კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განაცხადა უარი „კანონიერ ქურდობაზე“ ცნობილმა ქართველმა თაღლითმა

ტრისტან შატაიძე ერთ-ერთი იმ იშვიათი თაღლითთაგანი იყო, ვინც საქართველოში მოქმედი არალეგალურად მოვაჭრე ებრაელების დიდი დაჯგუფების გაბითურება და მათთვის მსხვილი თანხის გამორთმევა შეძლო. შატაიძემ 97 წელი იცოცხლა, სიკვდილამდე შეინარჩუნა ნათელი გონება და თაღლითობის ჟინი, რაშიც მას უზადო ჯანმრთელობა ეხმარებოდა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ცნობილი თაღლითის ცხოვრებიდან...
წითელარმიელთა აღლუმი
1900 წელს დაბადებულმა ტრისტან შატაიძემ თაღლითური მოღვაწეობა ადრეულ ასაკში დაიწყო და წვრილმანი თაღლითობით ირჩენდა თავს. 15-16 წლის მოზარდი ავლაბრის „სავაჭრო რიგებში“ მოქმედი თაღლითის, პეტრე ყუშიტაშვილის შეგირდი იყო და იოლი ფულის მოგების ჟინით ანთებულ მოქალაქეებს ეგრეთ წოდებული „სათითეების” მეშვეობით „ფცქვნიდა“. ამ საქვეყნოდ ცნობილი აფერის პრინციპი მარტივია: მანიპულატორი (იგივე აფერისტი) მოპრიალებულ მაგიდაზე სამი სათითის მეშვეობით პატარა ბურთულებს აგორავებს. ბოლოს ბურთულას ერთ-ერთ სათითეს აფარებს და მოთამაშეს სთავაზობს, გამოიცნოს, თუ რომელი სათითის ქვეშაა ბურთულა. მოთამაშე რამდენჯერმე სწორად აგნებს ბურთულას და ფსონს (თამაში ფულზე მიმდინარეობს) ზრდის, მოგების აზარტში შედის და, როდესაც საკმაოდ მსხვილ ფსონს ჩადის (ხშირ შემთხვევაში, მთელ თავის ფულს), სწორედ ამ დროს აგებს და ბურთულის მდებარეობის გამოცნობას ვერ ახერხებს... სინამდვილეში ბურთულა არცერთი სათითის ქვეშ არაა – ის მაპინულატორს აქვს ოსტატურად და შეუმჩნევლად მოქცეული საჩვენებელ და შუა თითებს შორის და მთავარი პრინციპიც სწორედ ესაა. პატარა ტრისტანი კი ისე იყო დაოსტატებული „სათითობანაში“, რომ არასდროს „დამწვარა“ და კარგადაც შოულობდა ფულს. მაგრამ 1916 წელს პოლიციამ პეტრე ყუშიტაშვილი თაღლითობისთვის დააპატიმრა და ციხეში ჩასვა, 16 წლის ტრისტანი კი არასრულწლოვნობის წყალობით გადაურჩა საპყრობილეს... მართალია, თბილისში აზარტული თამაშები ქუჩაში აიკრძალა და ტრისტანმა „სამუშაო“ დაკარგა, მაგრამ, საზრიანმა ყმაწვილმა კვალიფიკაცია შეცვალა და ხან „საქველმოქმედო“ ორგანიზაციის წევრად ასაღებდა თავს და პირველ მსოფლიო ომში მონაწილე რუს ჯარისკაცებს „ეხმარებოდა“, ხან კი ტიფით დაავადებული ვოლგისპირელებისთვის აგროვებდა ფულს... ხოლო, როდესაც საქართველოში კინემატოგრაფის ბუმი გაჩაღდა და შეძლებული ოჯახები „სინემაში“ (კინოში) გადაღებისთვის ფულს იხდიდნენ, ტრისტანი თავს ოპერატორად ასაღებდა, შეკვეთებს იღებდა, შემდეგ ფულს აგროვებდა და უჩინარდებოდა... 1919-26 წლებში შატაიძემ მთელი ზღვისპირეთი მოიარა და საკმაოდ მსხვილი თანხებიც გამოსძალა ხალხს. 1926 წელს კი ის „ჩეკამ“ დააპატიმრა და 26 წლის ახალგაზრდა 5 წლით ჩასვეს ციხეში. საქმე ის იყო, რომ, პირობისამებრ, მას წითელარმიელთა აღლუმი უნდა გადაეღო რუსთაველის გამზირზე და, როდესაც ნახევარი თანხის წინასწარ ასაღებად მივიდა ამიერკავკასიის სამხედრო გარნიზონის ბუღალტერიაში (რომლის შემდეგაც, ანუ, როგორც კი ფულს აიღებდა, მიმალვას აპირებდა), შატაიძე ერთ-ერთმა ადრე „გადაგდებულმა“ (მოტყუებულმა) მოანგარიშემ იცნო და თაღლითი „ჩეკაში“ დააბეზღა...
ტრისტან შატაიძემ ბოლომდე მოიხადა პატიმრობის ვადა და ციხიდან 1931 წელს გათავისუფლდა, თუმცა პროფესიის შეცვლა არც უფიქრია და ძველი საქმიანობა განაგრძო...
სტალინის დასტური
ტრისტან შატაიძის ყველაზე ცნობილი აფერა იყო ეგრეთ წოდებული „ებრაელ ვაჭართა საქმე“, როდესაც მან სურამელ და სამტრედიელ სპეკულანტებს ერთი მილიონი მანეთი გამოართვა...
გასული საუკუნის ორმოციანი წლების მიწურულს ტრისტან შატაიძემ მოსკოვსა და ლენინგრადში რამდენიმე მსხვილი აფერა განახორციელა და ამის გამო ძებნილი გახდა. ამიტომ, მან რუსეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ტრისტანი მშვენივრად ხატავდა, საბუთების გაყალბება კარგად ეხერხებოდა და მიხეილ მოშიაშვილის გვარზე ყალბი პასპორტი დაამზადა. იგი თბილისში ჩამოსვლას მოერიდა და ქუთაისში გაემგზავრა, იქ კი ერთი ებრაელი გაიცნო და დაუახლოვდა, რომელსაც ისე აუბნია თავგზა, რომ მისი უზომო ნდობა დაიმსახურა. ერთხელ ამ ებრაელის სპეკულანტი ძმა დააპატიმრეს და დიდი ფულის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. შატაიძემ ეს ამბავი რომ შეიტყო, თავში ახალი აფერის იდეა გაუჩნდა და „თანამემამულეს“ უთხრა:
– ამდენ ფულს რომ იხდით ერთი კაცის გათავისუფლებაში, არ ჯობია, რომ ერთხელ გადაიხადო, რომ და თავი დაგანებონ, ვაჭრობის ნება მოგცენ?
– ეგ როგორ? – გაოცდა ებრაელი.
– ვასილი სტალინს ვიცნობ. დაველაპარაკები, რომ მამამისთან ჩაგიწყოთ საქმე, – მიუგო ტრისტანმა. შემდეგ ერთი კვირით „მოსკოვში გაემგზავრა“, სინამდვილეში კი საფიჩხიაზე იმალებოდა თავის საყვარელთან, თან სტალინის „საიდუმლო წერილს“ ამზადებდა და, რომ „დაბრუნდა“, ბელადის ხელმოწერილი ბარათიც ჩამოიტანა...
„სტალინის” წერილში ეწერა, რომ ის ქართველ ვაჭრებს (სპეკულანტებს) ფარული ვაჭრობის (სპეკულაციის) უფლებას აძლევდა და, თუკი ვინმეს მაინც დააკავებდნენ, ეს წერილი ეჩვენებინათ დამკავებლისთვის...
– ეს წერილი მამამისს ვასილმა დააწერინა, სანაცვლოდ კი მილიონ მანეთს ითხოვს, – განუცხადა შატაიძემ ებრაელებს, რომლებმაც ერთი მილიონი მანეთი შეაგროვეს, ტრისტანს გადასცეს და ვასილი სტალინთან „გაატანეს”...
მოგვიანებით, როდესაც გაბითურებული ვაჭრები გამომძიებელს ჩვენებას აძლევდნენ, სიმწრის სიცილს ვერ იკავებდნენ და ვერ ხსნიდნენ, ასე ადვილად როგორ მოტყუვდნენ.
მილიონერმა თაღლითმა ცდუნებას ვერ გაუძლო და, იმის ნაცვლად, რომ „ფსკერზე დაწოლილიყო“, ფულის ფლანგვასა და დროსტარებას მიჰყო ხელი. 1953 წლის თებერვალში ის კიევში დააპატიმრეს, გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს „სტალინის შეურაცხყოფისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის დატაცებისთვის“ – ასე ეწერა საბრალდებო დასკვნაში... თუმცა, თაღლითი ბელადის გარდაცვალებამ იხსნა. მისი საქმე ხელახლა განიხილეს და სიკვდილით დასჯა ჯერ 25-წლიანი პატიმრობით შეცვალეს, შემდეგ კი 10 წლამდე შეუმცირეს სასჯელი... თუმცა, შატაიძემ მხოლოდ 6 წელი გაატარა ციხეში და 1959 წელს გათავისუფლდა.
ცოცხალი ლეგენდა
მეორე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტრისტან შატაიძის მოღვაწეობა ძირითადად რუსეთსა და შუა აზიაში გაგრძელდა, სადაც მან არაერთი აფერა ჩაატარა და დიდი ფული იშოვა, რომლის ნაწილსაც ის ქურდულ სალაროში გზავნიდა, რის გამოც შავ სამყაროში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ხოლო, როდესაც ციხეში ხვდებოდა (შატაიძე კიდევ ორჯერ გაასამართლეს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში საპყრობილეში 18 წელი გაატარა) ქურდულ საკნებში ათავსებდნენ მას და ქურდებთან ერთად ცხოვრობდა. ლენინგრადის „კრესტებში“ ჯდომისას ქურდებმა მას „კანონიერი ქურდის“ ტიტულიც კი შესთავაზეს, მაგრამ ქართველმა თაღლითმა ეს არ ისურვა და მათ დელიკატურად განუცხადა: გმადლობთ, ძმებო, დიდი ნდობისთვის, მაგრამ მე აფერისტი ვარ, ქურდი კი პატიოსანი და უმწიკვლო უნდა იყოს, რასაც მე ვერ შევძლებო...
კრიმინალური სამყაროს ცოცხალი ლეგენდა დროდადრო სამშობლოსაც ესტუმრებოდა ხოლმე. თუმცა, არა სათაღლითოდ, არამედ ნაცნობ-მეგობრების მოსანახულებლად და სხვადასხვა კრიმინალური დავის მოსაგვარებლად...
1990 წელს ტრისტან შატაიძე უკვე თავისი „პროფილით“ ესტუმრა თბილისს. ერთ-ერთი ადამიანის თხოვნით (ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია და საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლავთ) 89 წლის თაღლითი, რა თქმა უნდა, ფალსიფიცირებული პასპორტითა და სხვა დოკუმენტებით გაეცნო ერთ უცხოელ ბიზნესმენს, რომელსაც მსხვილი სპორტული ობიექტის ყიდვა სურდა. მას წინასწარი კონტრაქტი გაუფორმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ბანკში, მოსკოვში, 750 ათასი დოლარი გადაარიცხვინა და მიიმალა, ფული კი მოსკოვში გამოიტანეს და უცხოელი ხახაგამშრალი დარჩა...
ტრისტან შატაიძე 1997 წელს მოსკოვში გარდაიცვალა და ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზეა დაკრძალული...

скачать dle 11.3