მსხდომ ადამიანებს და მიბრძანებდნენ, შთამეგონებინა მათთვის, ერთდროულად დაეწყოთ კვადრატების ხატვა. მე ყველაზე კარგი შედეგი მქონდა – 50-დან 4 კაცი ასრულებდა ჩემს ბრძანებას. ასეთ დროს დანარჩენი ფენომენებიც იქ სხედან და ოპერატორის აზრს აძლიერებენ.
– როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს ნიჭი?
– ეს მე დამეწყო 18 წლის ასაკში. მანამდეც მქონდა – ბავშვობაში, მაგრამ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, არ ვაქცევდი ყურადღებას, მეგონა, ყველა ასე იყო. ბავშვობაში ყოველთვის წინასწარ ვიცოდი, ხვალ ვინ გამიძახებდა და იმ საგანს ვსწავლობდი, ამიტომ, სულ ხუთოსანი ვიყავი. ვის ვიღაცას უნდა დაერეკა და წვიმა როდის მოვიდოდა. არ დამავიწყდება, 8 თუ 9 წლის ვიყავი, სიზმარში რომ ვნახე: მატარებელი მიდის და უცებ გადავარდა ლიანდაგებიდან. ყვირილით წამოვხტი, მატარებელი გადაბრუნდა-მეთქი. მერე გავიგე, რომ იმ ღამეს მოსკოვში მართლაც გადაბრუნებულა მატარებელი. ერთხელ მეგობრებს დავენიძლავე და უცნობი მამაკაცი ვაიძულე, ჩემთან მოსულიყო სიგარეტის სათხოვნელად. თვითონაც გაოგნებული იყო – სიგარეტს არ ვეწევი და რატომ მოვედიო. სანამ ცოლს მოვიყვანდი, ახალგაზრდობაში, რომელ გოგოსაც მინდოდა, იმას ვაყვარებდი თავს.
– როგორ მოახერხეთ, რომ თქვენ იყავით ერთადერთი ექსტრასენსი, რომელიც საბჭოთა კავშირში საჯაროდ გამოჩნდა მაშინდელი პოპულარული ტელევიზიის საშუალებით?
– მართლაც მე ვიყავი ერთადერთი ექსტრასენსი, რომელიც ასე ღიად აჩვენეს. კობზაროვი 90 წელს იყო მიტანებული, იმხელა პენსია ჰქონდა, არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც უმუშევარი დარჩა, მითხრა: მოდი, თამაზ, ფული ვიშოვოთო. წამიყვანა, გამაცნო ნიკიტა მიხალკოვი, სმოკტუნოვსკი, მთელი მაშინდელი რუსული დრამატურგიის ელიტა, აკადემიკოსები. ერთხელ მეუბნება: გაემზადე, წავიდეთ ცენტრალურ ტელევიზიაში და კარგი ფოკუსი აჩვენეო. ახალგაზრდა ვიყავი, მიხაროდა. მარტო მოსკოვი კი არა, მთელი ევროპა და ნახევარი მსოფლიო უყურებდა მაშინდელ საკავშირო „პირველ არხს” და გადაცემა „ვზგლიადს“. სტუდიაში სამასი კაცი ეტეოდა, ერთი ას ორმოცდაათი ადამიანი მაინც იჯდა. მეკითხებიან, რა შეგიძლია, გააკეთოო. მე ვუთხარი, მოიყვანეთ ვინმე რადიკულიტიანი და აქვე გავასწორებ-მეთქი. უფრო ეფექტური რა შეგიძლიაო. მოიყვანეთ კაცი და მზერით დავაწყებინებ ქანაობას-მეთქი. ეს კარგია, კიდევ რა შეგიძლია მკურნალობის თვალსაზრისითო. თუ ვინმეს აქვს ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე, აქვე მოვარჩენ; თუ აქვს ტემპერატურა 40 გრადუსი, აქვე ჩამოვიყვან 35 გრადუსზე-მეთქი... უცებ გაახსენდათ, რომ ასისტენტი სვეტლანა ერთი კვირაა, გლანდების პრობლემით საავადმყოფოში წევს, 40 გრადუსი სიცხე აქვს და ვერ უკლებენო. მოიყვანეს ეს გოგო ორი ექიმის თანხლებით. ყელი შეხვეული აქვს სახვევებით, ვერ ლაპარაკობს, ჩურჩულებს რაღაცას. ერთი კაცი შევაქან-შემოვაქანე, არ დაიჯერეს – ჩაწყობილიაო და დარბაზიდან  მეორე ამოიყვანეს, ეგეც ისე შევაქანე, კინაღამ წაიქცა, ძლივს დაიჭირეს. ახლა ჯერი მიდგა სვეტლანაზე, მეც ეშხში ვარ შესული. მაყურებლებიდან ათი კაცი გამოვაყვანინე, ყველას ხელი ჩავაჭიდებინე ერთმანეთზე, თავში მე დავდექი, ბოლოში სვეტლანა და, ვთქვი, ბოლომ ხელი მიადოს სვეტლანას ყელზე-მეთქი, თან ყელიდან სახვევები მოვახსნევინე. უცებ ვგრძნობ, რომ გავხურდი, გავხურდი და სვეტლანამ ხმა ამოიღო. ყველას გავაშვებინე ხელი, ცოტა ხანში სიცხე გაუზომეს და 35.5 გრადუსი ჰქონდა. ცუდად გახდა. ექიმმა პირჯვარი გამოისახა. ყელში რომ ჩახედეს, ყელიც აღარ აწუხებდა. ამ გადაცემას ბევრი ზარი მოჰყვა, საიდან აღარ რეკავდნენ: ჯერ დარეკეს ბულგარეთიდან, მერე შვედეთიდან, ყველა ქვეყნის ტელევიზია თუ ჟურნალ-გაზეთი დაინტერესდა. ბულგარეთში მთხოვეს ჩასვლა და შემპირდნენ, ვანგას შეგახვედრებთო, მეც დავთანხმდი და შევხვდი ვანგას. ჯერ კიდევ 1987 წელი იყო, როდესაც ვანგამ მითხრა, ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ერთმანეთს დაერევით, სისხლი დაიღვრება, ცეცხლის ალში გაეხვევითო. ჩემს შვილებზე და ჩემზე ბევრი რამ მითხრა და ზუსტად ისე წარიმართა ყველაფერი.
– როგორ დაიშალა ასეთი იარაღის მფლობელი საბჭოთა კავშირი?
– საბჭოთა კავშირი ფსიქოტრონული იარაღით დაანგრიეს ამერიკელებმა. როდესაც პრეზიდენტი იყო, გამოვიდა კლინტონი და ბოდიში მოუხადა საზოგადოებას – მე არ ვიყავი საქმის კურსში, საბჭოთა კავშირზე გამოსცადეს ფსიქოტრონული იარაღიო. სულ 5 ადამიანს გვაკვირდებოდნენ. ერთ-ერთი იყო ჯუნა დავითაშვილი. მან ყველას დედა აგინა და წავიდა – ასეთი ტიპი იყო. მერე ოთხნი დავრჩით. ყველაზე ძლიერი ვიყავი მე. ერთი იყო ნინა კულაგინა და, იცით, რას აკეთებდა? ნივთებს მზერით ამოძრავებდა: უყურებდა, უყურებდა მაგიდაზე დადებულ თეფშს და აამოძრავებდა, გადააგდებდა. ამას ჰქვია ტელეკინეზი. მეც შემეძლო ეს, მაგრამ, იცით, რა არის? ვანგა ხომ იყო ნათელმხილველი, შეეძლო, ემკურნალა კიდეც ან ამ ტელეკინეზით, ფოკუსებით გაერთო ხალხი, მაგრამ, ერთი გზა უნდა აირჩიო. როდესაც ერთ გზას ირჩევ, დანარჩენი სუსტდება. ჩემთვის კედელი არ არსებობდა – უცებ დაიწყებდა კედელი ლივლივს და ჩვეულებრივ ვხედავდი, იქით რა ხდებოდა. მართლაც, მოვიდა დრო, რომ უნდა შეარჩიონ ერთი ოპერატორი, მაგრამ, რისთვის, რატომ – არავინ არ იცის. ყველა განყოფილებას თავისი დავალება ჰქონდა და ერთმანეთის არაფერი იცოდნენ. შედგა კონსილიუმი და ყველამ განაცხადა, ყველაზე კარგი მაჩვენებელი თამაზ ჭეიშვილს აქვსო. გამიხარდა, ჭკუაზე არ ვარ და, უცებ კობზაროვმა თქვა: მე წინააღმდეგი ვარ, ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს ნინა კულაგინასო. პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ კობზაროვმა მუშტი დაარტყა მაგიდაზე: „მე რომ ვთქვი, კულაგინა იქნებაო“. არ გასულა ორი წელი და ნინა კულაგინა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მე გაბრაზებული წამოვედი იქიდან და მირეკავს კობზაროვი: თამაზ, საქმე მაქვს, შეგიძლია, ჩამოხვიდეო? მე ვუთხარი, მე დიდ პატივს გცემთ, დიდი ავტორიტეტი ხართ, მაგრამ თქვენზე ნაწყენი ვარ და არ მინდა თქვენთან ლაპარაკი-მეთქი. თამაზ, ჩამოდი მოსკოვშიო, – მაინც დაიჟინა, მეც წავედი და მასთან მივედი სახლში (სულ იქ ვიყავი ხოლმე). ერთ-ერთ ელიტურ უბანში ცხოვრობდა. მეკითხება: შენ ჩემზე ნაწყენი რატომ ხარო? როგორ თუ რატომ, ყველაზე კარგი მაჩვენებელი მე მქონდა და მე დამბრაკეთ-მეთქი. მე შენ კი არ დაგბრაკე, გადაგარჩინე; მე შენ შვილივით მიყვარხარ... შენ იცი, იქ რა მუშაობა მიდიოდა? ახლა  დროებით დაიხურა ის ინსტიტუტი და ის პროექტი. რა მექანიზმით მუშაობდნენ, არ ვიცი და, რომც ვიცოდე, არ გეტყვი. რაც გითხარი, საკმარისია და შენ ამისი თქმის უფლებაც არ გაქვს ერთი ოცი წელიწადიო. ეს იყო 1989 წელს, კი გავიდა უკვე ოცი წელი...
– ახლა  ვინ ფლობს ყველაზე ძლიერ ფსიქოტრონულ იარაღს?
– რუსეთს აქვს ფსიქოტრონული იარაღის ყველაზე ძლიერი ფორმა და სწორედ ამით აიხსნება მისი პერმანენტული წარმატება საგარეო პოლიტიკაში. რატომ უწევს ანგარიშს მთელი მსოფლიო ამ პატარა კაცს? სად არ ერევა... მალახოვის შოუ რომ არის მოსკოვის „პირველ არხზე,” მთელი ქვეყანა უყურებს. მე თვითონ მიკვირს, როგორ მიდის სულელური თემების გარჩევები, მაშინ, როცა ალკოჰოლიზმმა, პედოფილიამ და ათასმა უბედურებამ წალეკა რუსეთი. მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ და ესეც ერთ-ერთი ფორმაა ხალხის გამოლაყების. პარაფსიქოლოგიური იარაღი სატანური რაღაცაა. ყველაფერი მეცნიერულ დონეზე იყო გათვლილი. რასაც გგონია, რომ არ აქცევ ყურადღებას – პლაკატებს, ლოზუნგებს – ფსიქიკაში ჯდება, ილექება და ისე იქცევი, როგორც ეს ლოზუნგები და პლაკატები გკარნახობდა. სადაც დანგრეული კედელი იყო, ყველგან ბრეჟნევის პლაკატი იყო გაკრული.  
– საქართველოში თუ გამოიყენება ეს იარაღი?
– საქართველოში იდეოლოგია არ სჭირდებათ, საქართველო მარიონეტული ქვეყანაა. საბჭოთა კავშირში ხოცავდნენ მწერლებს, პოეტებს; მაშინდელი მწერლობა და შემოქმედება მხოლოდ საბჭოთა კავშირის ინტერესებს ემსახურებოდა. ახლა გაიძახიან, მწერლებს, ხელოვანებს ყურადღებას არ აქცევენ, ყველა რუსეთში გარბისო. პუტინს სჭირდება იდეოლოგია – ეს არის პარაფსიქოლოგიური იარაღის ერთ-ერთი სახე. 7 ნოემბერს და 26 მაისს სააკაშვილის განკარგულებით პოლიციამ გამოიყენა ულტრაბგერები, რაც ერთ-ერთი პარაფსიქოლოგიური იარაღია. ხომ გახსოვთ, „ტოიოტებზე“ რომ იდგა პროჟექტორების მაგვარი მრგვალი რაღაცეები და ყველა პოლიციელს ეკეთა ყურებზე დამცავები... ულტრაბგერით შეტევა ადამიანებზე, ცხოველებზე და მცენარეებზეც კი მოქმედებს. ვინც ამ ულტრაბგერით სეტყვაში მოჰყვა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ზოგს შიზოფრენია დაემართა. ეს ტვინის დაშლას იწვევს, ამის გამოყენება არ შეიძლებოდა.

скачать dle 11.3