კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რა გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი სოფო ბარნოვისა და სამორი ბალდესთვის და რატომ მოუწყვეს მათ, საკუთარ თავს გამოცდა

სოფო ბარნოვი მეუღლესთან, სამორი ბალდესთან ერთად, დაახლოებით ერთი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. სოფოს ხელოვნებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა და ახლა ის ტექსტილის დიზაინერია. გარდა ამისა, ის ტიხრული მინანქარისგანაც ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის.
სოფო ბარნოვი: პირველი „ნამუშევარი“ 3 წლის ასაკში, როგორც მახსოვს, ბიძაჩემის სახლში, კედელზე ფერადი ფანქრებითა და ფლომასტერებით შესრულებული ყვავილები იყო. ეჭვი მეპარება, ამას აღფრთოვანება გამოეწვია, რადგან მთელი კედელი დავჯღაბნე. ჩემი საყვარელი გართობა იყო თოჯინებისთვის ტანსაცმლის შეკერვა და ამ კონკრეტულ ქსოვილებზე ხატვა იმ მიზნით, რომ ყოველი შემდეგი კოსტიუმი განსხვავებული ყოფილიყო. შემდეგ ყველაფერმა ბევრად სერიოზული სახე მიიღო. ვეცნობოდი სათანადო ლიტერატურას, ვცდილობდი, აღმომეჩინა და წამეკითხა ის, რაც არ ვიცოდი. სწორედ წიგნებისა და ინტერნეტის დახმარებით შევიტყვე ბევრი რამ ქსოვილის მხატვრულ დამუშავებაზე და კერძოდ, ბატიკაზე. ბატიკა ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ისტორიულადაც. ამ პროფესიის სიღრმემ, დიდმა ისტორიამ და ვიზუალურმა მშვენიერებამ განაპირობა ის, რომ უმთავრეს პროფესიად ტექსტილის დიზაინი ავირჩიე. რაც შეეხება დღესდღეობით ჩემი ნამუშევრების თემატიკას – ეს არ არის მხოლოდ ერთი, კონკრეტული კონცეფცია, რის მიხედვითაც ვხატავ. ზოგადად, ექსპერიმენტების მომხრე ვარ, რაც განაპირობებს ხელოვანის ზრდას შემოქმედებთად თუ ტექნიკურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვაქცევ ჩემს ემოციურ მდგომარეობას, რაც შემდეგ ნამუშევრებზე აისახება.
– როდის დაინტეერესდი ტიხრული მინანქრით?
– საიუველირო ხელოვნებითაც ძალიან ადრე დავინტერესდი. ჩემი მეგობრის ძმა, ასევე ჩემი მეგობარი, ნიკოლო მელივა, რომელიც არაჩვეულებრივი მოქანდაკეა, დამეხმარა ამ ულამაზესი ხელოვნების შესწავლაში. პირველი ნაბიჯები სწორედ 14 წლის ასაკში გადავდგი, შემდეგ ცოდნა გავიღრმავე სამხატვრო აკადემიაში, უნიჭიერესი პროფესორების – ბატონი გელა გიორგაძისა და დათო აბრამიშვილის დახმარებით. ერთი შეხედვით, ძალიან განსხვავდება ტექსტილის დიზაინი და მინანქარი ერთმანეთისგან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. მაგალითად, ბატიკისთვის შექმნილი ესკიზი შეგიძლია გამოიყენო მინანქარში ან – პირიქით. პირველ შემთხვევაში, ქსოვილზე გიწევს მუშაობა და მეორე შემთხვევაში კი – ძვირფას ლითონებზე. თუმცა, მათი დაკავშირება და შერწყმა არ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს.
– არაერთ გამოფენაში მიგიღია მონაწილეობა.
– გამოფენები მქონდა საქართველოშიც და ევროპაშიც. დაახლოებით 2006 წლიდან უფრო აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა პროექტში, ღონისძიებასა თუ საქველმოქმედო აქციაში. უმეტესწილად გამოფენებზე წარმოდგენილი მქონდა ტექსტილი, არა მხოლოდ ბატიკა, არამედ თექა, შიბორი, აბრეშუმის ქაღალდი, გობელენი, ებრუ, ასევე მინანქრები და სხვა ხელნაკეთი ნივთები. მქონდა ფოტოგამოფენაც, რომელზეც, ძირითადად, იტალიაში გადაღებული ფოტომასალა გამოვიყენე. ასევე, მაქვს გამოცდილება ევროპაში ჩატარებული პროექტებიდანაც. რამდენიმე ქვეყნის კერძო კოლექციებშია შესული ჩემი ტიხრული მინანქრის ნამუშევრები. ესენია: ესპანეთი, იტალია, ბრიტანეთი, ჩეხეთი, გერმანია.
– ცოტა ხნის წინ ამერიკაში გადახვედით საცხოვრებლად  შენ და შენი მეუღლე – სამორი ბალდე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– თითქმის წელიწადია, რაც ნიუ-იორკშო გადმოვედით. ორივეს ცხოვრებაში გვქონდა ისეთი ეტაპი, როდესაც სურვილი გაგვიჩნდა, საკუთარი თავისთვის გამოცდა მოგვეწყო, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული თვალსაზრისით. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო, თუმცა, ვფიქრობ, ღირდა. სირთულეების გადალახვა, მით უფრო, როცა ხელოვნებას ემსახურები, გარკვეულ ეტაპზე საჭიროცაა. არ არის ადვილი, აქაურ ტემპს აუწყო ფეხი, მით უფრო, როცა გარემო ახალია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. დროთა განმავლობაში სწავლობ ქალაქს, აქაურების მენტალობას თუ შეხედულებებს, კანონებს და ამ თვალსაზრისით, სირთულეების კოეფიციენტიც მცირდება. პირველი თვეები ძალიან რთულია, ხშირად ისეთ სიძნელეებსაც აწყდები, რასაც ვერც წარმოიდგენდი. თუმცა, გადალახვა შესაძლებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, რომელიც მუდამ გაძლიერებს.
– როგორ მოსწონთ ამერიკაში შენი ნამუშევრები და აპირებ თუ არა ქართული ბატიკის პოპულარიზაციას?
– ჩემდა საბედნიეროდ, ნამუშევრები აქაურ დამთვალიერებელში მოწონებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს. გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები, კრიტიკოსები, რომლებიც შეფასების დროს კრიტიკულები არიან, მათი სიმპათიის დამსახურება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. ჩემი მიზანია, მოვახდინო ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ეს  ტექსტილი იქნება, ტიხრული მინანქარი თუ ფერწერა, არ აქვს მნიშვნელობა. სურვილი მაქვს, არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედება გავუზიარო ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ დავეხმარო იმ უნიჭიერეს ხალხსაც, ვინც საქართველოში მოღვაწეობს, რათა მათი ნამუშევრებიც ნახონ აქაურმა დამთვალიერებლებმა.
– ცოტა ხნის წინ ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე მიგიწვიეს.
– შემოთავაზება მივიღე ერთ-ერთ არტპრომოუშენ კომპანიისგან. გამოფენის გახსნა 31 მაისსაა დაგეგმილი და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გალერეის სახელია Emmanuel fremin gallery და მდებარეობს ჩელსიში, მანჰეტენზე. ჩელსი ნიუ-იორკში ხელოვნების ეპიცენტრად მიიჩნევა, რადგან სახელგანთქმულია საგამოფენო სივრცეების სიმრავლით და მხატვრობით დაინტერესებულმა პირებმაც კარგად იციან, თუ სად უნდა მიაკითხონ და რას გაეცნონ. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ხელოვანებიც, მათ შორის, ჩემი საუკეთესო მეგობრებიც. გამოფენაზე წარვადგენ ტიხრულ მინანქარში შესრულებულ ნამუშევრებს, ასევე, ბატიკას.
– მომიყევი, როგორ გაიცანი წლების წინ სამორი?
– 5 წლის წინ გავიცანით მე და სამორიმ ერთმანეთი. 2 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. გაცნობის დეტალებსა და გრძნობებზე საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებთ მეც და ისიც.  ეს ჩვენთვის ძალიან პირადული საკითხია და არ გვსურს გასაჯაროება. იმის თქმა შემიძლია, რომ უკეთეს მეუღლესა და მეგობარს ვერ ვინატრებდი. უპირველეს ყოვლისა, ის ღირსეული ადამიანია და ვამაყობ, რომ მისი მეუღლე მქვია.
– რას საქმიანობს ამერიკაში სამორი?
– როგორც მოგეხსენებათ, ის მუსიკოსია, საქართველოში აკეთებდა ჰიპ-ჰოპს წლების განმავლობაში. ბავშვობიდან დღემდე წერს ძალიან ღრმა და საინტერესო ტექსტებს, ასევე წერს ინსტრუმენტალს. აქაც, სტუდიაში მუსიკის კეთებითაა დაკავებული. ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებული გეგმები და პროექტები აქვს. გააბა საინტერესო კონტაქტები და გაიცნო ნიჭიერი მუსიკოსები.
– ალბათ, სამორი შენი ნამუშევრების პირველი შემფასებელია.
– როდესაც ვმუშაობ ის მუდმივად თვალს ადევნებს პროცესს. ყოველთვის ვეკითხები აზრს. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ სწორედ მას მოსწონს ჩემი ნამუშევრები. არასდროს გაურბის აზრის გამოთქმას, რასაც ასევე, ვაფასებ. რამდენიმე წლის წინ მას დაბადების დღეზე ტიხრულ მინანქარში ჩემ მიერ შესრულებული ჯვარი ვაჩუქე, რომელსაც სულ ატარებს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო და მისგანაც მუდამ ანალოგიურს ვგრძნობ. ძალიან რთულია აქ, საყვარელი ადამიანის თანადგომის გარეშე, დროის მოკლე მონაკვეთში წარმატებას მიაღწიო. მახარებს ისიც, რომ პირველს მე მიზიარებს დაწერილ ტექსტს თუ ინსტრუმენტალს, მეკითხება აზრებს და მეც არ გავურბი, ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ. მის მუსიკალურ შესაძლებლობებს ცოტა თუ იცნობს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ამომწურავად იცის იმ სუბკულტურის ისტორია, რაშიც მოღვაწეობს და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. არ მქონია შემთხვევა, ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებით მისთვის შეკითხვა დამესვა და წლების მიხედვით არ მოეყოლა ყველაფერი. რას შეეხება ჩვენს ტანდემს, დიახ, შემოქმედებითი კუთხით ერთობლივი გეგმებიც გვაქვს.

скачать dle 11.3