კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს მეგობარს შვილი უღირსად ექცევა
ერთი მეგობარი მყავს, უაღრესად ღვთისნიერი ქალია, ნამდვილი ქრისტიანი. ორი შვილი ჰყავს – ქალ-ვაჟი. უკვე დიდები არიან, ორივე დაოჯახებულია. გოგო უფროსია, თანაც ადრე გათხოვდა და ორი მოზრდილი შვილი ჰყავს; ბიჭმა კი სულ რაღაც ოთხი წელია, ცოლი შეირთო და 3 წლის ბიჭი ჰყავს. დოდოს, ჩემს მეგობარს, ორი ბინა ჰქონდა – ოთხოთახიანი და ოროთახიანი. ოთხოთახიანი ბიჭს მისცა, რადგან თვითონ, ქმართან ერთად, ვაჟიშვილთან უნდა ეცხოვრა, გოგო კი ქმართან ცხოვრობდა და დოდომ იფიქრა, სანამ ბავშვები გაიზრდებიან, ამ ჩემს მიცემულ ბინას გააქირავებენ და რაღაც დამატებითი შემოსავალი ექნებათ, მერე კი ერთ-ერთ შვილს მისცემენო. მაგრამ ისე მოხდა, რომ დოდოს სიძემ, თუ არ მეშლება, კაზინოში წააგო დიდი თანხა და იძულებული გახდა, თავისი ბინა სასწრაფოდ გაეყიდა ნახევარ ფასში, რის გამოც რა თქმა უნდა, სიდედრ-სიმამრის ნაჩუქარ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. გოგო ისედაც ნაწყენი იყო მშობლებზე, ბიჭს რომ უფრო დიდი ბინა მისცეს და ამის გამო მშობლებს გაებუტა, თან ძალიან უხეშად ექცეოდა. მერე ესეც აღარ იკმარა და თავისი დედ-მამის მიმართ ქმარ-შვილიც გააღიზიანა და მტრულად განაწყო. სხვათა შორის, ბავშვებისგან გამიკვირდა ძალიან, რადგან, უკვე დიდები არიან (17 და 18 წლის), თანაც, ორივე აბსოლუტურად დოდომ გაზარდა და არცერთს აზრად არ მოსვლია, დედისთვის ეთქვა, მართალი არ ხარო. ის კი არა, ამხელა ბიჭები არიან, ორივე მაგარ ტიპობაზე და ქალაქელობაზე დებს თავს და, იმის ნაცვლად, სიტუაცია გაენეიტრალებინათ, ენების ტარტარი დაიწყეს დედასა და ბებიას შორის. ცხადია, დედის მხარეზე იყვნენ ერთადერთი მიზეზის გამო – მათ უფრო პატარა ბინა ერგოთ. დოდოს შვილისა და შვილიშვილების წყენა და პრეტენზიები კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა: არ ვიცი, ცოლმა შეაგულიანა თუ თვითონ ატარებდა ბოღმას მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ, ერთ დღეს, უფრო სწორად, ერთ საღამოს, შინ დაბრუნებული ბატონი სიძე უქეიფოდ ბრძანდებოდა (ალბათ, ისევ დიდი თანხა წააგო და ბოღმაზე ან დალია, ან „წამალი“ გაიკეთა), მერე მაღაზიაში ჩავიდა – ალბათ, სასმლის საყიდლად და შემთხვევით თავის ცოლისძმას შეხვდა, რომელმაც გაუღიმა და გადასაკოცნად გაიწია, ამ კაცუნამ კი მოულოდნელად მუშტი დაარტყა შუბლში და წააქცია. შემოესია ხალხი გასაშველებლად და ეს არაკაცი ძლივს გაათრიეს მაღაზიიდან, დოდოს ბიჭი კი წამოაყენეს, მოასულიერეს და ცივი საფენები დაადეს. გონზე მოსული მაღაზიიდან რომ გავიდა, ის პარაზიტი შენობის კუთხის უკან ელოდებოდა ვიღაც თავის ძმაკაცთან ერთად (ეტყობა, ან ტელეფონით გამოიძახა, ან იქვე შეხვდა შემთხვევით). საწყალი ბიჭი ბანცალით ძლივს დგამდა ნაბიჯებს, რომ უცებ ეს ორნი დაესხნენ თავს და, გონზე მოსვლაც არ აცალეს, ისე სცემეს, დოდომ და მისმა ქმარმა საავადმყოფოში დააწვინეს შვილი ტვინის მძიმე შერყევითა და მრავლობითი დაჟეჟილობით. ის ნაძირალა კი თურმე იყვედრებოდა, მადლობა მითხრას, რომ არ მოვკალი. აბა, ის კარგია, ჩემს წილ ბინაში რომ დაგრიალებსო? რატომ იყო სიდედრ-სიმამრის ქონება მისი წილი, ვერ გეტყვით, მაგრამ დოდოს ქალიშვილი რომ ქმრის მხარეზეა და ყველაფერში ამართლებს, თავისი პირით შეუთვალა მშობლებს.
სიძეს რა უნდა უთხრა, თანაც ასეთ ნაძირალას, როცა შენი სისხლი და ხორცი მტრად მოგეკიდა, უღირსად გექცევა და გღალატობს?!
მანონი, 63 წლის.

скачать dle 11.3