კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დატოვა პატარა ბავშვმა ორი მილიციელი მშიერი

ერთხელ მე და ჩემი კოლეგა, ოთარ ქორიძე, ქუთაისში მიგვავლინეს ერთ-ერთი ძებნილის სათვალთვალოდ. ოცდაოთხი საათის განმავლობაში მანქანაში ვისხედით და იქიდან „ვალივერებდით“ დურბინდით. არც თვალი მოგვიხუჭავს და ლუკმაც არ ჩაგვიდევს პირში. ერთი სიტყვით, გვშია და, იმის თავიც არ გვაქვს, მანქანიდან გადავიდეთ და საჭმელი ვიყიდოთ. უცებ გზაზე ათიოდე წლის გოგონა დავინახეთ, რომელიც ჩანთით ხელში მოდიოდა. მე სამმანეთიანი ამოვაცურე ჯიბიდან, გოგონა მოვიხმე და ვუთხარი:
– ერთი, შენს გაზრდას, გასტრონომში რომ დიდი ხაჭაპური იყიდება, წადი და ის იყიდე-მეთქი.
ბავშვმა ფული გამომართვა და წავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ვხედავ, ისევ მოდის. ხელში უზარმაზარი ხაჭაპური უჭირავს და ჭამს. მოგვიახლოვდა, მანეთიანი გამომიწოდა, „მადლობა ბიძიაო,“ – მითხრა და ჭამა-ჭამით განაგრძო გზა...
მშიერი კი დაგვტოვა იმ ბავშვმა, მაგრამ, ხურდაც მოგვიტანა და, რაც მთავარია, იმდენი ვიხარხარეთ მე და ოთარმა მშიერ კუჭზე, ჭამა გადაგვავიწყდა...
რეზო ნოდიას მონათხრობის
მიხედვით

скачать dle 11.3