კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შლიდა ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი აღლუმს რუსთაველის გამზირზე და რატომ დადის მისი შვილი მანდილით

ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი პროფესიით ისტორიკოსია,  ჟურნალისტური ცხოვრების გამოცდილებაც აქვს და ერთი წიგნის ავტორიც არის.  დღეს ის ქართული ტრადიციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველია. ქცევების მკაცრ კოდექსს, რომელიც 365 მუხლს შეიცავს, არა მხოლოდ თვითონ, ათასობით მოზარდსაც აზიარებს, რომლებიც დღეს ხრიდოლს – საბრძოლო ხელოვნებას სწავლობენ. როგორ  გახდა ხრიდონიოლი, არც კი ახსოვს, თუმცა, საყვარელი საქმე, რომლის აღდგენაც  მეგობრებთან ერთად 23 წლის წინ დაიწყო, დიდი ხანია, მისთვის ცხოვრების მთავარ წესად იქცა.     
ნუკრი მჭედლიშვილი:  ჩვენს  ოჯახს სპორტული ტრადიცია  ჰქონდა:  მამაჩემი  სპორტის დამსახურებული ოსტატია,   საბჭოთა კავშირის ჩემპიონი  იყო თავისუფალ ჭიდაობაში და სამგზის ფინალისტი – სამბოში; მეც ვჭიდაობდი ძიუდოსა და სამბოს, სანამ სკოლის მოსწავლე ვიყავი; საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და სპარტაკიადების მონაწილეც ვარ. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ვერ მოვასწარი, რადგან, როცა ეს გზა უნდა გამევლო, ის პერიოდი  90-იან წლებს დაემთხვა. მე დავბრუნდი ჩემს საჭიდაო დარბაზში და გავაგრძელე ვარჯიში საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით.  როგორ და როდის  გავხდი ხრიდონიოლი,  არც კი მახსოვს.  ეს იყო ის, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო ქართულ ტრადიციებთან, ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, მიყვარდა სიძველეები. პატარა რომ ვიყავი, სანაგვეზე დავდიოდი და იქიდან ძველ უთოებს, ჩაიდნებს ვეზიდებოდი. სახლში რამდენიმე ძველისძველი ნივთი მაქვს, რომლებიც ჩემს სახელოვან წინაპრებს ეკუთვნოდათ. მათი უმეტესობა მღვდელმსახური იყო. ასეთი სიყვარული ტრადიციებისადმი   ჩემი გენეტიკისა  და  ჩემი წინაპრების დამსახურებაა, ეს ფიქრი და აზრი სულ ტრიალებდა ჩვენს სახლში. ჯერ კიდევ 1982 წელს  მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ ჯგუფი – „იბერიელი მგლები”, რომელმაც დაიწყო  ხრიდოლის საბრძოლო სისტემის აღდგენა. მაშინ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი იყო ვარჯიში, წვრთნა, მხედრული ტრადიციები და საქართველოს გათავისუფლება.  ჩვენი მოკლე ჭკუით, ვგეგმავდით ისეთ ღინისძიებებს, რაც ამ მიზნის აღსრულებას ემსახურებოდა. მახსოვს, რუსთაველის გამზირზე აღლუმში უნდა მიგვეღო მონაწილეობა და, როგორც ყველა სხვა სკოლის მოსწავლეებს, ჩვენც გვავარჯიშებდნენ „მარშიროვკებზე”.  სკოლაში გვითხრეს, რომ  რუსულად უნდა გვემღერა სიმღერა – ჩვენ  ვართ პიონერები, მშრომელთა  შვილები და ასე შემდეგ, მე გავაპროტესტე: რუსულად  რატომ უნდა ვიმღეროთ,  აგერ, გვერდით, რუსული სკოლა გვიდგას და რუსული სიმღერა იმათ იმღერონ-მეთქი. მოკლედ, არ გაჭრა ჩემმა პროტესტმა, გადაწყვეტილება მიღებული იყო, – როცა  თავისუფლების  მოედანზე ჩავივლიდით და  ტრიბუნასთან შევარდანაძესა და გილაურს ხელს დავუქნევდით, თან ეს სიმღერა უნდა გვემღერა. მე პატარა ჯანყი მარშის დროს მოვაწყვე: როგორც კი ტრიბუნებს გავუსწორდით,  ხმამაღლა დავცხე რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისა”.  ამ დროს ჩემი მეგობრები „გეგმიურ”  რუსულ სიმღერას მღეროდნენ და ჩემმა პატრიოტულმა ფრაზებმა იქ ისეთი სიცილ-ხარხარი გამოიწვია, ლამის ჩაიშალა ის მსვლელობა.  მთლად ლენინის ძეგლის ქვეშ ხომ არ შემეხებოდნენ ფიზიკურად და, როგორც კი ტრიბუნებს გავცდით, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა და ვიღაც ორმა მეთვალყურემ ერთ-ორი კი მომდეს ყველა მხრიდან (იცინის). ჩვენი ჯგუფი არალეგალური იყო, „იატქვეშ” გვიწევდა მუშაობა. ჩვენი მუშაობა იყო პატრიოტული ლექსების შეგროვება,  უნიჭო, მაგრამ გულწრფელი ლექსების წერა.  ჩვენი დახატული გერბიც კი  გვქონდა – ერთიანი საქართველოს რუკაზე „ამერიკაც” გვქონდა მიწერილი, რადგან  ვფიქრობდით, რომ ამერიკა უნდა მოგვხმარებოდა თავისუფლების მოპოვებაში და ის უნდა ყოფილიყო ჩვენი მოკავშირე. 
თუ ხარ სპორტსმენი და ვარჯიშობ საბრძოლო ხელოვნებაში, უკვე ძალიან ადვილია, პროფესიულად  მიჰყვე ამ საქმეს. როცა აქტიური მუშაობა დავიწყეთ, საქართველო უკვე თავისუფალი იყო და  მხედრული ტრადიციების აღდგენაც   აღარ იყო ტაბუდადებული თემა, თუმცა,  ბევრმა  არათუ არ იცოდა  ხრიდოლის  შესახებ არაფერი,  მახსოვს, ცოტა მოგვიანებით, ერთ  პატივცემულ ბატონს  ხრიდოლი ჩემი სახელი ეგონა და მკითხა: ამ კახელს ხრიდოლი რატომ დაგარქვესო. ერთმა კაცმა ფურცელზე ჩემი ტელეფონი ჩაიწერა და გვერდით მიაწერა: ხრიდოლი მჭედლიშვილიო – იმასაც ჩემი სახელი ეგონა.  იმ პერიოდში საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. სახლიდან მოვიპარე ორი ლეიბი და ერთ-ერთი სკოლის სპორტულ დარბაზში მივიტანე, რომ ბავშვებს ევარჯიშათ.  დედამ მამიდასთან დაიჩივლა, მამიდამ კი მითხრა, მე მაქვს ძველი ლეიბები, ახლები დააბრუნე და ესენი წაიღეო. არც ისინი დავაბრუნე,  ძველიც წამოვიღე და, ასე, ოთხი სახლის ლეიბით გავხსენით  პირველი ჯგუფი.  მშობლებს მოჰყავდათ ბავშვები, გვეკითხებოდნენ – კარატეს წრეაო? როდესაც ვეუბნებოდით, რომ, არა, ხრიდოლია, მიდიოდნენ ხოლმე თავიანთი გზით.  მე კი არ მეზარებოდა ახსნა, ზეპირად ვიცოდი, ალილუიასავით ვუყვებოდი ხოლმე ამ ხალხს ხრიდოლის შესახებ.
– ამბობენ,  რომ დღეს  ახალგაზრდა თაობაში, ხრიდოლი   უკვე ძალიან პოპულარულია; თურმე, ცნობილი და მდიდარი  ქართველებიც კი ასწავლიან შვილებს მხედრული მზადყოფნის ამ სისტემას.
–  როგორც წესი, შეძლებული ოჯახის შვილები უფრო სუსტები არიან ფიზიკურად, ვიდრე  ჩვეულებრივი ოჯახის ბავშვები.   იმ მდიდრებმაც კარგად იციან, რომ ბავშვს ფიზიკური და სულიერი სიძლიერე სჭირდება, რადგან, ხრიდოლს, ხუთ ძირითად მიმართულებასთან ერთად, რაც არის   ქართული ჭიდაობის ორი სახეობა, ქართული კრივი, ფარიკაობა, სროლის ხელოვნება  და მშვილდოსნობა, აქვს ღირსების კოდექსი, რომელიც აერთიანებს 365 წესს.  ეს ხუთი მიმართულება და ღირსების კოდექსი გაერთიანებულია ერთ საბრძოლო სისტემად. 
ეს 365 წესი მე კი არ მომიგონია,  ოდითგან იყო, მერე მეფე არჩილმა მისცა ლიტერატურული ფორმა.  რამდენიმე პუნქტს გეტყვით, თქვენ მითხარით, ქცევის ეს წესები ერგება თუა არა   2016 წელს და მერე თქვით, რა დროს ეგაა, 21-ე საუკუნეა, კოსმოსში მივფრინავთო. როცა იწყებ ბრძოლას, დაფიქრდი, ხარ თუ არა მართალი! არის თუ არა ეს საჭირო დღეს ცხოვრებაში? ის, რომ  არ იბრძოლო უსამართლო ომში, არ გაფიცხდე, როგორ ცუდადაც არ უნდა მოგექცნენ; დანდობის წესი – გაუფრთხილდე იმას, ვისაც ედავები და ეკამათები – დღეს არაა აქტუალური?
– ისე მძაფრად იცავთ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ სიწმინდეებს, რომ მგონი, სახლში, შვილებთან და ცოლთან, ავტორიტარული რეჟიმი უნდა გქონდეთ დამყარებული.
– არა, ღმერთმა დამიფაროს! მე არც ჩხუბი ვიცი, არც ყვირილი. სახლში რასაც დამავალებენ, გავრბივარ და ვაკეთებ. ჭურჭელსაც ვრეცხავ, ვგვი კიდეც და, თუ საჭიროა, საჭმელსაც ვიკეთებ, არავის ვაწუხებ.  კაცი ქალს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ცოლი გვიან შევირთე. ჯერჯერობით სამი შვილი მყავს, მაგრამ კიდევ გავმრავლდებით. ჩემი შვილებიც ასე ცხოვრობენ, თუმცა მე კატეგორიულად არ ვითხოვ მათგან ამ წესების დაცვას. ჩემმა შვილმა 5 წლის ასაკში რომ დაიხურა თავზე მანდილი, ახლა 9 წლისაა და ჯერ  არ მოუხდია. არ გეგონოთ, მე მოვითხოვე მისგან ეს.  ერთ დღეს  მანდილი სახლში  დარჩა და, სანამ არ მივუტანეთ, ქუდი არ მოიხადა.  მე მიყვარს საუბრები წარსულზე, ტრადიციებზე; ვუყვები ჩემს შვილებს წინაპრების ისტორიებს, იმ გადაწყვეტილებებს კი, როგორ უნდა მოიქცნენ, თვითონ იღებენ. ჩემს შვილს არ აქვს  ისეთი კაბა, მუხლი რომ მოუჩანდეს, რის გამოც დედა სულ ეჩხუბება.  მეუღლე ძალიან მეწინააღმდეგება და მადანაშაულებს – ასეთ მკაცრ წესებს ნუ აჩვევ ბავშვებს,   ეს არაა აუცილებელიო.
– რატომ უზომავთ შვილს კაბის სიგრძეს? თვითონ არ არღვევთ მკაცრ წესებს?
– მე არ ვუზომავ შვილს კაბის სიგრძეს, მე ვეუბნები, რა არის სწორი, და  რა – არა;   ვცდილობ, დავიცვა ყველა წესი და, როცა ვარღვევ წესს, მექმნება განცდა, რომ იმ დღეს დიდი ცოდვა ჩავიდინე.  თქვენ გგონიათ, მე არ მოვხვედრილვარ ისეთ ადგილებში, სადაც განსხვავებულობას ვეჯახები?  მაგრამ აგრესიას არ გამოვხატავ იმ ხალხის მიმართ – მე არ ვიცი, რა არის აგრესია.  ღამის კლუბშიც ვარ ნამყოფი და კაზინოშიც, ოღონდ კი არ მიცეკვია და მითამაშია, ინტერესის გამო შევედი, რომ გამეგო,  იქ რა ხდებოდა, ერთხელ ვიყავი და მორჩა.  ერთხელ, სუფრაზე მოვხვდი, არ ვიცოდი,  რა წრეში უნდა ვყოფილიყავი. უცებ მოიყვანეს სტრიპტიზიორი. ბოძი იქ არ იყო, მაგრამ იმ ქალმა გაიხადა და ცეკვა დაიწყო. პირველად ვნახე ასეთი რამე – ყველა მამაკაცთან მივიდა და, როგორც საერთოდ აკეთებენ, ისე იქცეოდა. როცა მივხვდი, ჩემამდეც მოვიდოდა, ისეთი საბრძოლო პოზიცია დავიკავე, რომ ვერ მომწვდენოდა. რა იცოდა იმ ქალმა, ვინ ვიყავი. ჩემამდე რომ მოვიდა, ადგილი კი მქონდა გამაგრებული, მაგრამ მაინც ცდილობდა ჩემთან მოღწევას. თამადამ შეამჩნია და უთხრა: ეგ ხრიდოლია, თან, მარხვაზეც იქნება და მაგას თავი დაანებეო, – ასე გადამარჩინა და მიხსნა თამადამ  სტრიპტიზიორი ქალისგან (იცინის).

скачать dle 11.3